ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აურზაური
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2010


პასუხი გალაკტიონს

სიცოცხლის საათია ბატონო გალაკტიონ,
დროა მზის ამოსვლის...
სული ეულია,
გადარეულია...
ვეძებ სავალ ბილიკს ლურჯა ცხენებისკენ...
საათს თქვენ კითხულობთ ბატონო გალაკტიონ?
ახლა სიყვარულის, ტრფობის საათია...
სიტყვა გრძნეულია...
                          თანაც დროულია...
მინდა რაღაც ვკითხო მოხუც მესაფლავეს...
თრობის საათია... თრობის საათია...
ჩემი მთვრალი სულიც შენებრ ეულია...
ბატონო გალაკტიონ, საათს თქვენ
                                        კითხულობთ?
ახლა პოეტების - ჩვენი საათია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები