სიზმარი იყო და რომ დავიწყე სიცოცხლე და რომ ვიგრძენი მეობა, მაშინ წახდა ოცნება და გამახსენდა ზნეობა, სიზმარი იყო და ცოდვებს თითზე ვითვლიდი მაშინ, ოცნება იყო და არამც გულზე ვიკლავდი დარდებს, წახდა, ვითარცა ადრემც იყო სილაღე ფერთა, სიზმარი იყო და ხეთა ტრფობას, მიაპობდნენ სულთა ვედრებით! წახდა, როგორღაც ისე იყო სიმაღლე სულთა, სიზმარი იყო და დედის გულს მიაპობდა ცოდვები შვილთა!
წახდა, ვითარცა ღმერთი იყო ტაძრებში მეფედ, გაქრა ეს გული, შთანთქა ზეცამ ფიფქზე- ფიფქებად დაბადებული, გაქრა, როგორღაც სკნელმა გაქნა ზნეობა-მოდად, ატყდა ქარბუქი, ატყდნენ სიზმრებად შემოქარგულნი "ლურჯა ცხენებად".
უაზროდ ვთვლემდი მაშინ, როცა ღელავდა ზეცა, სიზმარი იყო და ღმერთის ბჭობას განუდგნენ ზეცად! სიზმარი იყო და... მოლანდებად მონაჩვენები, არ მინდა წახდეს! ზეცა ოცნებად და... სიყვარული მონაფერები.
შინაარსი თითქმის ყოველთვის მომწონს ხოლმე დავით, მაგრამ არ გიცდია, რომ ნარ-თანიან მრავლობითს მოერიდო ხოლმე? და კიდევ ბევრი წახდა არის ლექსში და ამ სიტყვის თანხმოვანთა წყობის გამო ხვდება ხშირად ყურს.
შინაარსი თითქმის ყოველთვის მომწონს ხოლმე დავით, მაგრამ არ გიცდია, რომ ნარ-თანიან მრავლობითს მოერიდო ხოლმე? და კიდევ ბევრი წახდა არის ლექსში და ამ სიტყვის თანხმოვანთა წყობის გამო ხვდება ხშირად ყურს.