ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბატონი მეტეხელი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


მაპატიე


                                მოვტყან ასეთი მზიანი დილა!
                                   
                                      ლევანა




სხივებმა დაღალეს ღრუბლები ჭენებით,
ეზოში მხატვარმა დაწვა ყველა ტილო,
რადგანაც სამყარომ დაკარგა ფერები.
და ეს გაზაფხულიც, ეჰ რა სასაცილო
განცდებს დააქროლებს.
დაწყდა სისხლძარღვები,
მითხრეს - თავის მოკვლა ცოდვა ყოფილაო,
აზრებს გიზიარებ შენ კი იძაბები.
მოდით ყველა ერთად გავხდეთ უბინაო,
გავხდეთ უსამშობლო, სევდის რაინდები.
ყველა გათენების დედა ავატიროთ.
გახსოვს მე გითხარი ადრე - როგორც ბრმები
ვცხოვრობთ დავდივართ - და უნდა მაპატიო

რომ დღეს, გათენებამ თვალი ამიხილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები