ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


ქვაშუეთის ჩრდილში


დგას  ქვაშუეთი
ყელაღერილი,
ქუჩის  ხმაურს  რომ  არც  აყურადებს...
და  ეფერება  ცა
ღვთის  ხელივით,
გაზაფხულიდან  გაზაფხულამდე...

დამკარი 
ბეჭზე
ნდობის  ბეჭედი
და  მიმითვალე  ერთ  საზვარაკედ!..
დამიწიოკე  ბუდე  ეჭვების
და  რწმენის  მზისქვეშ  დამაბანაკე!

არ  დამავიწყო,
რაც  დღენიადაგ
მახსოვდეს  უნდა
და  მაფხიზლებდეს,
გზაწვრილი  ჩემიც  ვიდრე  მიატანს
ცეცხლამდე  -
ჩემწილ  მოგიზგიზემდე!

არ  შემახარბო  სხვათა  ტაძრები,
მალოცე  ჩემი  საყდრის  ფესკებთან
და  ამომიშრე  ჩამქრალ  ხანძრებით
უპე,  ცრემლით  რომ  ამომევსება!..

ერთსღა  გთხოვ  კიდევ 
(გულშივ  ჩავიკლავ
სხვა  ათას  ნატვრას, 
ძირში  მოცელილს!..):
-  ის  დღეც  რომ  მოვა,
მკერდში  ჩამიკარ,
დღეს  ქვაშუეთის  ჩრდილში  მლოცველი!..

                                    1975 წ.

                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები