 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2010 |
ერთმა ჩემმა მეგობარმა ქართული ლექსიკონიდან წვიმის 60-ზე მეტი დასახელება ამოკრიფა. თუმცა, ამაზე მეტიც ყოფილა... როცა იმ სიტყვებს ვკითხულობდი, მაშინ წამოვიდა ეს ლექსი. რა გამოვიდა, თქვენ თვითონ განსაჯეთ. მე კი წვიმის რაკრუკის მოსმენის ხასიათზე დავდექი:))) და აე დავარქვი ამ ლექსს:
სიყვარულის ახსნა წვიმის ენაზე
შენზე ფიქრების ვერ ვძლევ არაზანს, მალ-მალ მადგება ცრემლის გერილი, ხანდახან თმებით მთქორავ ლამაზად, ვიქცევი ღვაფად დელგმად დენილი.
ნეტავ რად ვერ გრძნობ ამ გულში მერეხს, სიყვარულის თქეშს, ლეზღას და ისხარს, რად ჩამიყენე გულში ქაშანი, ან დაჭრილ სულში ჟიჟმატს რად მისხამ?
შენი თვალების ვნებიან ფრუტით, დაფანტული ვარ ლეშხივით, ჟვავად, ქუჩებს აღელვებ, როგორც ქაშანი, მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...
ვინა ხარ, ტრფობით ასე რომ მრეშავ? რად დამიშინე ვნების სკარხალი? მინდა, რომ გახდე ჩემი შხაპუნა, თქორი იყო ან ცვარი დამფრთხალი.
თუკი მოიშლი ქირსლას გრძნობების, სულში დაცხრება ჩუღუმის თქეშიც და სიყვარულის თბილი მანანა დაგვედინება ნიჟიან ტევრში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ვვვაა მმაგარიააა რას ნიშნავს ადამიანში, როცა ლექსიკა (სუფევს) ვვვაა მმაგარიააა რას ნიშნავს ადამიანში, როცა ლექსიკა (სუფევს)
25. რაღაც ორიგინალურია :)
წარმატებებს გისურვებ!!! რაღაც ორიგინალურია :)
წარმატებებს გისურვებ!!!
24. ქართული სიტყვების ცვენააა
ძალიან მომწონს ;;)
+2 :-* ქართული სიტყვების ცვენააა
ძალიან მომწონს ;;)
+2 :-*
23. აუუუუუ, როგორ მომეწონა, ამ თავმომაბეზრებელ წვიმებშიც კი დიდი სიხარულით ჩავიკითხე!!! განსაკუთრებით შენი აქ დანახვა გამიხარდა!!! წარმატებები, "ლემმშვენიერა“ ქალო... :)))))))))))) აუუუუუ, როგორ მომეწონა, ამ თავმომაბეზრებელ წვიმებშიც კი დიდი სიხარულით ჩავიკითხე!!! განსაკუთრებით შენი აქ დანახვა გამიხარდა!!! წარმატებები, "ლემმშვენიერა“ ქალო... :))))))))))))
22. აუ ...მაგარია! აუ ...მაგარია!
21. მაგარია წვიმა, განსაკუთრებით "მანსარდში"
5 მაგარია წვიმა, განსაკუთრებით "მანსარდში"
5
20. აუ, რამდენი ხანია ახალ ლექსს ველოდები... კარგად წერ შენ! :) :) :) აუ, რამდენი ხანია ახალ ლექსს ველოდები... კარგად წერ შენ! :) :) :)
19. wow magaria!! :) wow magaria!! :)
18. წვიმის რაკარუკი მოვისმინე სხვადასხვანაირად, მაგრამ ლექსი ვერ მოვიწონე. ძალიან ბევრი სიტყვაა, დამღალა წვიმის რაკარუკი მოვისმინე სხვადასხვანაირად, მაგრამ ლექსი ვერ მოვიწონე. ძალიან ბევრი სიტყვაა, დამღალა
17. ლამაზად ჟღერს...5 ლამაზად ჟღერს...5
16. რად ჩამიყენე გულში ქაშანი, ან დაჭრილ სულში ჟიჟმატს რად მისხამ? ............................. მინდა, რომ გახდე ჩემი შხაპუნა, თქორი იყო ან ცვარი დამფრთხალი. .................... pirvelad iyo sityva...(bodishi qartulad vegar vwer) am leqsma kinematografia momagona რად ჩამიყენე გულში ქაშანი, ან დაჭრილ სულში ჟიჟმატს რად მისხამ? ............................. მინდა, რომ გახდე ჩემი შხაპუნა, თქორი იყო ან ცვარი დამფრთხალი. .................... pirvelad iyo sityva...(bodishi qartulad vegar vwer) am leqsma kinematografia momagona
15. შენი თვალების ვნებიან ფრუტით, დაფანტული ვარ ლეშხივით, ჟვავად, ქუჩებს აღელვებ, როგორც ქაშანი, მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...
ვინა ხარ, ტრფობით ასე რომ მრეშავ?
ლამაზი,საინტერესო,საყვარელი... მართლა წვიმა წამოვიდა თითქოს :) შენი თვალების ვნებიან ფრუტით, დაფანტული ვარ ლეშხივით, ჟვავად, ქუჩებს აღელვებ, როგორც ქაშანი, მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...
ვინა ხარ, ტრფობით ასე რომ მრეშავ?
ლამაზი,საინტერესო,საყვარელი... მართლა წვიმა წამოვიდა თითქოს :)
14. maziebeli leqsi. maziebeli leqsi.
13. და სიყვარულის თბილი მანანა ჩამეჟუჟუნა სულშიიიიიი :) :-* 55555 და სიყვარულის თბილი მანანა ჩამეჟუჟუნა სულშიიიიიი :) :-* 55555
12. მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...
კი,საინტერესოა. 5 მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...
კი,საინტერესოა. 5
11. ჰოოო ჰოოოო ფრიად კარგი და საინტერესოოო :):) კარგი გოგო ხარ ჰოოო ჰოოოო ფრიად კარგი და საინტერესოოო :):) კარგი გოგო ხარ
10. ორიგინალურია ჩემი ნიკისავით :D გაიხარე, წვიმისებურად შემიყვარდა ეს ლექსი :-* +2 ორიგინალურია ჩემი ნიკისავით :D გაიხარე, წვიმისებურად შემიყვარდა ეს ლექსი :-* +2
9. ეჭვი იპარება ეჭვი იპარება
8. შენ გენაცვალე რააა :))) აი ნამდვილი ქართველი ლიტერატორი და პოეტი, ბოდიში სხვებთან, მაგრამ რისთვისაც ამ საიტზე შემოვედი (მართალია ყველა არ მინახავს) მარტო შენს ლექსებში ვნახე ჯერჯერობით. ასე გააგრძელე :* :))))))))) შენ გენაცვალე რააა :))) აი ნამდვილი ქართველი ლიტერატორი და პოეტი, ბოდიში სხვებთან, მაგრამ რისთვისაც ამ საიტზე შემოვედი (მართალია ყველა არ მინახავს) მარტო შენს ლექსებში ვნახე ჯერჯერობით. ასე გააგრძელე :* :)))))))))
7. თუკი მოიშლი ქირსლას გრძნობების, სულში დაცხრება ჩუღუმის თქეშიც და სიყვარულის თბილი მანანა დაგვედინება ნიჟიან ტევრში.
555555
მომეწონა. სხვა რომ არაფერი ამდენი ახალი ქართული სიტყვის გაცოცხლება უკვე საქმეა! გაიხარე! :) თუკი მოიშლი ქირსლას გრძნობების, სულში დაცხრება ჩუღუმის თქეშიც და სიყვარულის თბილი მანანა დაგვედინება ნიჟიან ტევრში.
555555
მომეწონა. სხვა რომ არაფერი ამდენი ახალი ქართული სიტყვის გაცოცხლება უკვე საქმეა! გაიხარე! :)
6. კარგია, გაბრიელას ლექს ხომ ჯობს და ჯობს ;) კარგია, გაბრიელას ლექს ხომ ჯობს და ჯობს ;)
4. საინტერესოა ფრიად. ისე კი ნეტავ ლექსი რა ფორმას მიიღებდა ამ სიტყვების 50%ი რომ სხვა იყოს :D საინტერესოა ფრიად. ისე კი ნეტავ ლექსი რა ფორმას მიიღებდა ამ სიტყვების 50%ი რომ სხვა იყოს :D
3. წინსვლა :)
++ წინსვლა :)
++
2. ძალიან ლამაზი სიტყვები ვისწავლე,გაიხარე! ძალიან ლამაზი სიტყვები ვისწავლე,გაიხარე!
1. მშვენიერი ლექსია! გაიხარე! მშვენიერი ლექსია! გაიხარე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|