ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2010


უვადო სასჯელი



ნუ მეკითხები, რა გინდაო, - ბევრი მზე მინდა,
შლეგი მარტების ესკადრონი, სკდომა კვირტების...
გაგვინაწყენდა ამ ბოლო დროს მკაცრი თემიდა,
ნუ შემპირდები მოვქრთამავო, ნუ შემპირდები.
ასეც რომ იყოს, რა უშველის მუხას ნამეხარს,
მიაფენს ტოტებს სივრცეში და ხმება დღითიდღე;
შენ გაქვს უფლება დუმდე, როცა დამნაშავე ხარ,
მე კი - უვადო მარტოობის სასჯელს ვიხდიდე. 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები