ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2010


"მარტო" შენი ენა

ამტყდარა და თან დამტყდარა, თავს დამტყდარი ზამთარი,
აწოწილა თან წონილა, ასაწოლი სამწორი,
ამწვარა და აფერფლილა, თან საფერფლე ფარდები,
ათვინულა აზვინულა, თან ზვინული ავზები.

დაწყობილა საწყობისად, გულის-გონის საწყობი,
გაზაფხულდა, აზაფხულდა, აზუზუნდნენ ზარები,
თვალის ფუროს ფრთის ფართხუნით, აფარფატდნენ ჰანგები,
აგუგუნდა ადუდუნდა, ზეცისფერი ფანტები.
შესველდა და შეითვისა, შესაფერი ფიქრები...

ხელს ხუმრობად მოუთვილია, ჩემი გულის ფილნები,
აყვავილდა აიფურთა, ეს ქვეყანა მელანში,
მელნად მერმის მიმოხვრებით, მიზზედ დუმდნენ
სიტყვები.

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები