ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუკა გოგლიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მარტი, 2010


მონატრება

ოთახში სუნთქვა გაჭირდა, დაუსაბამოა ფიქრი ჩემს ირგვლივ, სევდას რომელმაც შემიპყრო თავს ვეღარ ვაღწევ, შავი ფიქრები საშველს არ მაძლევენ, გარს მეხვევიან, სულს მიფორიაქებენ, უსაშველოდ მენატრები, თითებით ვეალერსები შენს სურათს, წლები გაივლის, ჩემს მონატრებას კი დასასრული არ უჩანს... დამცხა და გარეთ გავედი, თვალებს წვიმის წვეთები მისველებდა... ნეტეავ როდის გაწვიმდა? ქუჩებში წყლის გუბეები დამდგარიყო,  წვიმის წვეთები კი რკალებს ხაზავდნენ, თავისებურად ერთობოდნენ. წვიმაში სეირნობა მომინდა... ყველა მხრიდან ბავშვების ჟრიამული ისმის, ისინი ახალისებენ სევდიან ქუჩებს წვიმის ფონზე. დიდხანს ვუყურე მათ მხიარულ და უდარდელ სახეებს.. ჩემი ბავშვობაც გავიხსენე... მერე ცას ავხედე აღარ წვიმდა, მზეს მოეშრო დატბორილი ქუჩები... ისევ გამოცხა, სუნთქვა გამიჭირდა და გამახსენდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები