ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


რაც ვერ შევძელი...

  მე რომ შემეძლოს განმარტება
  გრძნობის სათავის,
  დაჭერა წუთის იმპულსის და
  წამის ურჩ ხმების,
  როცა ვერ ითვლი მაჯისცემას, თუნდაც, ათამდე,
  როცა სიმშვიდის იერსახეს
  სულ არ უხდები...
  მე რომ შემეძლოს, მოვაქცევდი
  გულში სტრიქონის
  ჩადაღმართება-ზეაღსვლების
  ყველა ფორმულას.
  მე რომ შემეძლოს, ვიქნებოდი
  ცხრავე ცის მქონე
  და ქარწაღებულს წავართმევდი
  ქარებს დროულად...
  ამოვავსებდი სულის ბზარებს
  სინანულით და
  ჯერაუმღვრევი სისხლის წვეთებს
  მივასხურებდი.
  მე რომ შემეძლოს, გავიძრობდი
  პერანგს გულიდან
  და უგულო დროს
  გულიანად დავასრულებდი...
  მე რომ შემეძლოს... შეუძლები
  თუმცა, არც რაა,
  ხსოვნით მოხატულს გავუფენდი
  გრძნობებს ფიანდაზს.
  წლების კორიდორს გავყურებ და
  უხმო განცდა მაქვს,
  რაც ვერ შევძელი და რისი თქმაც
  დამაგვიანდა...

    16.0210

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები