| ავტორი: მაკა კოლხი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 12 მარტი, 2010 |
დღეს, როცა მსოფლიო დგას გლობალური კრიზისის ზღვარზე, როცა მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები აღარ აკმაყოფილებს ადამიანს და მისი ბობოქარი ბუნება ილტვის კიდევ უფრო რაღაც დაუჯერებელისკენ, ზღაპრულისკენ, მაგრამ რეალურისკენ. როცა მარადიული თემები თითქოს გაუფასურდა და დროც არ რჩება თანამედროვე ადამიანს სულისთვის და სულიერებისთვის, რა გასაკვირია თუ რღვევა და ცვლილება, დეფორმაცია განიცადა მისმა ბუნებამ და შესაბამისად იმ სამყარომაც, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. მარტივია და ლოგიკური, რომ ადამიანი ქმნის საზოგადოებას, საზოგადოება - ერს, ერი- სახელმწიფოს და სხვადასხვა ერთა ხელმწიფებაც კი დღეს მავანთა ამბიცია გახდა, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა. ალბათ ყველას გვახსოვს მოარული ფრაზა: „ოჯახი - პატარა სახელმწიფოა!“ დღეს კი, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა ჯღერდეს, სამწუხაროდ, ეს მინი-სახელმწიფოები მუდმივ რღვევას განიცდიან ჩვენს პატარა სახელმწიფოში, თითქმის შექმნის დღიდანვე ინგრევა ისინი. რა ხდება? რატომ მომრავლდა საქართველოში დანგრეული ოჯახები და რა გვემართება? ეს ალბათ ის კითხვებია, ყველა ჩვენთაგანს რომ გვიჩნდება, მაგრამ პასუხისთვის და შეგონებისთვის რომ ყურს არავის ვუგდებთ. რა თქმა უნდა ოჯახის დანგრევის ათასი მიზეზი არსებობს და ყველა მიზეზს ან მოეძებნება გამართლება, ან არა, მაგრამ მიზეზზე უფრო მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება დღეს ქართველებს და ამაზე გვინდა სწორედ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანი ოჯახში იღებს ყველაფრის საწყისს. ოჯახში ყალიბდება იგი როგორც პიროვნება. ისიც ვიცით რომ ზნეობრივად განვითარებული ოჯახები ქმნიან ზნეობრივად განვითარებულ საზოგადოებას, რომლისგანაც შესაბამისად იქმნება ზნეობრივი სახელმწიფო. ამიტომაც, გამოდის რომ ოჯახია საფუძველი და საყრდენი საზოგადობრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა. ცალკეული ოჯახების კეთილზნეობრივ ცხოვრებაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების კეთილი წყობაც და წესრიგიც. ამრიგად, ჩვენს სახელმწიფოში შექმნილი გაურკვეველი და არამდგრადი მდგომარეობა, ქაოსი, უკიდურესი გაჭირვება საოცრად ზღაპრული სიმდიდრის ფონზე, სასოწარკვეთა და უიმედო განწყობა - ცალკეული ოჯახების დამსახურებაა. შეიძლება შემედაოთ და მითხრათ, გარემო და ქვეყანა გვაქვს ასეთი, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ სწორედაც რომ შუაში ვართ, რადგან გარემოსაც და ქვეყანასაც ხომ ჩვენ ვქმნით. ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი აზროვნებითა და ცხოვრების წესით უკვე შექმნეს ეპოქები და დაგვიტოვეს ის ისტორიები, რომლითაც დღემდე ვამაყობთ და რომლითაც მოვედით, მოვაღწიეთ თანამედროვეობამდე. ახლა კი ჩვენი ჯერია. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი თაობა. ყოველშემთხვევაში, წარსულის ღრმა ცოდნა და ხშირი გახსენება რომ აუცილებლად გვესაჭიროება, ამაში ორი აზრი არ არსებობს და, არათუ მარტო ცოდნა ისტორიისა, არამედ არ დავიწყება, გათვალისწინება და ცხოვრების წესად დანერგვა წარსული ღირებულებებისა. საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ვიტყვით, ნეტავ ოდესმე თუ ულხინდა ამ ქვეყანასო? - ვაი, რომ არ ულხინდა. ვაი, რომ არ გვალხენდნენ. ვაი, რომ გვაწიოკებდნენ, გვარბევდნენ, გვაუბედურებდნენ, სისხლისგან გვცლიდნენ და მაინც ვცოცხლობდით. რადგან ქართველი სიცოცხლისთვის იყო დაბადებული. ქართველი დედა შვილს აკვანშივე ასწავლიდა ერისა და მამულის სიყვარულს, თავგანწირვას, თავდადებას, ერთგულებას. ქრისტეს რჯული კი - არსი იყო მისი ცხოვრების. ამიტომაც იყო რომ გვკლავდნენ და ჩვენც ვკვდებოდით მამულისათვის. გვაწამებდნენ და ჩვენც ვეწამებოდით ქრისტესთვის! ჩვენი სულისთვის! ჩვენი სულის გადარჩენისთვის! ცალკეულ და თითქმის ყველა ოჯახში ქრისტეს მცნებაზე იზრდებოდნენ, იმიტომაც გვყავდნენ ასი ათასობით მოწამენი და რადგან ყოველი ქართველი მამულისთვის და ქრისტესთვის თავდადებული გმირი იყო, იმიტომაც იყო საქართველო გმირების ქვეყანა და დაუმარცხებელი. თითოეული ოჯახი მადლმოსილი იყო, რადგან უფალში ხედავდნენ ცხოვრების აზრს. ვერანაირი საზოგადოება და სახელმწიფო ვერ აიძულებდა მათ ყოფილიყვნენ ასეთი გულანთებულები ქრისტეში. ყოფილიყვნენ სულით ხორცამდე და მთელი არსებით ქრისტიანები. მაშ, რა იყო მათი ასეთი საოცარი და უძლიერესი რწმენის მიზეზი? ალბათ მხოლოდ ის რომ ქართულმა საზოგადოებრიობამ და ქართულმა ხასიათმა ბევრი წვრთნა და გამოცდა გამოიარა წარმართობის დროიდან მოყოლებული და ასეთი დიდებული მცნებები და სწორი ხაზი, სწორი მიმართულება ცხოვრების კეთილად წარმართვისა, არც ერთ მანამდე არსებულ „რელიგიებს“ არ შემოუთავაზებიათ. ქრისტიანობა წმინდა ქართული ხასიათის რელიგია აღმოჩნდა. ქრისტიანულად აღზრდა და ქრისტიანული აზროვნება კი უკვე ქართულ აზროვნებას ნიშნავდა. ქრისტეს სიყვარული ყოველ ქართველში ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას ითვალისწინებდა. ქრისტეს მცნებები კი ყველამ კარგად ვიცით რაოდენ დიდებულია.
ქრისტიანობაში ქორწინება ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისა! ოჯახური ცხოვრება კი - ქრისტიანული ღვაწლია! გზა სულის ხსნისა! ჩვენი წინაპრები ამ მხრივაც კეთილად იღვწოდნენ, რამეთუ შიში, მოწიწება და მოკრძალება ქონდათ უფლისა და რაც მთავარია, ჰქონდათ სიყვარული. მათ უფალში უყვარდათ ერთმანეთი და ამის უამრავი მაგალითიც გვაქვს ჩვენს ისტორიაში. ქალს თავისი ადგილი ქონდა ოჯახში და კაცს თავისი. ქმარი ისეთივე თავი იყო ცოლისა, როგორც ქრისტე - ეკლესიისა. როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი დასდო მისთვის, ასეთივე თავდადებული და მოსიყვარულე იყო ქმარი ცოლისთვის და ცოლიც ქმრისთვის. მათ ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. თუმცა, მათი ცხოვრების გაცნობისას შეიძლება ზედმეტ სიმკაცრესაც გადავაწყდეთ, განსაკუთრებით მთიელ ქალთა ცხოვრებაში, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით, თუ ჩავუღრმავდებით მათი ცხოვრების წესსა და პრინციპებს, მივხვდებით რომ სწორედ მაგ „სიმკაცრითა“ და „სისასტიკით“ იწრთობოდა მათი რთული და საინტერესო ხასიათი და უჩვეულო და გასაოცარი ბუნება. ჩვენი წინაპრები უფალს იყვნენ ყველანაირად მინდობილნი, ამიტომაც არ იდგა მათ წინაშე ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რაც თანამედროვე ოჯახებს აწუხებს, თუნდაც ოჯახის დაგეგმარების საკითხი, თუ რამდენი შვილი იყოლიონ. მედიცინის განვითარებამ და ცხოვრებისადმი მატერიალისტურად დამოკიდებულებამ გამოიწვია დღეს ეს პრობლემა ოჯახებში, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია და ცხოვრებამაც ცხადყო, რომ ეს არის ყველაზე არაჯანსაღი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავისადმი და ოჯახისადმი, ასევე ქვეყნისადმი და მომავლისადმი. ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ ხდება დღეს ერის გადაშენება. განა წარსულში არ უჭირდათ ჩვენს წინაპრებს შვილების გაზრდა? განა მაშინ არ იყო პრობლემები?- იყო და იმაზე მეტიც, ვიდრე დღეს გვაქვს, მაგრამ მათი სულიერი სიმაღლეები ცოტა სხვა განზომილებაში იყო და მათი შეხედულებებიც უფრო სხვანაირი იყო სამყაროსა თუ ღმერთზე. მათ სულში, გონებაში ქონდათ ჩაბეჭდილი უფლის ღრმა სიყვარული და ისეთივე ძლიერი მომთმენნი და მომარხულენი იყვნენ, როგორიც ლმობიერნი, მოსიყვარულენი და რაც მთავარია, ისეთივე მიწიერნი, როგორიც ადამი და ევა, რომლებიც უფალმა აკურთხა: „აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანაო!“ - ამიტომაც მრავლდებოდნენ და აღავსებდნენ ქვეყანას. დღეს კი, „არც მიწისა ვართ და არც ცისაო“, სწორედ ეგ გვჭირს. და მაინც, რა ხდება დღეს? როგორია თანამედროვე ოჯახის ზნეობრივი მდგომარეობა? აშკარაა, რომ იქ, სადაც არ ცხოვრობენ ქრისტეს მცნებებით. იქ, სადაც ურწმუნობა და უღმერთობაა გამეფებული, ოჯახიც გახრწნილია და დაცემული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როცა სიყვარული მარტოდენ სიამეა და ხორციელი ტკბობა და იმის იქით არ არსებობს სხვა უფრო ღირებული, როცა თანაცხოვრება ანგარებაზე იგება, როცა ქორწინებაც კი საერთოდ უგულებელყოფილია და კანონიერ ცოლ-ქმრობას არაკანონიერ თანაცხოვრებას ამჯობინებენ, როცა არად უღირთ ღალატი ოჯახებში, იქ რომელ ზნეობაზე შეიძლება ილაპარაკო. ჩვენი ზნეობა ჩვენივე უზნეობა გახდა დღეს! რა გვემართება?
თანამედროვე ქართულ ოჯახებში დღესაც კი დაშვებულია კაცის მხრიდან ღალატი და თითქოს ჩვეულებრივ, ის კი არა, აუცილებელ მოვლენადაც აღიქვამენ ამას, მაშინ როცა ქალი შეიძლება ჯვარს აცვან და უპატიებელ მომენტად ჩაუთვალონ. არადა ორივესთვის ხომ ერთნაირად მომაკვდინებელი ცოდვაა ღალატი! ურწმუნობის და უღმერთობის ეპოქამ დაამკვიდრა ამ წესით ცხოვრება, თორემ ქართველი კაცი უმალ თავს გაწირავდა ვინემ ცოლს უღალატებდა, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქართველი სულით-ხორცამდე ქრისტიანი იყო. ქრისტეს რჯულში კი შავით თეთრზე ეწერა: „არა იმრუშო!“ და თუ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ მომრავლებულნი არიან მოღალატე ქმრებთან ერთად მოღალატე ცოლებიც, ეს მხოლოდ და მხოლოდ უღმერთობის და ურწმუნობის გამო ხდება და იმის გამოც, რომ დღეს ძალიან მარტივად ესმით ოჯახური თანაცხოვრების საიდუმლოება წყვილებს. ოჯახი მარტო ერთად ცხოვრება კი არ არის, ოჯახი ერთმანეთისთვის ცხოვრებაა და თუ არ იქნა ერთმანეთის აზრები, შეხედულებები და სურვილები გათვალისწინებული, იქ პატარა პრობლემაც კი შეიძლება დიდ ტრაგედიად იქცეს.
თანამედროვე ქართულ ოჯახებში სამწუხაროდ დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს მშობლების ფუნქციის საკითხიც. ემანსიპირებულმა ეპოქამ სხვა საზრუნავი გაუჩინა ქართველ დედებს. მიზეზთა და მიზეზთა გამო კაცი შედარებით უმოქმედო და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული გახდა, მაგრამ ქალმა, დედამ - როგორც შვილებზე სიცოცხლის ძაფით დაკავშირებულმა არსებამ, თავის თავზე აიღო შვილებისა და თვით ოჯახის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი, ამიტომაც დღეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს , უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა უმეტესობაც რომ ქალია, დედა. რამხელა ტკივილს ითმენენ ქართველი დედები ერთადერთი უფალმა თუ იცის, თორემ ასე სიტყვით ვერც შეძლებს ადამიანი ოჯახის, შვილებისა და ქვეყნის დაშორებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვას. რამხელა სევდა იმალება ხოლმე მათ თვალებში, როგორი ძნელია და აუტანელი მათი ყოფა. დღეს მწვავედ დგას ემიგრანტობის მიზეზით დაშორებული ოჯახების საკითხიც. წლების განმავლობაში სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით , მაგრამ შორი-შორს მყოფი მეუღლეები, რატომღაც ნელ-ნელა კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სიყვარულს, ისინი ივიწყებენ საკუთარ ვალდებულებებსაც რაც გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ. ფორმალურად გაუყრელი ოჯახები ფაქტობრივად გაყრილები ხდებიან და ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მაინც უცხო გარემოში მოხვედრილი ის ადამიანია, რომელიც გარემოს შესაბამისად იწყებს ცხოვრებას. დღეს რატომღაც ადვილად იღებენ ქართველები უცხოურ ზნე-ჩვეულებას. უცხოელებზე მეტად უცხოელობენ და ამ გონებრივი ფერიცვალების მიზეზად დროსა და გარემოს ასახელებენ. ის კი ავიწყდებათ, რომ დრომ და გარემომ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა შეცვალოს. დღევანდელობის ყველაზე კარგი მონაპოვარი თურმე თავისუფლება ყოფილა, მაგრამ უმეტესობას (და არა ყველას, ღმერთმა დაგვიფაროს!) ეს თავისუფლება აღვირახსილობაში ეშლება. შეიძლება ზედმეტი სიმკაცრეც დამაბრალოს ვინმემ ჩემი ქართველების შეფასებაში, მაგრამ თუნდაც იმ ათი ათასობით საქართველოდან გახიზნულ ქართველში ერთი იყოს სულისთვის დამღუპველი გზით მავალი, ესეც ტრაგედიაა, რადგან არც ისე ბევრნი ვართ, რომ ასე უგულისყუროდ გვეთმობოდეს და გვემეტებოდეს ერთმანეთი. ქართველმა ქართული სახე, ხასიათი და ადათ-წესი, რაც სხვათაგან გამოარჩევს, არ უნდა დაკარგოს და არ უნდა გაითქვიფოს სხვაში. ეს არის მთავარი! ნურც ის დაგვავიწყდება, ოჯახების დანგრევით, ისევ და ისევ ჩვენი მომავალი თაობა რომ ზიანდება. იმ ბავშვების ფსიქიკა ირღვევა, რომლებიც დანგრეული ოჯახებიდან გამოდიან. მათში ხშირ შემთხვევაში დამნაშავეობრივი ბუნებაც ყალიბდება, რადგან ძალიან ადრე იგებენ და ითვისებენ მთელ ცხოვრებისეულ სიბინძურეს... და კიდევ, დღეს როგორც არასდროს, მომრავლდნენ შერეული ოჯახებიც. იბადებიან გერმანელი, რუსი, ამერიკელი, ესპანელი, იტალიელი ქართველები. ძნელია სხვადასხვა მრწამსისა და აზროვნების ადამიანებს დაუდგინო „ქართული კანონები“ და მოსთხოვო ქართული გაგებით მოეკიდონ ოჯახს. რადგან ჯიში, გენი ხომ ყოველთვის მაინც თავისას შვება. ჩვენს ქართულ გენეტიკაში კოდირებულია სიყვარული და თავდადება ღვთისა და ერისა და სხვაც ბევრი რამ, მაგრამ სხვა გენში სხვა რამ ჭარბობს, ამიტომაც ძნელია ორ სრულიად განსხვავებულ გენეტიკის მატარებელ ადამიანთა აზროვნებაში და ცხოვრებაში ჰარმონიული თანხვედრა მოხდეს, თუკი მრწამსითაც და სარწმუნოებითაც განსხვავებულნი არიან, შეიძლება ითქვას ეს შეუძლებელიცაა. თანამედროვე ცოცხალი მაგალითები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, თუმცა გამონაკლისებიც არიან და მადლობა ღმერთს, რომ არიან! ყოველი ქართველის ბუნებაში დევს, -რანაირი ცხოვრების წესიც არ უნდა ქონდეს, - საკუთარი მრწამსისადმი ქვეცნობიერი და ქვეყნისადმი - აშკარა მიჯაჭვულობა. ქართველი სხვაგან ვერასოდეს ვერ არის ბედნიერი. რაც არ უნდა აკეთოს და როგორც არ უნდა დაიმკვიდროს ადგილი უცხო ქვეყანაში, ის მაინც ვერ ეგუება, ვერ ურიგდება და ვერ ეთვისება ბოლომდე მისთვის დროთა განმავლობაში შეიძლება უკვე მშობლიურადაც ქცეულ, მაგრამ მაინც უცხო გარემოს. სწორედ ეს შეუგუებლობაა დღეს შერეული ოჯახების ყველაზე დიდი პრობლემა. შეუგუებლობა და დროთა განმავლობაში იმის აღმოჩენაც, რომ ქართველი მხოლოდ საკუთარ მიწაზე, საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ხალხთან არის ბედნიერი. მას ხომ ეს თვისებაც გამოარჩევს სხვათაგან!.. და მაინც, როგორი უნდა იყოს დღეს თანამედროვე ოჯახი? - ძნელია ასე პუნქტებად ჩამოწერო და მცნებებად დაუდო ოჯახებს თავიანთი ერთმანეთისადმი ვალდებულებანი. ერთადერთი რაზეც შეიძლება მიუთითო, ეს არის, გადააფასონ ღირებულებები და შეაფასონ წინაპართა ღვაწლი. ვინმემ შეიძლება ზედმეტი ტრადიციულობაც დამაბრალოს, მაგრამ ჩემის აზრით, ოჯახის მთავარი ფუნქცია რადგან მაინც შვილების აღზრდაა, თუ დღეს მათ ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღვზრდით და ჩვენც, უფრო მეტად ქრისტიანები გავხდებით, ხვალ საზოგადოებაც უკეთესი იქნება და სახელმწიფოც უფრო ძლიერი და მადლმოსილი!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მშვენიერი და დიდებული ნაწერია მაკა! მშვენიერი და დიდებული ნაწერია მაკა!
9. მაკა მშვენიერი ნაწერია,,,,,,,,,,.........
ოჯახი; აღრზდა და სამშობლოსადმი ერთგულება ადამიანს უნდა დაემართოს......... (რათქმაუნდა გენეოლოგიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს) მაკა მშვენიერი ნაწერია,,,,,,,,,,.........
ოჯახი; აღრზდა და სამშობლოსადმი ერთგულება ადამიანს უნდა დაემართოს......... (რათქმაუნდა გენეოლოგიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს)
8. ოჯახი წმინდათაწმინდა იყო ყოველთვის ჩვენი ერისთვის და არა მარტო...თუმცა განსაკუთრებით ბოლო ათწლწულებში ისეთი ტენდენცია წავიდა,რაც არღვევს ამ სიწმინდეს და ეს სამწუხაროა. თითქოს მთლიანად ერს მოგვბეზრდა ძველი,ვითვისებთ დიდი წარმატებით ახალს,რაც ევროპამ მოგვიტანა,არც ეს მოგვწონს,რადგან ქართულ ხასიათში ვერ და არ ჯდება და ვართ ასე ახალსა და ძველ აზროვნებას შორის გაკვეხებულები და წასასვლელ გზას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ ისეთ მდგომარეობას,რომელიც შეიძლება მოვირგოთ... უკან,წინაპართა ტრადიციებისკენ მიბრუნება ბარეღამ კარგი იქნებოდა ერისთვისაც,ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც მაგრამ ჩემზე კარგად იცით ყველამ რომ ჩვენ ცალი თვალით მაინც თუ ვიხედებით უკან,ჩვენი შვილების თაობა იმ ცალი თვალითაც აღარ გაიხედავს,რაც ფრიად სამწუხაროა,გამოსავალს კი ვერ ვხედავ.ხოლო რაც ავტორმა შემოგვთავაზა ეს კარგია მაგრამ ერთი და ორი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს გასაგებია ალბათ... იქნებ ვინმემ ჩამოაყალიბოს ისეთი თანამედროვე მოდელი მომავალში,რომელიც კარგად მოერგება ჩვენს ხასიათს და თანაც მხარდაჭერასაც მოიპოვებს უმრავლესობის მხრიდან?(უმრავლესობაში ხალხს ვგულისხმობ:) ) რავიცი,არ ვიცი... ეს ერთობ მტკივნეული თემაა და აუცილებელია ამ საკითხის წინ წამოწევა... ოჯახი წმინდათაწმინდა იყო ყოველთვის ჩვენი ერისთვის და არა მარტო...თუმცა განსაკუთრებით ბოლო ათწლწულებში ისეთი ტენდენცია წავიდა,რაც არღვევს ამ სიწმინდეს და ეს სამწუხაროა. თითქოს მთლიანად ერს მოგვბეზრდა ძველი,ვითვისებთ დიდი წარმატებით ახალს,რაც ევროპამ მოგვიტანა,არც ეს მოგვწონს,რადგან ქართულ ხასიათში ვერ და არ ჯდება და ვართ ასე ახალსა და ძველ აზროვნებას შორის გაკვეხებულები და წასასვლელ გზას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ ისეთ მდგომარეობას,რომელიც შეიძლება მოვირგოთ... უკან,წინაპართა ტრადიციებისკენ მიბრუნება ბარეღამ კარგი იქნებოდა ერისთვისაც,ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც მაგრამ ჩემზე კარგად იცით ყველამ რომ ჩვენ ცალი თვალით მაინც თუ ვიხედებით უკან,ჩვენი შვილების თაობა იმ ცალი თვალითაც აღარ გაიხედავს,რაც ფრიად სამწუხაროა,გამოსავალს კი ვერ ვხედავ.ხოლო რაც ავტორმა შემოგვთავაზა ეს კარგია მაგრამ ერთი და ორი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს გასაგებია ალბათ... იქნებ ვინმემ ჩამოაყალიბოს ისეთი თანამედროვე მოდელი მომავალში,რომელიც კარგად მოერგება ჩვენს ხასიათს და თანაც მხარდაჭერასაც მოიპოვებს უმრავლესობის მხრიდან?(უმრავლესობაში ხალხს ვგულისხმობ:) ) რავიცი,არ ვიცი... ეს ერთობ მტკივნეული თემაა და აუცილებელია ამ საკითხის წინ წამოწევა...
7. ყველას უღრმესი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის! თითეული თქვენი სიტყვა ბევრის მთქმელი იყო ჩემთვის! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! ყველას უღრმესი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის! თითეული თქვენი სიტყვა ბევრის მთქმელი იყო ჩემთვის! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!
6. სერიოზული შრომა ჩაგიდიათ ამ წერილში და მრავალ საინტერესო და საჭირო ასპექტს მოიცავს... ოჯახი - პატარა სახელმწიფოა!“ ეს მინი-სახელმწიფოები მუდმივ რღვევას განიცდიან ჩვენს პატარა სახელმწიფოში. რა ხდება? ეს ალბათ ის კითხვებია, ყველა ჩვენთაგანს რომ გვიჩნდება, მაგრამ პასუხისთვის და შეგონებისთვის რომ ყურს არავის ვუგდებთ. რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევის ათასი მიზეზი არსებობს და ყველა მიზეზს ან მოეძებნება გამართლება, ან არა..._ აი, იგივე მიზეზებით ინგერევა სახელმწიფოც.(უფრო სწორად ვერ შენდება)
ღირებულებების არასწორად გადაფასება და იგივე ტრადიციების არასწორად გაგება არის სწორედ დღევანდელი ტრაგედიის ძირითადი მიზეზი...მე ასე მგონია, თორემ ქართველური გენის მისია და მითუმეტეს ქარისტეს მცნებები არ შეცვლილა...საბჭოთა ეპოქამ ცხადია დაასახიჩრა ქართული მენტალიტეტი, მაგრამ თუ თავად არ ვეცადეთ საკუთარი თავის გამოსწორებას და განვითარებას, მსოფლიო გლობალიზაცია ისევე შთანთქავს ყველაფერს, რომ არ არჩევს არანარი ერის ნაკლს და ღირსებას...როცა ტრადიციებზე და ისტორიულ მიღწევებზე ვსაუბრობთ, მე პირადად კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომელასც სამაგალითო გმრობასთან ერთად ყველაზე ბინძური ღალატის ჩადენა შეუძლია. თუ უხეში პროპრციით შევხედავთ, ბრმაც დაინახავს, უმრავლესობაში რომელია. ცხადია, კეთილდღეობისა და ბედნიეების მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს კრიტერიუმები, რომლის გადაბიჯებითაც ადამიანები საკუთარი ნებით (უმეცრებით) ცვივდებიან ხრამში და საკუთარ თავთან ერთად სიცოცხლეს და მომავალს უმახინჯებენ მასთან დაკავშირებულ უახლეს ადამიანებს... ისტორიული მიღწევების ჩამოთვლა და ლექსებად სადღეგრძელოს ჩამოყოლება ლამაზი მოსასმენია, მაგრამ ყველანაირი შეაფსება გაწეული ღვაწლით ხდება ყოველთვის.რა თქმა უნდა, ქართულ გენეტიკაში კოდირებულია სიყვარული და თავდადება ღვთისა, ასე რომ არ იყოს, ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი არ იქნებოდა 100 ათასი წმინდა მოწამის მაგალითი, რომლებიც ზუსტად ერთ დღეში იქცნენ იმ დროის გმირებად და ამ ერის არსებობის უკვდავების გარანტად...დიდი სიყვარულის გენს დიდი სიძულვილი შეუძლიაო, ასე რომ არ იყოს, მაშინ არ იქნებოდა ამ ქვეყნის ყველა ეპოქა სავსე იმგვარი მაგალითებით, როგორიც ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მისთვის თოფის კონდახით შუბლის ჩამტვრევაა...ამას არ ქვია არც შურისძიება, არც ღალატი, არც ნებისმიერი უბედურების მთავარი მიზეზი_ ამპარტავნება, არც შური და არც სხვა ადამიანური თვისების სიმახინჯე... რაღაც სხვა სახელი ქვია და ვიცი, რომ ქართველ კაცს ამნაირის ჩადენაც შეუძლია. სიყვარული ნიჭია და ჯვარის ტვირთვის გარეშე მისი ტარება არ არის ადვილი, აი, სიძულვილს კი არ ჭირდება ნიჭი და არჩევანს ადამიანები თავისით აკეთებენ. თავისუფალი ნება რწმენის გარეშე უმეცრებისკენ მიდის და უმეცრება მხოლოდ კატასტროფას შობს...რა თქმა უნდა, სიმართლე მკაცრი განაჩენია, მაგრამ მისი იგნორირებით და მალვით, დალხენილი მაინც არსად, არასდროს, არავინ არ ყოფილა. მოკლედ, აპლოდისმენტები აღნიშნული თემის ავტორს და ინიციატორს. სერიოზული შრომა ჩაგიდიათ ამ წერილში და მრავალ საინტერესო და საჭირო ასპექტს მოიცავს... ოჯახი - პატარა სახელმწიფოა!“ ეს მინი-სახელმწიფოები მუდმივ რღვევას განიცდიან ჩვენს პატარა სახელმწიფოში. რა ხდება? ეს ალბათ ის კითხვებია, ყველა ჩვენთაგანს რომ გვიჩნდება, მაგრამ პასუხისთვის და შეგონებისთვის რომ ყურს არავის ვუგდებთ. რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევის ათასი მიზეზი არსებობს და ყველა მიზეზს ან მოეძებნება გამართლება, ან არა..._ აი, იგივე მიზეზებით ინგერევა სახელმწიფოც.(უფრო სწორად ვერ შენდება)
ღირებულებების არასწორად გადაფასება და იგივე ტრადიციების არასწორად გაგება არის სწორედ დღევანდელი ტრაგედიის ძირითადი მიზეზი...მე ასე მგონია, თორემ ქართველური გენის მისია და მითუმეტეს ქარისტეს მცნებები არ შეცვლილა...საბჭოთა ეპოქამ ცხადია დაასახიჩრა ქართული მენტალიტეტი, მაგრამ თუ თავად არ ვეცადეთ საკუთარი თავის გამოსწორებას და განვითარებას, მსოფლიო გლობალიზაცია ისევე შთანთქავს ყველაფერს, რომ არ არჩევს არანარი ერის ნაკლს და ღირსებას...როცა ტრადიციებზე და ისტორიულ მიღწევებზე ვსაუბრობთ, მე პირადად კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომელასც სამაგალითო გმრობასთან ერთად ყველაზე ბინძური ღალატის ჩადენა შეუძლია. თუ უხეში პროპრციით შევხედავთ, ბრმაც დაინახავს, უმრავლესობაში რომელია. ცხადია, კეთილდღეობისა და ბედნიეების მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს კრიტერიუმები, რომლის გადაბიჯებითაც ადამიანები საკუთარი ნებით (უმეცრებით) ცვივდებიან ხრამში და საკუთარ თავთან ერთად სიცოცხლეს და მომავალს უმახინჯებენ მასთან დაკავშირებულ უახლეს ადამიანებს... ისტორიული მიღწევების ჩამოთვლა და ლექსებად სადღეგრძელოს ჩამოყოლება ლამაზი მოსასმენია, მაგრამ ყველანაირი შეაფსება გაწეული ღვაწლით ხდება ყოველთვის.რა თქმა უნდა, ქართულ გენეტიკაში კოდირებულია სიყვარული და თავდადება ღვთისა, ასე რომ არ იყოს, ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი არ იქნებოდა 100 ათასი წმინდა მოწამის მაგალითი, რომლებიც ზუსტად ერთ დღეში იქცნენ იმ დროის გმირებად და ამ ერის არსებობის უკვდავების გარანტად...დიდი სიყვარულის გენს დიდი სიძულვილი შეუძლიაო, ასე რომ არ იყოს, მაშინ არ იქნებოდა ამ ქვეყნის ყველა ეპოქა სავსე იმგვარი მაგალითებით, როგორიც ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, მისთვის თოფის კონდახით შუბლის ჩამტვრევაა...ამას არ ქვია არც შურისძიება, არც ღალატი, არც ნებისმიერი უბედურების მთავარი მიზეზი_ ამპარტავნება, არც შური და არც სხვა ადამიანური თვისების სიმახინჯე... რაღაც სხვა სახელი ქვია და ვიცი, რომ ქართველ კაცს ამნაირის ჩადენაც შეუძლია. სიყვარული ნიჭია და ჯვარის ტვირთვის გარეშე მისი ტარება არ არის ადვილი, აი, სიძულვილს კი არ ჭირდება ნიჭი და არჩევანს ადამიანები თავისით აკეთებენ. თავისუფალი ნება რწმენის გარეშე უმეცრებისკენ მიდის და უმეცრება მხოლოდ კატასტროფას შობს...რა თქმა უნდა, სიმართლე მკაცრი განაჩენია, მაგრამ მისი იგნორირებით და მალვით, დალხენილი მაინც არსად, არასდროს, არავინ არ ყოფილა. მოკლედ, აპლოდისმენტები აღნიშნული თემის ავტორს და ინიციატორს.
5. ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი აზროვნებითა და ცხოვრების წესით უკვე შექმნეს ეპოქები და დაგვიტოვეს ის ისტორიები, რომლითაც დღემდე ვამაყობთ და რომლითაც მოვედით, მოვაღწიეთ თანამედროვეობამდე. ახლა კი ჩვენი ჯერია. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი თაობა. ყოველშემთხვევაში, წარსულის ღრმა ცოდნა და ხშირი გახსენება რომ აუცილებლად გვესაჭიროება, ამაში ორი აზრი არ არსებობს და, არათუ მარტო ცოდნა ისტორიისა, არამედ არ დავიწყება, გათვალისწინება და ცხოვრების წესად დანერგვა წარსული ღირებულებებისა. . ამ ჭეშმარიტების გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.
ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი აზროვნებითა და ცხოვრების წესით უკვე შექმნეს ეპოქები და დაგვიტოვეს ის ისტორიები, რომლითაც დღემდე ვამაყობთ და რომლითაც მოვედით, მოვაღწიეთ თანამედროვეობამდე. ახლა კი ჩვენი ჯერია. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი თაობა. ყოველშემთხვევაში, წარსულის ღრმა ცოდნა და ხშირი გახსენება რომ აუცილებლად გვესაჭიროება, ამაში ორი აზრი არ არსებობს და, არათუ მარტო ცოდნა ისტორიისა, არამედ არ დავიწყება, გათვალისწინება და ცხოვრების წესად დანერგვა წარსული ღირებულებებისა. . ამ ჭეშმარიტების გარეშე წარმატება წარმოუდგენელია.
4.
მოგესალმები მაკა :)
ძალიან საინტერესოდ გაქვს თემა განხილული,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები მაკა :)
ძალიან საინტერესოდ გაქვს თემა განხილული,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. კარგად გარჯილხართ ქალბატონო მაკა და მშვენიერი წერილიც გამოგსვლიათ. თქვენ პათოსსაც სრულიად ვიზიარებ. ოჯახში რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სული უნდა ტრიალებდეს, თითუეულმა ჩვენგანმა ჩვენში რომ უნდა ვშვათ ქრისტე და მაცხოვრის მცნებების დაცვაც რომ აუცილებელია, რად უნდა ამას კამათი? მომავალი თაობისთვის კი ამის მასწავლებელი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, მასმედია, სასულიერო პირები, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უნდა იყვნენ. ჩვენთან კი რა ხდება? აბა მასმედიასა და ხელისუფლებაზე რა გითხრათ? სულ რომ არაფერი, უკეთესი იქნება ალბათ. სკოლაში რა ვითარებაცაა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თუ ე.წ. " ბო მონდი" რითიც არის ცნობილი და რა მაგალითს იძლევა, ესეც ვიცით. არც ოჯახებშია უკეთესი ვითარება. დედა, მამა და შვილები ერთად რომ დასხდებიან და სადილის ნაცვლად "წამალს" მოხარშავენ, რაზეა ლაპარაკი. და ცოტა ხომ არ გგონიათ ასეთი ოჯახი, საქართველოში? ქვეყნის გარყვნა ყოველთვის ზემოდან იწყება! უზნეო და ყველა სიკეთეზე მწყრალად მყოფი მეფე-იმპერატორები და პირველი პირნი ანადგურებდნენ სულიერად და ხორციელად სახელმწიფოებს და კაცობრიობას, თორემ მონის ან გლეხის სიბილწეს რომელი ქვეყანა დაუქცევია? ეჰ, გამიგრძელდა სიტყვა და გადავუხვიე სხვაგან.:) მოკლედ 5-ს ვწერ, ბატონო.:) კარგად გარჯილხართ ქალბატონო მაკა და მშვენიერი წერილიც გამოგსვლიათ. თქვენ პათოსსაც სრულიად ვიზიარებ. ოჯახში რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სული უნდა ტრიალებდეს, თითუეულმა ჩვენგანმა ჩვენში რომ უნდა ვშვათ ქრისტე და მაცხოვრის მცნებების დაცვაც რომ აუცილებელია, რად უნდა ამას კამათი? მომავალი თაობისთვის კი ამის მასწავლებელი - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, მასმედია, სასულიერო პირები, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უნდა იყვნენ. ჩვენთან კი რა ხდება? აბა მასმედიასა და ხელისუფლებაზე რა გითხრათ? სულ რომ არაფერი, უკეთესი იქნება ალბათ. სკოლაში რა ვითარებაცაა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თუ ე.წ. " ბო მონდი" რითიც არის ცნობილი და რა მაგალითს იძლევა, ესეც ვიცით. არც ოჯახებშია უკეთესი ვითარება. დედა, მამა და შვილები ერთად რომ დასხდებიან და სადილის ნაცვლად "წამალს" მოხარშავენ, რაზეა ლაპარაკი. და ცოტა ხომ არ გგონიათ ასეთი ოჯახი, საქართველოში? ქვეყნის გარყვნა ყოველთვის ზემოდან იწყება! უზნეო და ყველა სიკეთეზე მწყრალად მყოფი მეფე-იმპერატორები და პირველი პირნი ანადგურებდნენ სულიერად და ხორციელად სახელმწიფოებს და კაცობრიობას, თორემ მონის ან გლეხის სიბილწეს რომელი ქვეყანა დაუქცევია? ეჰ, გამიგრძელდა სიტყვა და გადავუხვიე სხვაგან.:) მოკლედ 5-ს ვწერ, ბატონო.:)
2. შემოგევლე მაკო :-* კარგი ნამუშევარია, ამაში თითოეული ჩვენთაგანია დამნაშავე, ოჯახი მართლაც უდიდესი ტრადიციაა და სწორედაც რომ საკამათო თემაა რომელიც დღის წესრიგში უნდა იდგეს იმისათვის რომ გადარჩეს ჯანსაღი საზოგადოება....
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანი ოჯახში იღებს ყველაფრის საწყისს. ოჯახში ყალიბდება იგი როგორც პიროვნება. ისიც ვიცით რომ ზნეობრივად განვითარებული ოჯახები ქმნიან ზნეობრივად განვითარებულ საზოგადოებას, რომლისგანაც შესაბამისად იქმნება ზნეობრივი სახელმწიფო. შემოგევლე მაკო :-* კარგი ნამუშევარია, ამაში თითოეული ჩვენთაგანია დამნაშავე, ოჯახი მართლაც უდიდესი ტრადიციაა და სწორედაც რომ საკამათო თემაა რომელიც დღის წესრიგში უნდა იდგეს იმისათვის რომ გადარჩეს ჯანსაღი საზოგადოება....
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანი ოჯახში იღებს ყველაფრის საწყისს. ოჯახში ყალიბდება იგი როგორც პიროვნება. ისიც ვიცით რომ ზნეობრივად განვითარებული ოჯახები ქმნიან ზნეობრივად განვითარებულ საზოგადოებას, რომლისგანაც შესაბამისად იქმნება ზნეობრივი სახელმწიფო.
1. მაკა, მომწონს შენი ნაწერი. ოჯახების არამდგრადობას რაც შეეხება, ამის მთავარ მიზეზად დავასახელებდი მონდიალისტების მიერ აბსოლუტურად განმიზნულად საზოგადოებაში ფასეულობათა სისტემის მთლიანად შეცვლას, რაშიც მასმედიას დათვური წილი მიუძღვის. ოჯახი მინი-სახელმწიფოაო. ასეა! რომელშიც აწ უკვე ზედმეტად ემანსიპირებულ ქალს აღარ სურს იტვირთოს ოჯახის დედაბოძის, ტრადიციულად დამთმობი ქალის როლი. სხვათაშორის იგივე მონდიალისტების მოწოდებაა: "თუ გსურთ გარყვნათ ერი, პირველ რიგში გარყვენით მომავალი დედები"-ო. მაკა, მომწონს შენი ნაწერი. ოჯახების არამდგრადობას რაც შეეხება, ამის მთავარ მიზეზად დავასახელებდი მონდიალისტების მიერ აბსოლუტურად განმიზნულად საზოგადოებაში ფასეულობათა სისტემის მთლიანად შეცვლას, რაშიც მასმედიას დათვური წილი მიუძღვის. ოჯახი მინი-სახელმწიფოაო. ასეა! რომელშიც აწ უკვე ზედმეტად ემანსიპირებულ ქალს აღარ სურს იტვირთოს ოჯახის დედაბოძის, ტრადიციულად დამთმობი ქალის როლი. სხვათაშორის იგივე მონდიალისტების მოწოდებაა: "თუ გსურთ გარყვნათ ერი, პირველ რიგში გარყვენით მომავალი დედები"-ო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|