ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: საბავშვო
3 მარტი, 2010


გამოცანები (საკუთარ ბავშვებზე ნუ გამოცდით ამ გამოცანებს)

        *        *

სულ ხუთებზე სწავლობდა,
კოკროჭინა ბალღი და
ფაფას სჭამდა სამ-ოთხ თეფშს,
თხოვნით ბებოს  არ ღლიდა.

ბევრმა წყალმა ჩაიარა,
რა დარჩება? -  ქვიშა.
კოკროჭინას სახელი კი
ყველამ იცის ...............



    *    *


სულ დაფრინავს,
ზოგჯერ ტრაქტორს,
ან ამწეკრანს ატარებს.
ბუშტები და ,,ჩუპა-ჩუპსი"
დაურიგა პატარებს!
ჩვენ ვუყვარვართ,
ხოლო მტერს კი,
დაახვია თავს რეტი!!!
ახლა კარგად დაფიქრდი და
ვინ არის? ...................




    *        *


ის ყველაზე მაღალია
და ლამაზიც ის არი,
მტერს ზედ გულზე დაახატა
ვარდის ყლორტის ისარი.

მაგარია, პირსისხლა რუსს,
შიგ ცხვირ-პირში სთხლიშა,
თქვი ვინ არის ის დევგმირი?
ვინ და ჩვენი .....................



     

      *        *

ხან წითელი პალტო აქვს და
ხან ყვითელი შარვალი,
არ დაინდო სადაც ნახა,
ჩვენი ქვეყნის მტარვალი.

სალათისფერი ჯემპერიც,
ცისფერ ჰალსტუხს ეხამაბა,
მაგრამ როცა ჩვენ მიწა-წყალს
რუს-დუშმანი ეპარება:

დაიხურავს მწვანე ჩაჩქანს
ერის ამაყი შვილი,
გაგვიბრწყინებს ივერიას,
გვარად .......................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები