 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 25 თებერვალი, 2010 |
სულ ჩაგუბდი ჩემში და ვერ ვიხენებ როდის იყავი წვეთი, აღარ გავედინები მე ეხლა ზღვა ვარ უთევზებო და უტალღებო, მე მკვდარი ზღვა ვარ,ზედმეტად მლაშე ჩასუნთქვისას ჩამიგუბდი და ვეღარ გადაგღვარე, უნდა გატარო მუცლით მთელი ცხოვრება და ვერ გაგაჩენ რადგან მეშინია ტყუილის, იქნებ ჩემი ჩაგუბებული სუნთქვა მატო შენი ანარეკლია... მე ახალი გეგმით ვმოძრობ,ვიტრინებმა ჯერ კიდევ ვერ დამიმახსოვრეს... როცა დილით გაუღვიძებელ ქალაქს თოლიები თმას უწეწავენ, მე შენი მოძრაობა მაღვიძებს ჩემი ტვინის იმ ხვეულიდან სადაც არ შემინახიხარ წინა საღამოს. მოდი რა ამოვაყირავოთ ყველაფერი მაგიდა ჭერს მივადგათ, და მაგიდისქვეშ შევძვრეთ,გავებუტოთ მთელ სამყაროს, და ერთმანეთში ჩავგუბდეთ, ნურც შენ გამაჩენ... მერე რა რომ მე ანარეკლი არ ვარ, არ გვინდა დაბადება... ერთმანეთში გავცუროთ დაჭმუჭნული ტალღებით და დაველოდები შიშველ ფეხისგულს ჩემს თვალის გუგაში, მერე ჩავყვინთავ და შეგუბებულ სულს შუქნიშანთან გუბეში დაგიტოვებ... და თუ შუქნიშანს ზუსტად თექვსმეტჯერ შენს სახელს ეტყვი მაშინ გადამკვეთ... იცურე მარჯვნივ, ცარიელი ქუჩების თავზე, წითელსახურავებიანი სახლების ქვემოთ, თბილი დინებების გაღმა და რაფაზე ახალი წვეთები დამიტოვე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იცურე მარჯვნივ, ცარიელი ქუჩების თავზე, წითელსახურავებიანი სახლების ქვემოთ, თბილი დინებების გაღმა და რაფაზე ახალი წვეთები დამიტოვე...
იცურე მარჯვნივ, ცარიელი ქუჩების თავზე, წითელსახურავებიანი სახლების ქვემოთ, თბილი დინებების გაღმა და რაფაზე ახალი წვეთები დამიტოვე...
2. და რაფაზე ახალი წვეთები დამიტოვე...
5 :) და რაფაზე ახალი წვეთები დამიტოვე...
5 :)
1. 5+ მომეწონა ყოჩაღ :) 5+ მომეწონა ყოჩაღ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|