 | ავტორი: daviti ჟანრი: პოეზია 26 მარტი, 2010 |
ჩაკეტილია სივრცე გარშემო, ქალაქი ბნელი ნათელ ფერებს და ლამპიონს ნატრობს, დახუთავს, ისევ მოლანდება მტკვრის სისხლიან ნატვრებს, ასი ათასი აჩრდილი… სული ცას გლოვობს.
ღალატს დიდ შრამად ჩაუვლია ქალაქის ქუჩა, სასოწარკვეთას მისცემია ფულისთვის გული, ზოგგან-ზოგადად ზიზღის პროფილეს გვაჩვენებს ეს მზე, ღარიბ-ღატაკი ქვეყნობისთვის ჩაგვიქრეს მთვარეც.
აზრი დაჰკარგა ამ არე-მარემ თუ გინდ ცნობისთვის, ერთფეროვნება, უვარგისობა, უცოდინრობა და ღმერთის გმობა, გამეფებულა ტაძრებში თრთოლვა. და სასოება გამეფებუა.
მერე და… ძალით მონანიება კუბოსთვის ბრძოლა! ზორეასტრული ცოდვების წუმპე... სიბრძნე ამ გველის სულის რაობა, დაღუპა ხალხმა მარადი გრძნობა, ცათამბჯენივით აწოწილი ეს ზე-ზნეობა! დაღუპა ხალხმა დედის მეობა! და მერე ვტყვით, დედაქალაქო მე ვარ ზნეობა!
დ. მუხიგულაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გავითვალისწინებ მადლობ გავითვალისწინებ მადლობ
4. მეტი მელოდიურობაა საჭირო. რთულია წასაკითხად ეს მეტი მელოდიურობაა საჭირო. რთულია წასაკითხად ეს
3. აბა შენ იცი.++ აბა შენ იცი.++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|