ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი-ნათი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


სერ!!!

სიჩუმე ჩურჩულებს ბნელ სივრცეში...
თბილისში მონატრება წვიმს.
სულში ვნების გონგი შემოჰკრეს და
არ ვიცი ველოდები ვის...
ბგერებმა დაატყვევეს ყურთასმენა,
ლოდინმა დაათოვა თმას...
მოვითხოვ კუთვნილ ნეტარებას,
არაფერს არ ვითხოვ სხვას.
კვლავ მახრჩობს გრძნობების ოკეანე,
ქვიშაში დავეძებ ხავსს,
მარტო ვარ გამომშრალ უდაბნოში,
უფსკრულთან მივყავარ ნავს...
არ მინდა გაფრინდნენ თოლიები
და ისევ დაბნელდეს დღე.
საფლავი მორთონ მაგნოლიებით
და კუბოდ შეიქმნას ტყე.
არ მინდა დედიკოს ატირება,
არ მინდა ცრემლების ზღვა.
სიყვარულს მე ვარქმევ ახირებას
და ახირებავე მკლავს.
ბორკილებს იგლეჯენ ოცნებები,
სული კვლავ შეჰყურებს ცას.
ბგერად მოვარდნილი ჩანჩქერები
უფლისგან ითხოვენ ხსნას...
ზურგი შემაქცია თანადგომამ,
და როგორც მაშველს, თქვენ გწერთ:
ხომ იცით, ვერ ვიტან მარტოობას.
გთხოვთ, ნუ მიმატოვებთ სერ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები