ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2010


ჩვეულად...

აქ როგორ მოვხვდი!? ან მოვხვდი როდის?
ალბათ სხვა გზაზე ფეხი დამიცდა.
ბოზი იმედი კვლავ მირჩევს ლოდინს
ცხრა კართაგენი თუმცა დამიწდა.

აცდენილ მიზანს ღიმილით ვუმზერ
და ზურგში სროლას ველი ხელახლა
ფუჭ ოცნებებსაც გაყოფილს ნულზე
სუტინიორი დრო კვლავ შელახავს

შეშლილ ქარიშხლებს არსად მივყვები
და გულგრილობის ნიღაბს ვიკეთებ
ვერ გაარჩევენ მაინც ბრიყვები
სად ბოროტია  და სად სიკეთე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები