ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2010


დროის მანქანა და ბუყბუყი ჭაობთა

დროის მანქანა ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ.
ჭაობთა ბუყბუყი კი ზრდასრული კაცის შეფასება იმისა, რაც დროის მანქანაზე ფიქრს მოჰყვა მაშინ.
მახსოვს, 9 თუ 10 წლის ვიყავი
და რომელიღაც ამერიკულ ფილმს ვუყურე დროში მოგზაურობაზე.
არა, მანამდე კი მქონდა ნანახი გაიდაის „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, მაგრამ თუნდაც ბავშვისთვის იმდენად აშკარა იყო ფილმში მოცემული სურათის არარეალურობა, რომ მაშინ არც მიფიქრია დროის მანქანას თუ შეეძლო ეარსება.
თუმცა, ფილმის შინაარსმა შემდგომ მოხაზა იმ კონკრეტული ოცნების შინაარსობრივი კონტურები.
მეტი რაღა გავაგრძელო და ვუცქირე ამ ამერიკულ თრილერს.
საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანს, სადაც მოთხრობილი ამბის არარეალურობას 9 წლის ბავშვს კი არა, ზრდასრულ კაცსაც ძნელად დააჯერებდი.
ეხერხებათ ამერიკელებს ფილმის გადაღება და იკბინე თუ გინდა იდაყვზე.
იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა ჩემზე, რომ თვალი არ მომიხუჭავს მთელი ღამე.
ოცნებად მექცა დროის მანქანა.
არ მახსოვს სკოლაში მქონდა გაკვეთილად თუ მამაჩემმა წამაკითხა,
მარა მეორე დღეს საქართველოს ისტორიის ერთ ეპიზოდს გავეცანი,
მტრის ურდოს შემოსევაზე, დაწიოკებაზე, ქართველთა გმირულად ბრძოლაზე მარა
ბოლოს მაინც გმირულად დაცემაზე და დამარცხებაზე,
რაღაცნაირად გული მეტკინა,
ვერ მოვინელე ეს დამარცხება,
და ამ დროს წამლად მომევლინა ჩემი ოცნება.
დავჯექი და ვიფიქრე, აი ახლა რომ შემეძლოს ერთი 100 ცალი ავტომატის შოვნა
თავისი ტყვიებითურთ
ხო ჩავუტანდი დროის მანქანის მეშვეობით ჩვენს ბიჭებს
და ხომ სულ ბუღს ადენდნენ-მეთქი მომხდურებს,
ისე მომეწონა იდეა, რომ ხიბლში ჩავვარდი.
დღედაღამ ამაზე ვფიქრობდი,
როგორ ჩავდივარ ბრძოლამდე ერთი დღით ადრე,
ჩამაქვს შუა საუკუნეების ქართველ მხედრებთან იარაღი,
ვასწავლი გამოყენებას (მე ვიცოდი კი?)
და ისინი ამარცხებენ თურქთა თუ სპარსთა უზარმაზარ ლაშქარს
და იცვლება საქართველოს ტანჯული ისტორია!
ვაშააააააააააააა!!!!!!!!!!!

საღამოს ბურთი ავიღე და
და მინდორზე გავედი სათამაშოდ,
ცოტა ხანში ერთი მოვიდა
თანასოფლელი ბიჭი, ჩემი ტოლა
და ვითამაშეთ.
რაღაც დროს დავიღალეთ და ჩამოვჯექით დასასვენებლად.
კარგა ხანი ვიკვნიტე ტუჩები ყოყმანისგან, გავანდო ამას
ჩემი ოცნება თუ არა-თქო.
და სანამ ქვედა ტუჩი კინღამ არ შემომეჭამა
დავკარი მხარზე ხელი, და მისმინე-თქო, ვუთხარი.
ავიღე და გადმოვულაგე გულისნადები.
მისმინა,
მისმინა,
და გაეღიმა ბოლოს.
ვიფიქრე, ახლა დამცინებს მეთქი
და არ დამცინა ჩემდა გასაკვირად.
პირიქით, იდეა მოეწონა და აღტააცებულმა მომიგო:
„აუ, რა მაგარი რამააა,
ეხლა ეგ რომ მქონდეს
წავიდოდი და რამდენ ოქროს და ბრილიანტებს წამოვიღებდი“-ო.

მე თქვენ გეკითხებით,
დავასრულო აქ თხრობა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები