ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ.გ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

თოვლი..

  ჩვეულებრივი ზამთრის საღამო, ჩვეულებრივი ცა.. და უკვე შუაღამე სულ სხვაგვარი და არაჩვეულებრივი.  ატმისფრად ციალებს ცა..  ისეთი თბილი და ისეთი ცივი ერთდროულად..  აი, პირველი ფიფქები ფრთხილად მოფარფატებენ თხელი ფრთებით ციდან, მერე მათი რიცხვიც იმატებს და მათი სიდიდეც. უფრო თამამად მოეშურებიან ზემოდან, უფრო ჩქარა მოფრინავენ დედამიწისკენ, ნელ-ნელა მოსავენ სპეტაკი სითეთრით გამომშრალ ნაცრისფერს.
საოცარია მათი მონდომება,  მათი ფაცი-ფუსი და სინაზე..
მთელი ზამთარი ველოდი თოვლს და ახლა, როცა მოვიდა მთელი მისი სიდიადით,
რაღაც საოცარი სიმშვიდე და სისავსე ვიგრძენი ჩემში. არადა მეგონა ამაფორიაქებდა მისი მოსვლა.
ლამაზი იყო დილა.. თითქოს ყველას დაავიწყდა რაც რამ გასაჭირი ჰქონდათ და სიხარულით აივსო ადამიანთა გულები, ყველას სახეზე ირეკლებოდა სიხარული სხვადასხვაგვარად.. ბავშვებს გაბადრული სახეები ,  მოზრდილებს მშვიდი სიხარული, ხოლო მოხუცებს სევდიანი , თავშეკავებული ღიმილი ესახებოდათ სახეზე. მერე თითქოს ყველა შეეჩვია თოვლსაც, თითქოს აღარ იყოს ის მათთვიც საოცარება .. 
ისევ ლამაზი შუაღამე დადგა, თოვლიანი. მინდოდა მეცქირა ცის ლამაზებისთვის, მათი სიცელქისათვის. მენანებოდა დროის გაფლანგვა ძილში. არ მინდოდა თვალი მომეშორებინა თოვისათვის, თეთრი ფანტელებისათვის, რომელთაც ყოველთვის შეეძლოთ ჩემში გაოცებისა და აღფრთოვანების გამოწვევა, თუმცა მიზეზი ჩემთვისაც უცნობი იყო, და სწორედ ეს მომწონდა მასში. მათვე ძალუძთ ჩემში იდუმალი სევდის გაღვიძება და აუხსნელი სიმშვიდის მოგვრაც..
თოვლის, ფიფქების  მოლოდონიც სულ იმგვარია თითქოს სასწაულს ველი ზეცისგან და მართლაც სასწაულია , რადგან ვერაფრით შევძელი მასში უბრალოების დანახვა, თუმც იგი უბრალოც არის, მაგრამ დიადი და შეურყვნელი, სპეტაკი და მათ ჩემი არსების რაღაც , ჩემთვის შეუცნობელი ნაწილის გასუფთავებაც შეუძლიათ..
ალბათ არასდროს შენელდება ჩემში მოლოდინი თოვლისა, მოლოდინი და სურვილი იდუმალი სიმშვიდის, დინჯი სიხარულის შეგრძნებისა..
თოვლი __ ზეციური შიკრიკი დედამიწაზე .. რატომღაც ასე მწამს…….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები