ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უინსტონ
ჟანრი: იუმორისტული
12 მარტი, 2010


ნოსტალგიებიდან უინსტონის



მიცვალებულის ადგომაა დროული ახლა,
ურაკპარაკზე სარეველა ბალახიც ყვავის,
ადოლფ კომუნისტს, თავის ნიკზე ბანი რომ ახლავს,
ვისი ბრალია, თუ მიხვდებით?!... დაგვჩხავის ყვავი.

ხვალ უსათუოდ დაეცემა, ულაყი ცხენი,
ურაკი ცხელი ახალი წლის დადგომას ცდილობს,
და რა აზრი აქვს, ცხენს თუ რითმად ვუნახე ცრემლი,
ერთი კი ვიცი, არასოდეს გავრითმავ სპილოს.

მსგავსი ქმედების უსაშველო დარჩა ატანა,
სულებს უხმობ და მარჩიელობ ურაკპარაკო,
მოდი ამ ჭიქას შეახეთქე შენი ფანტა და
მერე კი თუნდაც კაცობაზე ვილაპარაკოთ.

ახლა ვიცი რომ ის გაწითლდა ვისაც ეხება,
ეს ნაწერი ან ეს ეტრატი ანდაც უსტარი,
თუ კი პოლინდრომს დაბლოკავენ ვიტყვი ფეხებად,
რამენაირად მივირბინო ოღონდ ჩუსტამდე.

რევოლუციას მუხლის თავში ურტყამს ბარძაყი,
ეს ლექსიც ისე დაილია, როგორც შაქარი,
ქალებს კი ახლა გამოვარჩევთ მცდარი ასაკით,
გული მიმდის და დამეხმარეთ, ლექსით ამცარით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები