ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: თარგმანი
19 ივნისი, 2008


წვიმა (ტერენტი გრანელი)

TERENTI GRANELI

RAIN

It’s May, the gentle rustle of raindrops are resounding outside. The depressed bird is mourning over the loneliness of the world. At a near-by brook share and pure leaves are falling from the poplar-trees. The water is flowing silent and calm, like a drop of tear. The leaves are reposing at the brook, like a corpse. Close by the ground the deceased is sleeping and by the coffin the yellow candle is melting. It’s raining outside, the dog is wailing over the village.The crowing cocks are waking up the environment. The village - silent like water, the village - an abandoned grave, orphan forever. It’s getting light. The deceased. The Moon. The dawn. The sleeping village.

ტერენტი გრანელი

წვიმა

მაისია, გარეთ წვიმის წვეთების ნელი შრიალი ისმის. ტირის მოწყენილი ფრინველი ქვეყნის ობლობას. მახლობელ ღელესთან წმინდა ფოთლები სცვივა ალვის ხეებს. წყალი მიდის ჩუმი და წყნარი, როგორც ცრემლი. ფოთლები აწყვია ღელესთან, როგორც ცხედარი. ახლო მიწასთან ძინავს მიცვალებულს და კუბოსთან დნება ყვითელი სანთელი. გარეთ წვიმს, ძაღლი ტირის სოფელს. მამლები აღვიძებენ მიდამოს, სოფელი - წყალივით ჩუმი, სოფელი -მიტოვებული სამარე, მარად ობოლი. თენდება. მიცვალებული. მთვარე. განთიადი. მიძინებული სოფელი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები