ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2010


***

სიცხით გაბეზრებულ ფიქრებს ვერეკები შორეთში,
დუნედ მისვენებულ ხელზე მილურჯდება ძარღვი,
ჰო, დღეს ქარაშოტში იმდენხანს ვიდექი, გელოდი,
განა არ ვიცოდი, არ გამოჩნდებოდი... მაინც
დაღლამდე დავდევდი ქარის მიმოწეწილს ფოთლებად
თვალწინ მოტრიალე დამჭკნარი ოცნების გროვას,
თმაში ვინახავდი, იქნება ოდესმე მოგინდეს,
ნაცნობი სურნელი მომტაცო მოპარვით... ჰოდა
ერთად რომ იპოვო, რაც ვერ მოგაწვდინე ლექსებად,
ან, რაც ვერ გითხარი, მდუმარედ ვისხედით როცა,
და შენ რომ წახვედი... ყელში გახირული სათქმელი
თეთრად გაწოლილა ღამისფერ ნაწნავზე ზოლად...

სიცხით გაბეზრებული ფიქრებს ვერეკები შორეთში,
ვარდისფრად ატკეცილ ლოყებს სიამოვნებთ ცივი...
შენ მოდი, ყველაფერს გინახავ, რასაც კი ეძებდი
ჩემი უცნაური თვალის ჭრელაჭრულა სხივში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები