ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაბონაგ
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2010


პიონები

ისტორია მაქვს თქვენთვის სათქმელი,
ერთი უიღბლო კაცის სულიდან,
თუ როგორ გახმა ყველა ნაყოფი
და როგორ წვეთავს სისხლი გულიდან.
  ეს ისტორია სხვისას არა ჰგავს,
  და არც სათქმელად არის იოლი,
  არც იმის თქმა ღირს რამდენს ვიხდიდი
  ყოველ რიჟრაჟზე მისთვის პიონში.
მე ის პირველად ვნახე წყლის პირას
ზაფხულის ღამეს ზღვაში ნამყოფი,
გალუმპულიყო როგორც ბაჭია,
თურაშაულის ვაშლის ნაყოფი.
  სახე მღიმარი,თვალებ მცინარე,
  უერთდებოდა ქვიშას ტაატით,
  ვერც კი შევნიშნე მე მონუსხული,
  როგორ ღმოვჩნდი მასთან ბაასით.
გაკვირვებულმა შემომაფეთა
ორი სანათი კაშკაშა მწვანე,
და ჩემ ღიმილით გაოგნებულმა
მშვიდობიანი მისურვა ღამე.
  ფეხზე ადგა და ისე წავიდა
  მგონი შეშლილი ვეგონე ნაღდი,
  ქვიშა წაიღო მაგრამ სახსოვრად
  გულში დატოვა მდუმარე დარდი.
ყველგან ვეძებე,ყველა კუთხეში,
ყველა ზღვის პირას და ყველა გზაზა,
მაგრამ ამაოდ,არსად არ სჩანდა
და არ შრებოდა ცრემლები თვალზე.
  სანამ იმედი ბოლოც არ მოკვდა
  ვერ ვეზიარე უფლის სასწაულს,
  უეცრად შემხვდა ქუჩის კუთხეში
  დასწაფებოდა სიცხის საწყაულს.
ისევ გამყინა,ისევ დამაბა,
ორმოც გრადუსში ვიგრძენი რყევა,
ხელი კანკალით გავწიე მისკენ,
მან კი ვერ მიცნო,განაგრძო რწევა.
  ისევ წაიღო ქუჩის ხმაური,
  თან წაიყოლა სულ ყველა რწმენა,
  გონდაბინდული ავედევნე და
  შემომაგება ნაწყენი მზერა.
მისაყვედურა იმ სიმშვიდისთვის,
რომელიც თურმე წავართვი ოდეს,
ჩემი გაყოლით,ჩემი ნამყოთი,
შემომიცლია ჯავშანის ღობე.
  დაუცველი და სულით შიშველი
  იდგა ჩემს წინ და მირტყამდა სილას,
  იმ ლექსების და პიონებისთვის,
  რომლითაც მისთვის ვიწყებდი დილას.
ბოლოს დამნებდა,შერიგდა ბედთან,
სულ მე მაჩუქა რაც კი გააჩნდა,
თხემით ტერფამდე ჩამომეღვარა
და ჩემ გულ-სხეულს ბეჭდად დააჩნდა.
  მერე დაიწყო გრძნობების წვიამ,
  პაემნები და პირველი კოცნა,
  ბედნიერება კართან მედგა და
  მე ვერ გავბედე კარისთვის მოცლა.
ის კი მელოდა ქცეული ლანდად,
სიყვარულით და ალერსით სავსე,
ყოველ რიჟრაჟზე მხვდებოდა მზესთან
და ყოველ ღამე ტიროდა მასვე.
  ეჩქარებოდა დილის დადგომა,
  რომ პიონები აეღო კრძალვით,
  ერიდებოდა გრძნობის გამხელა:
  "ქალს უხდებაო ტრფიალი მალვით"...
მე კი შეშლილმა მასთან ვიარე,
თუ სწორად მახსოვს თორმეტი წელი,
ბევრჯერ ვიფიქრე ცოლობის თხოვნა,
ბევრჯერ მეჭირა მთრთოლვარე ხელიც.
  მაგრამ ვერაფრით გაბედა ბაგემ
  ხელის თხოვნა და წლებიც გაფრინდა,
  ისიც მელოდა დიდხანს ამაოდ,
  დაიღალა და ბოლოს წავიდა...
მას მერე წლები დარდში გავლიე,
თვალმაც,გონებამ,გულმაც ეძია
და რომ ვიფიქრე დაიკარგა თქო
ზუსტად იმ წყალთან წამომეწია.
  ხელში ეჭირა ისევ პიონი
  და მასთან მყოფზე გამექცა თვალი,
  მომიახლოვდა,მომესალმა და
  თვალებდახრილმა გამაცნო ქალი.
ისევ გამყინა,ისევ დამაბა,
ეს ხომ ასლია ყმაწვილქალობის?
მე თუ გავთეთრდი ის რატომ არა?
ჩვენ ხომ ორნი ვართ ერთი თაობის?
  და მერე გამკრა გულში სიტყვებმა:
  "ჩემი შვილია,ჩემი ასული..."
  მასსავით ნაზი,მასსავით სათნო,
  მასსავით ტანად ლერწმად გასული...
თავბრუ დამეხვა,გავხდი უენო,
უხმოდ გავცილდი სიყვარულს ჩემსას,
იმ შეხვედრაზე,იმ გავლილ წლებზე
ღმერთია მოწმე ბევრს ვდარდობ დღესაც.
  ისევ ის მიყვარს თუმცა სხვისია,
  მეც სხვისთვისა ვარ დღეს უკვე ქმარი,
  და ის შეცდომით,ჩემი შეცდომით,
  ჩემთვისვე დარჩა სანატრი ქალი...
ასე გავლიე წლები დარდებად,
ჩემთვის რთულად და სხვისთვის იოლად.
ღმერთო,ისევ გთხოვ,მამყოფე მასთან
მის ტკბილ საფლავზე ლამაზ პიონად!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები