ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2010


ორი ტრიოლეტი

მინდა შენთან ერთად მოვვლო ცათა ცა,
ექვსივე გრძნობას ავხსნა სამანი.
გარიჟრაჟი ჟონავს სადღაც და
მინდა შენთან ერთად მოვვლო ცათა ცა,
თოვას შევაგებო იასამანი.
ვიცი, "დეჟა ვუ" გკლავს, ცოტაც დამაცა.
მინდა შენთან ერთად მოვვლო ცათა ცა,
ექვსივე გრძნობას ავხსნა სამანი.

შენი სუნი აქვს ყველა "დე ჟავუს",
ყველა ფერს შენით გავაფერადებ,
შენი სულით ვხვდები ყველა ეშაფოტს,
შენი სუნი აქვს ყველა "დე ჟავუს",
დიდი დრო გავა შენამდე,
სანამ მოვაღწევ ცა მზით გეკავოს.
შენი სუნი აქვს ყველა "დე ჟავუს",
ყველა ფერს შენით გავაფერადებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები