ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


ყოჩივარდისფრად...

ირაკლის


წამოცდენილა სიტყვები ბაგეს,
ვისი ბრალია, თუ არა ჩემი...
ასე სიცილით მოგპარე ფიქრი-
შენ წამოეგე დაგებულ მახეს!
ასე ნანატრი სურვილი თითქოს
სულაც არ იყო ახალი ჩემთვის
და მონატრება სიხარულს მიხშობს!
"მალე მოდი" რომ არ მითქვამს შენთვის?
ჩემთან ობოლი ყოჩივარდები
ლარნაკს აწყდება- გაქცევას ლამობს
ნეტავ, თუ იცის გზები შენამდე
და გახარებას ჩემსას ის ჩქარობს?!
წუთებს ჩავფშვნიტავ ხელისგულებით
ეს იმ ხელებით, შენ რომ ოცნებობ-
ლექსებს დაგიწერ გრძნობამორევით...
ორი დღეც გავა იკა უშენოდ!
დამჭკნარ ყვავილებს შეცვლის ახალი.
და ასე დიდხანს ვითრთოლებ შენთვის,
მერე მზე წვიმით ცაზე პირს დაიბანს ,
ჩემს ბაგეზე კი გაკრთება ღიმი.
ორნი მაღლიდან გავხედავთ იდუმალ მცხეთას,
შერთვა დაგვატკბობს მტკვრის და არაგვის!
ასე მარტივად, ბოლომდე თბილად
ყოფნა, ხომ ჩვენი ოცნებაც არის?
პატარა ნატვრა როდისმე ალბათ
იქცევა ზღაპრულ ცხოვრების ფერად
ერთად არასდროს არ ვიგრძნობთ დაღლას,
ჩვენს ერთად ყოფნას არა აქვს ფერი,
რომ შენი ხილვა ისევ ანთია
ჩემს გონებაში ყოჩივარდისფრად!
ცრემლით მორწყული ციცქნა ღილები
იქნებ, შეცვალო რამენაირად?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები