 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პროზა 5 მარტი, 2010 |
არ ვიცი, რატომ გწერ. ალბათ მომენატრე. არ გეკითხები, როგორ ხარ. ზუსტად ვიცი პასუხი: ისევე ნაცრისფერ-უღიმღამოდ, როგორც მაშინ, როცა გიცნობდი. ახლა აღარ გიცნობ. და არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ასეთ ადამიანზე ფიქრისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნასახლარს უყურებდე; ისეთივე უმწეო და სევდიანი ხდები, ისეთივე ტკივილიან-ჟრუანტელიანი. შენც ნასახლარი ხარ. ჩემი ნასახლარი. შენ იცი, მე ჩემი ნებით არ ვტოვებ სახლებს და არაფერია ჩემთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე სამკვიდროდან წამოსვლა. მაგრამ ასე მოხდა. აღარაფერი შეიცვლება. ნასახლარი ხარ. გახსოვს, როგორ გიყვარდა "პატარა უფლისწული"? თუმცა რაღა "გახსოვს", ალბათ ახლაც გიყვარს. არადა ვერაფრით გამიგია - რატომ. თუკი გესმის, რომ მოშინაურებული ყვავილი ყველა სხვა ყვავილზე ძვირფასია, როგორ გახდი ნასახლარი?! შენ მოხეტიალე ხარ და გგონია, ყველა პატარა უფლისწული აგნებს უკან ოდესღაც მიტოვებულ პლანეტას და ყვავილს... მე ასე არ ვფიქრობ. მე მგონია, რომ ყველა უფლისწული ხეტიალისას ხვდება უკან დატოვებულის ფასს, მხოლოდ ნაწილი ბრუნდება უკან და მათგანაც ყველა ვეღარ აღწევს ბოლომდე... შენ საჰაერო ბუშტი ხარ, ათას ქვეყანას და ათასჯერ ათას ადამიანს რომ გადაუფრენს, შიგნიდან კი მაინც ცარიელია... შენ გგონია, ეს ფრენა მოგაწვდის სასიცოცხლო ენერგიას, გაგიმდიდრებს სამყაროს... ცდები. სასიციცხლო ენერგია მიწაშია, მხოლოდ ფესვებით მოიპოვება. შენ ხეების ცხოვრება ყოველთვის მოსაბეზრებელი გეგონა, მე - არასდროს. მე ვიცი, რომ მათ აქვთ ნიჭი - ყველაზე დიდი ნიჭთა შორის - ისინი ეკუთვნიან ნიადაგს და ბედნიერნი არიან ამით. მათ შეუძლიათ, ყოველი დილა დღესასწაულად აქციონ და ყოველი წუთით დატკბნენ, ამავე დროს, დაითმინონ ათასგვარი ტკივილი და ერთხელაც არ გაუელვოთ გაქცევაზე ფიქრმა... ისინი მოისმენენ ქარის მოტანილ ამბებს და, დამიჯერე, გაცილებით მეტს შეიცნობენ, ვიდრე ფარფატა ბუშტი, რადგან მან არ იცის მთავარი... შენ გაქცევა ნიჭი გგონია. ისევ ცდები. ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო, სულ იყო და სულ ახალს და ახალს პოულობდე იმ ნიადაგში, სადაც ხარობ. შენ კი ისევ დაფარფატებ... და მე მტკივიხარ. ჰო. არ მომშუშებიხარ ჯერ. ალბათ არც მომიშუშდები... ნასახლარში, სადაც ოდესღაც ვხარობდი და საიდანაც ამომძირკვეს, ჩამრჩა ორიოდე ფესვი, რომლებიც ისევე მწიწკნის. ამიტომაც ხარ ნასახლარი და არა ცარიელი ადგილი. მე შენ არ გნანობ და არც გინანებ არასდროს. შენში ვეღარასდროს გავიხარებ, მაგრამ ის ორიოდე ფესვი ზედმეტად ძვირფასია ჩემთვის, რომ გინანო, მითუმეტეს - ცარიელ ადგილად რომ გაქციო... იქნებ მიხვდი უკვე, პატარა უფლისწულო, იქნებ მიბრუნდი პლანეტისაკენ, რომ ყვავილს წყალი დაუსხა... გამიხარდები. ასე შორიდან გამიხარდები. მე აღარ დაგხვდები, მაგრამ იქნებ სხვა ყვავილი გაახარო. არ მინდა, სულ გაუკაცურდე, მტკივნეულო ნასახლარო, მე შენ ისე მიყვარხარ... "პატარა უფლისწულს" ვფურცლავ, შენ რომ მაჩუქე დაბადების დღეზე. წარწერას ვკითხულობ - " არასოდეს უყურო მზის ჩასვლას"... და, როგორც არასდროს, ისე მინდა ჩამავალი მზის ყურება... შენს სურვილს რჩევად მოგიბრუნებ უკან: ნუ გახდები პატარა უფლისწული და არასოდეს მოგინდება მზის ჩასვლის ყურება... დაბადების დღეს გილოცავ.
შენი ყვავილი
p.s. ჩემი ამოძირკვისას ეკლით ხომ არ დაგიჩხვლიტე თითები?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო, სულ იყო და სულ ახალს და ახალს პოულობდე იმ ნიადაგში, სადაც ხარობ.
აი, ძალიან, ძალიან მომეწონა... მშვენიერია, გაიხარე შენ... :) ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო, სულ იყო და სულ ახალს და ახალს პოულობდე იმ ნიადაგში, სადაც ხარობ.
აი, ძალიან, ძალიან მომეწონა... მშვენიერია, გაიხარე შენ... :)
27. აუაუუაუაუაუ ასეთი მაგარი რამე ჯერ ამ საიტზე არ მინახიაააააააა უკვე 2 დგეა დავრეგისტრირდი კაი გოგო ხარ შეეენ!!!!! აუაუუაუაუაუ ასეთი მაგარი რამე ჯერ ამ საიტზე არ მინახიაააააააა უკვე 2 დგეა დავრეგისტრირდი კაი გოგო ხარ შეეენ!!!!!
26. +++++++++++++უხ რა აი გოგო ხარ რომ იცოდე... +++++++++++++უხ რა აი გოგო ხარ რომ იცოდე...
25. და მე მტკივიხარ, არ მომშუშებიხარ.....მე ვიცი რა არია ეს...რა შენი ჭირიმე მარად ღია იარა.....555555 და მე მტკივიხარ, არ მომშუშებიხარ.....მე ვიცი რა არია ეს...რა შენი ჭირიმე მარად ღია იარა.....555555
24. და მე მტკივიხარ, არ მომშუშებიხარ.....მე ვიცი რა არია ეს...რა შენი ჭირიმე მარად ღია იარა.....555555 და მე მტკივიხარ, არ მომშუშებიხარ.....მე ვიცი რა არია ეს...რა შენი ჭირიმე მარად ღია იარა.....555555
22. ძალიან ფაქიზია +777:) ძალიან ფაქიზია +777:)
21. p.s. ჩემი ამოძირკვისას ეკლით ხომ არ დაგიჩხვლიტე თითები? ვაი,რა ღრმაა...ტკივილიანი გრძნობით სავსე და გულწრფელი..... ძალიან მომეწონა და დავითრგუნე... ყოჩაღ! 5+ :) პ.ს. მეც "მყავს" ასეთი ნასახლარი.. :( p.s. ჩემი ამოძირკვისას ეკლით ხომ არ დაგიჩხვლიტე თითები? ვაი,რა ღრმაა...ტკივილიანი გრძნობით სავსე და გულწრფელი..... ძალიან მომეწონა და დავითრგუნე... ყოჩაღ! 5+ :) პ.ს. მეც "მყავს" ასეთი ნასახლარი.. :(
20. ჩემი თავი ვიპოვე აქ...გაიხარე ...აი ძალიანნნ ძალიანნნ მომეწონაააააა : ( ჩემი თავი ვიპოვე აქ...გაიხარე ...აი ძალიანნნ ძალიანნნ მომეწონაააააა : (
19. ვაიიიი...როგორ მომეწონა.... აი,ძალიან,ძალიან....
შენ გაქცევა ნიჭი გგონია. ისევ ცდები. ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო,-მე სულ ამას ვამბობ.სულ.
არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ვაიიიი...როგორ მომეწონა.... აი,ძალიან,ძალიან....
შენ გაქცევა ნიჭი გგონია. ისევ ცდები. ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო,-მე სულ ამას ვამბობ.სულ.
არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი.
18. სათუთი ნაწერია, სული ფრთონავს! 55555 სათუთი ნაწერია, სული ფრთონავს! 55555
16. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა:) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა:)
15. ახლა აღარ გიცნობ. და არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ასეთ ადამიანზე ფიქრისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნასახლარს უყურებდე
შენ გგონია, ეს ფრენა მოგაწვდის სასიცოცხლო ენერგიას, გაგიმდიდრებს სამყაროს... ცდები. სასიციცხლო ენერგია მიწაშია, მხოლოდ ფესვებით მოიპოვება.
სერიოზულად ღრმა და საინტერესო. დახვეწილი ხელწერით. წარმატებები და უკან გულგატეხილობა.
ამ წერილის ადრესატი ამონაკლისი არ უნდა იყოს. ბევრს გონია გაქცევა "წასვლის ნიჭი" და მერე უკან დაბრუნების სურვილი გონიათ "ნიჭი". რა თქმა უნდა, გაქცევაზე სამარცხვინო არაფერია... უკან მობრუნების "ნიჭის" გარდა. ამას ძალიან ცუდი სახელი ქვია :) ახლა აღარ გიცნობ. და არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ასეთ ადამიანზე ფიქრისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნასახლარს უყურებდე
შენ გგონია, ეს ფრენა მოგაწვდის სასიცოცხლო ენერგიას, გაგიმდიდრებს სამყაროს... ცდები. სასიციცხლო ენერგია მიწაშია, მხოლოდ ფესვებით მოიპოვება.
სერიოზულად ღრმა და საინტერესო. დახვეწილი ხელწერით. წარმატებები და უკან გულგატეხილობა.
ამ წერილის ადრესატი ამონაკლისი არ უნდა იყოს. ბევრს გონია გაქცევა "წასვლის ნიჭი" და მერე უკან დაბრუნების სურვილი გონიათ "ნიჭი". რა თქმა უნდა, გაქცევაზე სამარცხვინო არაფერია... უკან მობრუნების "ნიჭის" გარდა. ამას ძალიან ცუდი სახელი ქვია :)
14. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
13. გაიხარეეეეე !
კარგიააა !
გაიხარეეეეე !
კარგიააა !
12. +++++++++++++++++++++++++ +++++++++++++++++++++++++
11. ზოგჯერ კი უნდა "წასვლას" გამბედაობა, ოღონდ ეგ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევაში თუა გამართლებული. გაქცევას - პირიქით, გაუბედაობა და შიში იწვევს, მგონი:) დარჩენას და ზოგიერთი სირთულის პირისპირ ყურებას საკმაო სულიერი ძალა სჭირდება, რაც ბევრს არ გააჩნია და "გაქცევის ხელოვნებით" ნიღბავს მობეზრებას თუ რამე სხვა, პირდაპირ იტყვი, ეგოიზმით გამოწვეულ მიზეზს:) ზუსტად ამ შემთხვევაზე მაქვს ახლა საუბარი:)
მადლობა ყველას კომენტარებისთვის:) ზოგჯერ კი უნდა "წასვლას" გამბედაობა, ოღონდ ეგ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევაში თუა გამართლებული. გაქცევას - პირიქით, გაუბედაობა და შიში იწვევს, მგონი:) დარჩენას და ზოგიერთი სირთულის პირისპირ ყურებას საკმაო სულიერი ძალა სჭირდება, რაც ბევრს არ გააჩნია და "გაქცევის ხელოვნებით" ნიღბავს მობეზრებას თუ რამე სხვა, პირდაპირ იტყვი, ეგოიზმით გამოწვეულ მიზეზს:) ზუსტად ამ შემთხვევაზე მაქვს ახლა საუბარი:)
მადლობა ყველას კომენტარებისთვის:)
10. "შენ გაქცევა ნიჭი გგონია. ისევ ცდები" იქნებ ცდება,საყვარელო კიდეც,მაგრამ ამასაც(გაქცევას) გამბედაობა სჭირდება დიდი....ესეც...რავიცი...:) დაბრუნდი,გაქცეულო..დაბრუნებასაც გამბედაობა სჭირდება და ნასახლატი სახლად აქციე..მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ ეს...დაუმტკიცე თავს და ყველას,რომ ძლიერი ხარ....გაკოცე:-* "შენ გაქცევა ნიჭი გგონია. ისევ ცდები" იქნებ ცდება,საყვარელო კიდეც,მაგრამ ამასაც(გაქცევას) გამბედაობა სჭირდება დიდი....ესეც...რავიცი...:) დაბრუნდი,გაქცეულო..დაბრუნებასაც გამბედაობა სჭირდება და ნასახლატი სახლად აქციე..მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ ეს...დაუმტკიცე თავს და ყველას,რომ ძლიერი ხარ....გაკოცე:-*
9. ძალიან კარგი....:)
ძალიან კარგი....:)
8. ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო, სულ იყო და სულ ახალს და ახალს პოულობდე იმ ნიადაგში, სადაც ხარობ.
ჰო, მართალი ხარ და ძალიან, ძალიან ცოტას აქვს ეგ ნიჭი, სამწუხაროდ.
კარგი წერილია, კარგო:-* ნიჭი ისაა, დარჩე და არ მოიბეზრო, სულ იყო და სულ ახალს და ახალს პოულობდე იმ ნიადაგში, სადაც ხარობ.
ჰო, მართალი ხარ და ძალიან, ძალიან ცოტას აქვს ეგ ნიჭი, სამწუხაროდ.
კარგი წერილია, კარგო:-*
7. ეგ ორი ყველა ხუთიანზე მეტია, მარი, მადლობა :-* ეგ ორი ყველა ხუთიანზე მეტია, მარი, მადლობა :-*
6. ეს წერილი მეგობრისთვიაა კაი კაი რა ცუდია ორზე მეტი შეფასების უფლება რომ არ მაქვს დავიტანჯე უკვე ორი ორი და ორი მაგრამ შენ 1000000000000000000000 ეს წერილი მეგობრისთვიაა კაი კაი რა ცუდია ორზე მეტი შეფასების უფლება რომ არ მაქვს დავიტანჯე უკვე ორი ორი და ორი მაგრამ შენ 1000000000000000000000
4. შენ მართლა პუსუსუნა ხარ,ტკბილი და ტბილი...მშვიდი და საყვარელი...+ შენ მართლა პუსუსუნა ხარ,ტკბილი და ტბილი...მშვიდი და საყვარელი...+
3. ძალიან მაგარია, გაიხარე :)
5! ძალიან მაგარია, გაიხარე :)
5!
2. "და არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ასეთ ადამიანზე ფიქრისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნასახლარას უყურებდე;"
ზუსტი ხარ.... "და არაფერია იმაზე ცუდი, როცა იმას აღარ იცნობ, ვისაც ადრე იცნობდი. ასეთ ადამიანზე ფიქრისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ნასახლარას უყურებდე;"
ზუსტი ხარ....
1. კარგია :) ბოლო განსაკუთრებით... :) კარგია :) ბოლო განსაკუთრებით... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|