ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანდი_ქიმერა
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2010


* * *

მინდორში თოკზე ვკიდივარ და... ვფიქრობ...
წვეთები ღვარად დამდის და ჩემს დაბლა, გუბე სარკესავით პრიალებს...
თოკზე ვკიდივარ და... ვფიქრობ...
თოკი თანდათან ვიწროვდება და კიდევ... უფრო და უფრო მიჭერს... წვეთებისგან სულ დავიცალე... ჩამოვდნი... მე მაინც ვკიდივარ...
ქარის ყოველ მიმობერვაზე... სიფრიფანა ქაღალდივით, ხან იქეთ ვფრიალებ და ხან აქეთ...
ეხლა უკვე, ერთი სული მაქვს... როდის დასრულდება ეს ყველაფერი...
მე კი... ვკიდივარ და... ვფიქრობ...
იქნება ვინმე მადლიანი მოვიდოდეს და ჩამომხსნიდეს ამ თოკიდან... ნეტა, ვინმე ეხლა ჩამომხსნიდეს და...
ვფიქრობ...
იქვე ახლოს... რომელიღაცა სახლის ფანჯრიდან... ბავშვის თავი გამოჩნდა და გამიხარდა...
იქნებ, დამინახოს... იქნებ, საშველად ვინმეს მოუხმოს...
ქარიც რომ ძლიერდება?
მგონი, წვიმასაც აპირებს...
რა უბედური ვარ....
ვფიქრობ...
ვფიქრობ...
ვფი... ქრობ...
ვფი...

* * *
- დედა, ნახე? ჩემი შარვალი დროშასავით ფრიალებს ქარზე...
- მომიკვდეს თავი, წვიმას იწყებს მგონი... ჩამოვხსნი სარეცხს, თორემ დამისველდება...- ქალი ბავშვს მადლიერების ნიშნად თავზე ხელს უსვამს.... და გარეთ, აჩქარებული გადის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები