ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2010


რამოდენიმე გულუბრყვილო და სასაცილო მინიატურა სიყვარულზე - III

           
                                                                        გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ
                                                                        და დარწმუნებული ხარ, რომ არის.
                                                                        სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან
                                                                        გინდა, რომ იყოს.


           

                                        #  #  #


            იმ გოგოს ძალიან უნდოდა ვინმე ჰყვარებოდა...
            უნდოდა, მაგრამ არავინაც არ უყვარდა, თუმცა ლექსებს კი წერდა სიყვარულზე...
            ხანდახან იფიქრებდა  „ ვიღაც შემიყვარდა“ - ო.უხაროდა, ოცნებობდა. ფიქრობდა, „იქნებ მართლა მიყვარს“ - ო , მაგრამ  „ ყველაფერი გატაცება ყოფილა „ - ო, დაასკვნიდა...
          და ისევ ელოდა...
          რატომღაც სწამდა, „ სიყვარული გაზაფხულზე მოვა „- ო, ამ ერთი-ორი გაზაფხულის ყველა დღე კი  უსიყვარულოდ მიდიოდა...
          ... ერთხელ...
          იანვრის ბოლოს !..
          ხო,
          დიახ, სწორედ იანვარში...
          ეს გოგო შეხვდა...
          ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სრულიად ჩვეულებრივი. საშუალო სიმაღლის, ქერა, ჭორფლიანი ( ლექსები კი იმასაც უყვარდა )...
          ხოდა იმას ვამბობდი, ეს გოგო ამ ჩვეულებრივ ბიჭს შეხვდა-მეთქი...
შეხვდა და თავის თავს არწმუნებდა,  „ არ მიყვარს „ - ო, სულ კი იმაზე ფიქრობდა.
          „ სულაც არ მინდა მისი ნახვა „ - ო და სულ თვალწინ ედგა ქერა ბიჭის თაფლისფერი თვალები...
          „ არა, აღარ დავწერ ლექსებს „ - ო და იმ გოგოს ლექსებს იმ ბიჭის სახელი ერქვათ..
          „ კარგი, თუ დავწერ, ვეტყვი მაინც შენსე ლექსებს ვწერ „ - ო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერაფერს ამბობდა...
          ბიჭი კი... ჩვეულებრივი ბიჭი იყო, საშუალო სიმაღლის, ქერა ჭორფლიანი              ( ლექსები კი იმასაც უყვარდა )...  ვერაფერს ხვდებოდა, სრულიად ვერაფერს და იმ გოგოს საყვედურობდა :
        „  რვეულიდან დანომრილი ფურცლების ამოხევა არ შეიძლება „ - ო

1972 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები