დილის ექვსი საათი იყო როდესაც ქალაქის მთავარი გაჩერებიდან მატარებელი დაიძრა. მატარებელში ორი დიდი ხნის მეგობარი ბიჭი იჯდა და ქალაქიდან მიემგზავრებოდა. მატარებელი უკვე დაძრული იყო, როდესაც იქ ერთი ქვათახეველი ბიჭი ავარდა და საქმეს შეუდგა. ,,დამეხმარეთ ბიძიებო, დეიდებო, გეხვეწებით. პურის ფული არ მაქვს" ხალხის რეაქცია სხვადასხვანაირი იყო. ზოგმა სიბრალულით შეხედა პატარას, ზოგს თვალები აენთო გაბრაზებისგან რადგან ქართველი ახალგაზრდა ბიჭი ითხოვდა მოწყალებას და არა ვიღაც ციგანი, ცხვირმოუხოცავი ღლაპი. გერონტი და ვასკა ვაგონის ბოლოში ისხდნენ და საინტერესოდ ბაასობდნენ. ვაგონში ასულმა ბავშვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თხოვნა და ბიჭებსაც მოესმათ საბრალო ბავშვის ხვეწნა. გერონტი წამოდგა და ჩანთაში დაიწყო ჩხრეკვა დაინახა რაა, რომ ბავშვს არავინ ეხმარებოდა. ამის შემხედვარე ვასკამ მეგობარს მიბაძა და მანაც ჩანთაი ჩხრეკვა დაიწყო. ახლოს მსხდომნი ალაპარაკდნენ თუ რა კეთილშობილი ბიჭები იყვნენ ვასკა და გერონტი. ბავშვი უკვე ახლოს იყო ვაგონის შუა ნაწილთან და კვლავ განაგრძობდა ფულის თხოვნას. გერონტიმ როგორც იქნა იპოვა თავისი საფულე და მასში ხელი ჩაყო. დიდხანს არ უძებნია, სულ მალე ათ დოლ;არიანი ამოიღო და გაამზადა ბავშვისთვის მისაცემად. ამის დამნა- ხავმა ხალხმა კიდევ უფრო მოუმატა ჩოჩქოლს. ახლა ისინი უკვე ისე უყურებდნენ გერონტის, როგორც უკვე ბებერი მამალი უყურებს თავისზე ახალგაზრდა და ძლიერს და მისი ჯობნა სურს. ხალხმა ვეღარ მოითმინა და თითოეულმა თავის საფულეში დაიწყო ჩხრეკვა. სულ მალე, ვაგონის მეორე ნახევარში მსხდომი ხალხის ხელში ფულის მთები იყო. ხალხი იმას ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ფული მიეცა ბავშვისთვის, რადგან სხვებისთვის ეჯობდა. ბავშვი კი ისევ თავჩაქინდრული მოდიოდა. უცებ პატარამ თავი ასწია და სახტად დარჩა. ყველა მას ეძახდა და ფულს უწვდიდა. ბიჭის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა და ამის გამოსახატად ბავშვი ვაგონის მეორე ნახევრისკენ სირბილით გაემართა. უცებ ვიღაცის ფეხი გამოიწია, ბავშვი ამ ფეხს წამოედო და ტვინი ძირს დაასხა. ხალხმა ჯერ ბავშვს შეხედა, შემდეგ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახეს დამნაშავე. ეს წითელ უბნელი ყენია იყო, მათხოვართა მმართველი. შურითა და მდაბიოობით გამორჩეული ბებერი ქალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვა ლელდღუნია :D ვა ლელდღუნია :D
7. წარმატებები გაიხარე შენა!!! წარმატებები გაიხარე შენა!!!
6. ვაახ :D
გევიგუდე სიცილით :D
ნუ, აზრი დევს, მაგრამ ეს ხმამაღალი ძახილი რაღაა? :-?
ნუ შენი საქმის შენ იცი :D ვაახ :D
გევიგუდე სიცილით :D
ნუ, აზრი დევს, მაგრამ ეს ხმამაღალი ძახილი რაღაა? :-?
ნუ შენი საქმის შენ იცი :D
5. მატარებელი შემდეგ გაჩერებაზე გაჩერდა. იმ ვაგონიდან ხელშეკრული დამნაშავე მოჰყავდათ და მას ქოქოლას აყრიდნენ. ხალხის არმიამ იგი ერთ დიდ წრეში მოაქცია და განაჩენიც გამოუტანა. ,,ყენია" უნდა მომკვდარიყო. უცებ ცა მოიღრუბლა და ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა. ქვეყანამ ზანზარი დაიწყო და ხალხიც დაბრთხა. ერთი წამიც და გაჩერების გადახურვამ ნგრევა დაიწყო. შეშინებული ხალხი მიიფანტ-მოიფანტა და თავს უშველა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა ვერ მოასწრო თავის შველა. ეს სწორედ დამნაშავე ,,ყენია" იყო. ხალხი დაფეთებული იყო როდესაც ვიღაცამ იყვირა ,,შეხედეთ! შეხედეთ! ცაზე აიხედეთ ხალხო!" უცებ ყველას თვალი ცაში აიჭრა და ვეYარც მოსწყდა ამ საოცარ სანახაობას. მოღრუბლულ, შავ ცაზე ერთი თეთრი ღრუბელი მოჩანდა. მას თითქოს სახის ფორმა ჰქონდა და ღიმილით გადმოჰყურებდა ქვეყანას. ,,მე დავბრუნდები" გაისმა ხმამაღლა, გარკვევით და ღრუბელი გაქრა.
მატარებელი შემდეგ გაჩერებაზე გაჩერდა. იმ ვაგონიდან ხელშეკრული დამნაშავე მოჰყავდათ და მას ქოქოლას აყრიდნენ. ხალხის არმიამ იგი ერთ დიდ წრეში მოაქცია და განაჩენიც გამოუტანა. ,,ყენია" უნდა მომკვდარიყო. უცებ ცა მოიღრუბლა და ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა. ქვეყანამ ზანზარი დაიწყო და ხალხიც დაბრთხა. ერთი წამიც და გაჩერების გადახურვამ ნგრევა დაიწყო. შეშინებული ხალხი მიიფანტ-მოიფანტა და თავს უშველა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა ვერ მოასწრო თავის შველა. ეს სწორედ დამნაშავე ,,ყენია" იყო. ხალხი დაფეთებული იყო როდესაც ვიღაცამ იყვირა ,,შეხედეთ! შეხედეთ! ცაზე აიხედეთ ხალხო!" უცებ ყველას თვალი ცაში აიჭრა და ვეYარც მოსწყდა ამ საოცარ სანახაობას. მოღრუბლულ, შავ ცაზე ერთი თეთრი ღრუბელი მოჩანდა. მას თითქოს სახის ფორმა ჰქონდა და ღიმილით გადმოჰყურებდა ქვეყანას. ,,მე დავბრუნდები" გაისმა ხმამაღლა, გარკვევით და ღრუბელი გაქრა.
4. კარგი , რახან 2 კაცი მეუბნება აქვე მივაწერ რამეს ექსპრომტად კარგი , რახან 2 კაცი მეუბნება აქვე მივაწერ რამეს ექსპრომტად
3. გააგრძელე...კარგია და ეგრე დატოვება ცოდვა იქნება...ესე რო დარჩეს მაშინ იმ ქალის გამოჩენა უაზრობა იქნება...მე პროზას ვწერ დიდი ხანია და ვიცი რაღაც-რაღაცეები. გააგრძელე...კარგია და ეგრე დატოვება ცოდვა იქნება...ესე რო დარჩეს მაშინ იმ ქალის გამოჩენა უაზრობა იქნება...მე პროზას ვწერ დიდი ხანია და ვიცი რაღაც-რაღაცეები.
2. კი მაგრამ მერტე ძაან დიდი ქინებოდა და აღარ წაიკითხავდა ხალხი
კი მაგრამ მერტე ძაან დიდი ქინებოდა და აღარ წაიკითხავდა ხალხი
1. ეს წითელ უბნელი ყენია იყო, მათხოვართა მმართველი. შურითა და მდაბიოობით გამორჩეული ბებერი ქალი.
გარგრძელება უფრო საინტერსო არ იქნებოდა? იქ დასრულდა, სადაც არ ველოდი :) ეს წითელ უბნელი ყენია იყო, მათხოვართა მმართველი. შურითა და მდაბიოობით გამორჩეული ბებერი ქალი.
გარგრძელება უფრო საინტერსო არ იქნებოდა? იქ დასრულდა, სადაც არ ველოდი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|