 | ავტორი: ლია ჟანრი: თარგმანი 19 მარტი, 2010 |
არა, არაფერიც არ იცვლება ამ ქვეყანაზე!
იგივე მანჰაიმი. იგივე ოდერი. იგივე ბროვერის სკვერი. იგივე ჰანნა. იგივე ნგრენი. იგივე მე.
არა, არაფერიც არ იცვლება ამ ქვეყანაზე!
იცვლებიან ჩვენი ემოციები. იცვლებიან ჩვენი განწყობილებები. იცვლებიან ადამიანთა ურთიერთმიმართებები. იცვლებიან სიყვარულის ობიექტები.
მათიას ჰიუზი და ჰანაა ხდება წარსული... ნგრენი და ჰანა ხდება მომავალი.
მანჰაიმი კი ისევ უცვლელია. ოდერი კი ისევ უცვლელია. ბროვერის პარკი კი ისევ უცვლელია.
არა, არაფერიც არ იცვლებაამ ქვეყანაზე!
და არც მას შემდეგ შეიცვლება რაიმე, როდესაც მე გავალ მანჰაიმიდან, მივალ ოდერის ხიდზე და გადავხტები წყალში...
არა, არაფერიც არ იცვლება ამ ქვეყანაზე!.. არაფერიც არ იცვლება... არ იცვლება... არ ი ც ვ ლ ე ბ ა . . .
-----------
ჰანს ბრიუგეს ლექსის ჩემეული თარგმანი გერმანულიდან
ეს ლექსები ვთარგმნე გერმანიაში ჩემი სტუდენტობის დროს და ჰანს ბრიუგეს წიგნი აქ არ მომეძევება, ვერც სადმე მოვნახე, რომ დედნებიც დავდო. ბოდიშს გიხდით.
-----------
ჰანს-პაუელ ბრიუგე - თანამედროვე გერმანელი ავანგარდისტი პოტი. დაიბადა 1972 წელს მანჰაიმში. მშობლები ადრე გარდაეცვალნენ. იზრდებოდა მეურვეებთან. ბავშვობიდანვე წერდა, ხატავდა, უკრავდა. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტების ფილოსოფიის ფაკულტეტი. არასოდეს უმუშავია. მთელი სიცოცხლე, სტუდენტობიდან მოყოლებული, გაატარა სკვერებსა და პარკებში, ეწოდა ბოჰემურ ცხოვრებას. დაიმეგობრა ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდები და ჩამოაყალიბა ჯგუფი "სკვერის პოეტები". მისი პოეტური შემოქმედების თემატიკა შეზღუდულია: წერდა მხოლოდ სოციალურ და ფილოსოფიური შინაარსის ნაწარმოებებს. 2005 წელს, 33 წლის ასაკში, თავი მოიკლა. სიცოცხლეში არცერთი ნაწარმოები არ დაუბეჭდავს. მისი ლექსების ლირიკული გმირი - ჰანნა - რეალური პიროვნებაა, რომელიც ჰანსს დიდხანს და გულწრფელად უყვარდა. ჰანნა მართლაც ეთიოპიელ ნგრანზე გათხოვდა და სწორედ ამიტომაც მოიკლა პოეტმა თავი... სიკვდილის შემდეგ ჰანს ბრიუგე აღიარეს, როგორც გერმანული ავანგარდული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მისი პირველი პოეტური კრებული "ბროვერის მისტიფიკაციები" იმავე, 2005 წელს დაიბეჭდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მშვენიალურია! ვეთანხმები ავტორს! მტკვარი ახლოა.................................................................................................................................................... მშვენიალურია! ვეთანხმები ავტორს! მტკვარი ახლოა....................................................................................................................................................
16. მმმმ.... კარგია.... + მმმმ.... კარგია.... +
15. ,,იცვლებიან ადამიანთა ურთიერთმიმართებები. იცვლებიან სიყვარულის ობიექტები.,,
ჰერმან ჰესეს თარგმნას ვცდილობ, ვნახოთ რა გამომივა. წარმატებს გსურვებ, ძალიან კარგი თარგმანია.
2 ,,იცვლებიან ადამიანთა ურთიერთმიმართებები. იცვლებიან სიყვარულის ობიექტები.,,
ჰერმან ჰესეს თარგმნას ვცდილობ, ვნახოთ რა გამომივა. წარმატებს გსურვებ, ძალიან კარგი თარგმანია.
2
14. აუ, ეს ბრიუგე მაგარი ჩიტი ყოფილა რა... აუ, ეს ბრიუგე მაგარი ჩიტი ყოფილა რა...
12. სიცოცხლეში არცერთი ნაწარმოები არ დაუბეჭდავს
თუ არ დაუბეჭდეს? წარმატებები სიცოცხლეში არცერთი ნაწარმოები არ დაუბეჭდავს
თუ არ დაუბეჭდეს? წარმატებები
11. შინაარსობლივად ეს ყველაზე მეტად მომეწონა ბრუგეს ლექსებიდან :) შინაარსობლივად ეს ყველაზე მეტად მომეწონა ბრუგეს ლექსებიდან :)
9. მაპატიეთ, მაგრამ ვერც - მე! :)
მაპატიეთ, მაგრამ ვერც - მე! :)
8. ვერ ჩავწვდი ბრიუგეს სიღრმეს :D :D :D ვერ ჩავწვდი ბრიუგეს სიღრმეს :D :D :D
7. მადლობა, ფუსუსუნა. ოქრო ტალახშიც არ კარგავს თავის ელვარებას... მადლობა, ფუსუსუნა. ოქრო ტალახშიც არ კარგავს თავის ელვარებას...
6. საინტერესოა:) დედანი რომც დებულიყო, მაინც ვერ წავიკითხავდი, გერმანული არ ვიცი, მაგრამ ქართული ვარიანტი მომეწონა:) საინტერესოა:) დედანი რომც დებულიყო, მაინც ვერ წავიკითხავდი, გერმანული არ ვიცი, მაგრამ ქართული ვარიანტი მომეწონა:)
5. და ეს ცბიერი ის ცბიერია? :)) და ეს ცბიერი ის ცბიერია? :))
4. ეს ის ლიაა? ეს ის ლიაა?
3. არ იცვლებაო, ველურო, ჰანს ბრიუგემ :) არ იცვლებაო, ველურო, ჰანს ბრიუგემ :)
2. იქნებ შეიცვალოს რა :) იქნებ შეიცვალოს რა :)
1. ++++++++++++++++++++ :) ++++++++++++++++++++ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|