ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზისფერია
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2010


. .


  ისინი ბუხართან ახლოს კუთხეში საუბრობდნენ. დილა ბარდნით დაიწყო, შემდეგ წვიმა წამოვიდა , შემდეგ ისევ ბარდნიდა, საუბრის დროს კი ისევ გაწვიმდა.

_ შენ ის გიყვარს.
_ ვიცი, მშვენივრად ვიცი. ამ ბოლო დროს ვთოკავ საკუთარ თავს, შინაგანი იდუმალების გასაღები მიჭირავს ხოლმე  და შენ წარმოიდგინე ყოველთვის გამარჯვებული გავცექრი ჰორიზონტს,მაგრამ არ მიხარია. მე იცი ბევრი ნაბიჯი გადავდგი წინ, მაგრამ ის ახლა იწყებს ჩანჩალს.
_ მაგრამ მთავარია რომ დაიწყო.
_ ხოოო, მაგრამ.. თავი ჩაქინდრა , თვალები დახუჭა და შემდეგ გულში გაიფიქრა - მეგონა ეს დღეც არ დადგებოდა.
_  ხო, ხო, ხო . გაიმეორა. შენ ბევრი რამ დაამტკიცე. ეს ჩვენ შევიგრძენით ახსნა-განმარტების გარეშე. ბევრი რამ დავინახე პირადად მე შენით, მაგრამ შენს ადგილზე ასე საკუთარ თავს მაინც არ მოვექცეოდი. მე სიცოცხლე მიყვარს, ბუნება, წამები, წუთები, ყველაფერი ამქვეყნიური გესმის?
_ მშვენივრად. მაგრამ საკუთარ თავს ცუდად კი არ ვექცევი, ვცდილობ სწორედ ვიარო. შენ ხომ იცი ჩემი წარსული, ხომ იცი სიყვარული მხოლოდ შუაში გამოჩნდა. რა იყო მანადე ხომ გახსოვს? სულ ბავშვი ვიყავი და ნდობა ისე გაქრა ჩემი მე-დან, როგორც ცისარტყელა ციდან. ვერც ერთი ფერი უკან ვეღარ დავიბრუნე, იმიტომ რომ მათ შეცდომებზე ვერ ისწავლეს და დღემდე იგივეს სჩადიან.
_ შენ კი ჩუმად ხარ, შენ კი არაფერს ეუბნები, ამით არ ვნებ საკუთარ თავს? არ იუარო!
_ არა პირიქით ბევრი ვისწავლე, უბრალოდ რაც წამართვეს ის ხელახლა ვეღარ გავითავისე. ისინი ბედნიერები არიან, საოცრად , მაგრამ მთავარი არ აქვთ და ამის გამო მეცოდებიან. ძალიან, ძალიან მეცოდებიან. არ ვაპირებ იმის თქმას რასაც ადრე თუ გვიან თვითონ მიხვდებიან. მე არ ვატკენ მათ გულს, ერთხელ ჭაში ჩასცვივდებიან, იქ კი წყალი წმინდაა. ხომ გესმის?
_ ბოლო დროს აღარ მესმის შენი.
_ მაგრამ მუდამ ჩემ გვერდით ხარ.
_ და ვიქნები, მაგრამ ახლა რას აპირებ?
_ ვფიქრობ ძალიან ბევრს და სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ მოდი მანამდე ცხელი ჩაი დავლიოთ, ისე როგორც ბავშვობაში, პირისპირ რომ დავჯდებოდით და უხმოდ თვალებში ყურებით ვსავდით ჩაის.
_ბედნიერი წუთები და მზერით ვანიშნებდით ერთმანეთს როდის უნდა მოგვესვა შემდეგი ყლუპი. ახლაც შევძლებთ?
_ შევძლებთ!
გაიღიმეს.
ჩაი მზად იყო.

  შეძლეს.



_ მითხარი შენი გადაწყვეტილება.
_ პირდაპირ ვიტყვი, ხომ იცი შესავალი არ მიყვარს, თუმცა  ეს ის შემთხვევაა როდესაც შესავალი ყველაზე ნაკლებადაა საჭირო.
_ კარგი, გისმენ. რაც არ უნდა იყოს შენთან ვიქნები, დაგეხმარები.
_ ძალიან დავიღალე , ძალიან. ჩემი ცხოვრება ღმერთს უნდა მივუძღვნა.
_ მე.. მე რაღაცნაირად თითქოს ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან  ამას მეტყოდი, მაგრამ ახლა არა, ახლა არა, არ მეგონა , დავიბენი. 
ლაპრაკობდა და ცდილობდა ცრემლები დაემალა , მაგრამ სიტყვებს სწორედ ვერ წარმოთქვამდა და ისედაც იოლი დასანახი იყო მისი ემოციები.
_ კარგი,ნუ ღელავ. აი ხომ ხედავ ჩემს თვალებს. შემომხედე, ჭეშმარიტად ვიღიმი. ეს გადაწყვეტილება კი უპირველესყოვლისა იმიტომ მივიღე, რომ მეც მინდა ვიყო ბედნიერი.


  ....


  ისევ ბარდნა დაიწყო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები