ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2010


ქურდიანის ქუჩა

გავიხსენებ მე იმ პირველ ღამეს,
ჭადრებმა რომ მოწიწებით შობეს;
ნოემბრისთვის ქანცმილეულ მთვარეს
ხელს გავუწვდი, როგორც ლექსის მშობელს.

კვლავ ჩავუვლი მაგ უფერულ სახლებს,
ფანჯრებისკენ გავიხედავ ნელა;
ქარი აღარ ამილეწავს სახეს,
სუსხმა ხელი თუ არ წააშველა.

ვერ ვიმღერებ მიამიტი ბიჭი,
აივნის ქვეშ ვერ დავანთებ გულებს;
როგორც ძირში მოჩეხილი ფიჭვი
დავდგები და გამოვაჩენ წყლულებს.

არა, არა ვერ მიშველის დგომა,
ისევ დაბლა… წავალ, თუკი მაცდით;
მაშინდელი, როგორც შემოდგომა,
ავივსები ცარიელი განცდით.

მუშტაიდის კარიბჭესთან გასულს
მონატრება ზურგს ჩამიმტვრევს ისევ;
მე ღიმილით გავიხსენებ წარსულს,
და სიგარეტს გავაბოლებ მყისვე.

მე ბოლოჯერ თვალს შევავლებ ჭადარს,
აივანთან სიშიშვლე რომ უჩანს;
და აჩრდილად, უფეროდ და სადად,
შემოვრჩები ქურდიანის ქუჩას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები