ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბატონი მეტეხელი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


ნეტავ

წვიმა დაშვებისგან დაიღალა,
ქარი შენს სილუეტს უვლის, სნობი.
ღმერთმა სიარული დაგდო ვალად,
(წინა ცხოვრებაში ნეტავ თუ გიცნობდი).

ჩერდები სულ წამით, რატომღაც გახსოვარ
და მაინც მიდიხარ, საოცრად არსაით.
მე წვიმა მისველებს ქუდს, ძმისგან ნათხოვარს
შენ კი გეფერება უფროსი დასავით.

მძიმეა ეს სულიც, მარტომ რომ ატარო,
ნებდები სიგიჟეს, ყველაფერს უთმობ და
ხვდები რომ დღეს წვიმად ქცეული სამყარო,
უბრალოდ ადგა და სულ გაგიუცხოვდა.

წამოდი გავფრინდეთ დღეს, სანამ ქარია,
სანამ ამ ცხოვრებამ ხელები მოგვხვია.
და ერთი მხარეა, ის ერთი მხარეა,
ძველი სასტუმროა, "ოცნება" რომ ჰქვია...

წამო ღრუბლებს იქით,
იქ ფრთებს ლაღად გავშლით,
სანამ მოდებია სულსაც ობი.
ნეტავ თუ გიცნობდი წინა ცხოვრებაში,
ნეტავ თუ გიცნობდი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები