ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2010


მე ვრჩები

იცით, უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი.

სახლი – სამსახური, სამსახური – სახლი. რარიტეული ფოტოსავით უფერული ცხოვრება, სადაც ჭაობში დარჩენილი კალმახივით ვდგაფუნობ და უშედეგოდ.

მომბეზრდნენ უსულგულო ადამიანები, რომელთაც ადვილად შეუძლიან არ დაინახონ შენი სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, გამოწვდილი ხელი. რომლებიც მაშინვე ცდილობენ გამოგიყენონ, ან ოქროს რეზერვში ჰყავხართ გადანახული.

მომბეზრდა ყოველდღიურ ფულზე ფიქრი.

მომბეზრდა ქურთუკის ჩაცმა დილაადრიან, სანამ ქუჩაში გავალ.

მინდა ვიგრძნო, რომ საკუთარ თავს ვეკუთვნი მხოლოდ. მაგრამ ეს უტოპიაა ალბათ…

მინდა ჩემი მუხლებთან გაცვეთილი ჯინსი და საყვარელი შავი მაისური ჩავიცვა, ერთი პატარა ჩანთა მოვიკიდო ზურგზე, სადაც ბევრ სიგარეტს და ხუთიოდე ადამიანის ფოტოს ჩავდებ, და მინდა წავიდე. ვიმოგზაურო ყველგან, სადაც კი მიმესვლება. მინდა უდაბნოში შიშველი ფეხებით გავიარო და ჩრდილოეთ პოლუსზე ის სიმღერა ვიმღერო, რომელსაც შეზარხოშებული ვღიღინებ ხოლმე.

ხუთიოდე ადამიანის ფოტო-მეთქი არა? ხო. ეგაა. თუ ქვეყანას გინდა მოწყდე, მაშინ ფოტოები რაღად გინდა, ე.ი. ვიღაცას ტოვებ, ვინც მოგენატრება და გიყვარს. თუკი გიყვარს და მოგენტრება მაშინ რატომღა უნდა დატოვო?

და განა მარტო ადამიანები? ქვეყანას რა ვუყო? რა ვუყო იმ ასობით აბსტრაქტულ ცნებას, რომელზედაც დგას ჩემი შეგნებული არსება?

არადა მომბეზრდა ამდენი ღალატი, მლიქვნელბა, უპატივცემლობა, სიყვარულისა და სითბოს არდანახვა, ხელისკვრა და მახვილის ზურგში ჩაცემა.

ლაჩრები გარბიანო… ალბათ მართალია. არსადაც არ წავალ. მერე რა თუ ვერ დაინახეს და არ დააფასეს. ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომელიც თავისი უფერულობით რარიტეტულ, გახუნებულ ფოტოსაც კი შევადარე.

არადა, შავ-თეთრი, გახუნებული ფოტო ყველაზე უკეთ გადმოსცემს ფერებს.

მე ვრჩები. იქ სადაც შეიძლება არ ვუყვარვართ და არ მცნობენ. ვრჩები იმიტომ, რომ მე მიყვარს ისინი.


ოქტომბერი 14, 2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები