ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მარტი, 2010


გილოცავოოო...

                                              „ გილოცავ გაზაფხულის პირველ დღეს“


გაზაფხული მოსულა...
არც გამიგია...
შენ მომილოცე...
თურმე გახსოვდა გადარევა ჩემი იებით...
მარტის პირველი...  ლილო-ლილო რბენა მომსურდა...  არ გავამხილე, მეგონა, არვინ მაპატიებდით...
მარტს გაუშლია ფიანდაზი  - ია და ია...  მხოლოდ აქა-იქ გაპრანჭული ყოჩივარდები...
შენ იცი, მარტის არეული ქარ-წვიმები  სიხარულს მგვრიან და ცდილობ,  ჩემგან შორს განდევნო ზამთრის დარდები...
გაზაფხული კი მომპარვია, ბავშვი ცუღლუტი..
შენ დამანახე გაფენილი ცაზე ეს მარტი..
შემომაბრუნე - ვერ გიცანი,
შენც, მგონი, შეცბი:
მე არ გამეძრო ზამთრის კაბა,    შენ აპრილს ჰგავდი...
გაზაფხული მოსულა!....
მარტი ონავრობს...
მზის სხივი ელავს შენს ღიმილში, ცრემლში - შხაპუნა...
ალბათ, მომწვდება წვიმის მზე და ყინვას მომალღობს....
მადლობელი ვარ - შენ ჩემს ტირილს ცრემლებს უმშრალებ, ჩემს შემოდგომას შეუნახე ფოთლები მწვანე , გაზაფხულება მომახარე, მოდი გულამდე და დაუბრუნე მაისის მზე სხივჩამქრალ თვალებს..
თუმც  ვერ გაიგებ რამდენია სიცილში ცრემლი და რამდენ  ტყუილს დაჰკრავს გემო მლაშე სიმართლის.... მე პატარა ვარ, უსუსური.. უმწეო და ზოგჯერ საბრალოც, ჩრდილმოდებული შენი სიმაღლით...

შენ მომახარე გაზაფხული:
„გილოცავ გაზაფხულის პირველ დღეს“

მე ავმაღლდები...
მე გავიზრდები...
მე მოვალ შენთან.... და უსათუოდ მოგეფერები.......
მე ვგრძნობ...
მე ვხედავ...
მე.... უკვე.... აი.....
ვისხამ და....
ვშლი ფრთებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები