ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


ორასოცი

სურნელი თმის და თვალებს შორის, მოძრავი ჩრდილი,
220 ვოლტად დავაზღვევდი სიცოცხლეს შენთან,
სანამ,
სიკვდილი,
ისე ახლო,
მაგრამ არც შორი,
მე მენატრება, მეტად უფრო,
სურნელი სულ სხვა,
შენთან საწოლში, მე აქ ჩემთან, ორივე ბევრი,
ზედმეტად მეტი სიყვარული იბნევა ქვეყნად,
სანამ სიცოცხლე,
ისევ მარტო,
დაგტოვებს მგონი,
მე წავალ სადმე, სინანული, იქნება გვიან,
სურნელი თმის და 220, გუგებში ვოლტი,
უკვე სიკვდილი, ჯერ ადრეა, მაგრამ მოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები