ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2010


dinner-party


ბროლის სასახლე... სარკმლიდან ხედი...
ვენტილატორი ბავშვივით მისტვენს,
გეტყვი: “ძალიან მეცნობით lady”…
მპასუხობ: “ალბათ გეშლებათ mister”…
შავი პირ-ბადე, საღამოს კაბა...
თმა- გაჟღენთილი თამბაქოს ორთქლით,
ფლირტის უხილავ ძაფებით გაბმა
ეტიკეტებში ჩაწნული ბოთლი...
                        ***
ნაზამთრალი ქალაქი ბეწვის ქურქში გაეხვა
ხეტიალი მომინდა, ამინდია ისეთი,
შემიყვარდი... ეს სიტყვა აქამდე რომ არ მეთქვა
ვეღარ გადავიტანდი, თავს ვერ ვაპატიებდი.

მაღვიძარა გავტეხე! თურმე რა დრო გასულა
კოცნით გაწითლებული აალებას გადავრჩი,
წიგნის ბოლო ფურცელს ვხევ... დასრულება არ მსურდა
ამბის, შენ რომ მომითხრობ ზღვიდან-მზემდე ჰამაკში.

გზიდან ჩამოვიშორე ყველა ჩემი მეტოქე,
და მანძილი შენამდე შევამოკლო ვეცდები,
ჩვენი გრძნობა გაუძლებს გარდამავალ ეპოქებს
შენთვის გარდავიცვლებით მე და ჩემი ლექსები!

წუხელ გული მოგტაცე, მივაღწიე საწადელს
კარგ ოჯახში აღზრდილმა ქურდობაც კი ვიკადრე,
განა წესს დავარღვევდი... თავს გესხმოდი ამ ღამეს...
ასე რომ არ მიყვარდე, ასე რომ არ მიყვარდე!!!     
                                                                      2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს