 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2010 |
ცხვირი ცხვირზე, გული გულზე, სუნთქვა სუნთქვას გაენაბა, აციმციმდა თვალები და ღიმი ღიმში გამეხლართა. ბაგაბუგით სისხლი დადის, სააქვს სითბო, სიტკბო დააქვს, შენს თვალებზე ღრმა და ნაზი სილამაზე ცასაც არ აქვს. მივიხედე გვერდზე, წამში გაგეხლართა ხელი თმაში, ამიჩეჩე-დამიჩეჩე. ღიმი უფრო თბილი მზეზე... სიყვარული უთქმელი და გამომდნარი თვალებიდან, სადღა არის ტკივილები? ცხრა მთას იქით გამერიდა... აკრეფილი, აზიდული თმა მძიმეა, მუქზე მუქი და კეფაზე კოცნა დაჯდა, სიყვარულის ტკბილი დამღა... წამწამებთან წამწამები, შენს თვალებში ჩავიძირე... ორი მკლავი, თბილზე თბილი - მოდი აქ, არ გამიცივდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თბილი ლექსია :) თბილი ლექსია :)
11. ბზობას გილოცავთ!
5 ბზობას გილოცავთ!
5
10. მადლობა, კარგებო, მოლოცვისთვისაც, წაკითხვისთვისაც და დაკომენტარებისთვისაც:) ოღონდ ეს ცოტა ძველი ლექსია:) გაიხარეთ:) მადლობა, კარგებო, მოლოცვისთვისაც, წაკითხვისთვისაც და დაკომენტარებისთვისაც:) ოღონდ ეს ცოტა ძველი ლექსია:) გაიხარეთ:)
9. :) :) ;;) ;;) ;;) ;;) ;;)კარგიიიი:-* :) :) ;;) ;;) ;;) ;;) ;;)კარგიიიი:-*
8. მშვენიერი ლექსია! 555 ბზობას გილოცავ! მშვენიერი ლექსია! 555 ბზობას გილოცავ!
7. უკეთესია ეს აშკარად ფუს ;;) უკეთესია ეს აშკარად ფუს ;;)
6. მრავალ ბზობას!!! მრავალ ბზობას!!!
5. ძალიან კარგია და შენც კარგი გოგოხარ :) იცოცხლე და გაიხარე სენა :-* +2!!! ძალიან კარგია და შენც კარგი გოგოხარ :) იცოცხლე და გაიხარე სენა :-* +2!!!
4. უი ფუსუსუნა შენ უფრო და უფრო კარგად წერ...უსაზღვროდ თბილი და ტკბილი ლექსია... გილოცავ...გაიახრე!!! უთქმელად+ 2 უი ფუსუსუნა შენ უფრო და უფრო კარგად წერ...უსაზღვროდ თბილი და ტკბილი ლექსია... გილოცავ...გაიახრე!!! უთქმელად+ 2
2. მეც გილოცავ და ეს ლექსი მე მომეწონა უკვე.++ მეც გილოცავ და ეს ლექსი მე მომეწონა უკვე.++
1. ბზობას გილოცავთ, კარგებო:) ბზობას გილოცავთ, კარგებო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|