ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მარტი, 2010


მეოცნებე

  რახანია სიჭაბუკემ გაირბინა,ჩაიქროლა ვით სიზმარმა!
  რახანია სიხარულმა მიმატოვა და გულს სევდა შეეპარა სიმარტოვის და სიბერის...
  თუმც სიბერე ჯერ ადრეა!
  რა ხანია სიყვარულის ლამაზ ზღაპარს  დრო ახუნებს დაუნდობლად!
  თუმცა დრო რა შუაშია?!
  თუკი მე და შენ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით ერთმანეთისგან!
  მე - მეოცნებე, რომანტიკოსი!
  შენ - რეალისტი,(მეტისმეტადაც!)
  მე - ოცნებით ვსუნთქავ,ოცნებით ვიბრძვი,ოცნებით ველი...
  ობობასავით დაუზარელად ვქსოვ ოცნების ბადეს დღე და ღამე...
  შენ - მეუბნები,რომ ოცნება სასაცილოა,რომ სადღაც წარსულში ჩავრჩი საუკუნის გადმონაშთივით...
  იქნებ ასეც არის?! იქნებ ახლა მართლაც სხვა დროა?!
  ვის რაში სჭირდება შენი რომანტიკა!
  მაგრამ რა ვუყო გრძნობებს,რომლებიც გამაჩნია?!
  რა ვუყო ოცნებას,რომელიც მაწვალებს?!

  იოცნებე,იოცნებე პატარა ქალო,სანამ ამის ნიჭი კიდევ შეგრჩენია!
  ხომ ხედავ ოცნებებში წლები გაგიფრინდა,შენ კი ძველებურად  სითბოს და სიყვარულს ელი!
  ბედნიერების ძიებაში და მოლოდინში არ იღლები! ესეც ნიჭია!
  ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება!

  ეს ადრე იყო... ახლა შენ ჩემს წარსულში დარჩი!
  მე კი ჩემი  ნაოცნებარი ბედნიერება ვიპოვე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები