ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სასპენსი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2010


მოდი იუდა!

მოდი იუდა მოუხადე ქრისტეს ბოდიში.
ნუ ჩაგიქინდრავს ,,უცოდველი" თავი ლოგინში!
მიდი იუდა, შენ შეგინდობს ქრისტე მესია
შეცდომით გზაზე დაყენება მისი წესია.
ვხედავ იუდა ამოგასხა ცრემლებმა ყელში,
გინდა უფალთან მარჯვნივ დგომა სასუფეველში.
ჩვენო მდიდარო, ვერცხლეულით სავსე მხევალო
შავი სინდისის ყურმოჭრილო მონავ, მძევალო.
ისე იუდა ბევრი მახსოვს შენისთანები
ფარაონებიი, მეფეები, ჩინგიზ ხანები
ჩემო იუდა, მოვუხადოთ ქრისტეს ბოდიში
შევპირდეთ შემდეგ არ ვიქნებით ვერცხლის მოშიში.
ქრისტე გაყიდე, გადაცვალე 30 ვერცხლში
ახლა კი ვხედავ უსასყიდლოდ გვიწვავენ ცეცხლში.
მოდი იუდა, მოვუხადოთ ქრისტეს ბოდიში
ნუღა დავმალავთ ჩვენ ცოდვიან გვამებს ლოგინში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები