,,მე ვარ ადამი და შენ ხარ ევა” ყველაფერი ასე დაიწყო.თვალგახელილი ვიწექი. მახსენდება:როგორ ვცდილობდი,რომ აქედან არავითარი ისტორია არ გამოსულიყო.დროდადრო მსოფლიო მოვლენებზეც კი წამოვთქვამდი მონოლოგებს.,,ტეატრ ნუვო პარიზიონის”წარმოდგენებზე და ფრაუ მაიცენის ნაოჭებიან კაბაზეც კი ვყვებოდი ათას სისულელეს.. მუნჯის სიჯიუტით მისმენდა,შარშანდელი შემოდგომის სველი ფოთოლივით ჰქონდა ამ დროს თვალის უპეები ამოშავებული.
,,ადამიანები საკუთარ თავს ვერ ხედავენ,ისტორია მხოლოდ უცხო თვალით იქმნება.” ,,შენ გაქვს ისტორია?”-ვეკითხები,თუმცა ყველაფერი მიამბო,რასაც თავის ისტორიად თვლიდა,და ვეუბნები-,,მე კი არ გამაჩნია” ,,სისულელეა!ყოველი ადამიანი ადრე თუ გვიან თხაზავს ისტორიას,რომელსაც თავის ცხოვრებად თვლის.”-ამბობს... და მე წარმომიდგენია,ასე რომ არ მეშინოდეს ისტორიების,რა ლამაზად შეთხზავდა ცხოვრებას,რომელსაც მერე უბრალოდ ,,ჩვენი” ერქმეოდა.
ეს მაშინ იყო…… ახლა კი ჩემს წარმოდგენებს ძველმანებივით მესვრის უკანვე,თითქოს აღარც ისტორია სჭირდება და აღარც ტანისამოსი არგია რამეში..
ჩემგან გასხვავებით სიმაღლის ეშინია, თუმცა სჯერა, რომ სიმაღლე ყველაფერს შველის და ამართლებს – ვარდნასაც კი. რაც უფრო მაღალია ძაბვა, მით უფრო ძლიერია დარტყმის მუხტი, რაც უფრო მაღალია ფანჯარა, მით უფრო ლამაზია თავის მოსაკლავად გამზადებული ხედი. ოჰ, არა,არ იფიქროთ რომ ეს ორი სასოწარკვეთილი, თმაგაშლილი და სახეჩამოხოლკილი ადამიანის ისტორიაა, შეთხზული თუ ჯერარდაწერილი.თვითმკვლელობით ცხოვრების დასრულება ზედმეტად ბანალური იქნებოდა,ორი ჭრელსამოსიანი მაღალფეხება ქალისათვის, და უფრო ტრაგიკული და ალოგიკური, ვიდრე სამფეხა ძაღლის ცხოვრება მილიონერის ოჯახში.
-არასოდეს გადაკიდო თოკზე სარეცხი, თუ არ იცი,ზედა სართულზე მხოვრები ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა. დიდი შანსია მეორე დილით შენი ბუზჰალტერი ეცვას. -მე არ ვხმარობ ბუზჰალტერს. -მითუმეტეს.
გუშინ ძალით ავიყვანე 16 სართულიანი სახლის მეჩვიდმეტე სართულზე. ვიცი, ეშინოდა, მაგრამ გრძნობები მას შემდეგ არ გამოუმჟღავნებია, რაც ძაღლი დაეღუპა და ჩემმა მეზობლებმა დასცინეს – ტირისო. -შეხედე,ევა, აქედან ადამიანები სწორედ ისეთები ჩანან, როგორებიც სინამდვილეში არიან.
არასოდეს მინახავს იგი ზემოდან. ქოლგები ყოველთვის უყვარდა. მაგრამ იმ წუთიდანვე ავედევნე,როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა.არც კი ვიცი რით მიიპყრო ჩემი ყურადღება.ვაკვირდებოდი მის სიარულს,მის ჩაცმულობას,სიარულისას ნიჩბევივით უსვამდა მკლავებს,აშკარად ეჩქარებოდა.მაინც მეჩვენებოდა,რომ თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა,რაც უფრო დიდხანს მივდევდი მით უფრო მომწონდა..შენობაშიც კი შევყევი და მხოლოდ ლიფტის კართან რომელიც კრემატორიუმის კარებივით ნელ-ნელა იხურებოდა,მოვახერხე სახეზე შემეხედა. ლიფტის კაბინაში ისე ვიდექი,როგორც ყველა იდგა,მაგრამ სხვები შემოდიოდნენ თუ არა თავიანთი სართულის ნომრებს ასახელებდნენ და ლიფტიდან უმალვე გადიოდნენ,როგორც კი მელიფტე მათ ნომერს დაიძახებდა.მე კი ვიდექი და შევყურებდი როგორ ინთებოდა სართულის მაჩვენებელი ნომრები.ბოლოს მე და მელიფტე დავრჩით.მან მკითხა,თქვენ სად ინებეთ გადმოსვლასო-შენობა 16 სართულიანი იყო და მე მხრები ავიჩეჩე.
რაღაც გამოცდილებას როცა შეიძენ,მერე იმ გამოცდილების შესატყვის ისტორიას დაეძებ.მე კი ხანდახან მეჩვენება,ვიღაც სხვას აქვს მეთქი მორგებული ზუსტად ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების შესატყვისი ისტორია. ეს მხოლოდ მეჩვენება, ვიცი, გამოცდილება იმდენია ცხოვრებაში, რამდენიც ისტორია, ისტორია კი იმდენი, რამდენი გზაჯვარედინიც გვხვდება ცხოვრების განმავლობაში. ამ ლიფტშიც შემოდიოდნენ ადამიანები, ადიოდნენ ზევით, ან პირიქით. ზურგებით დაჰქონდათ მიმართულებები, რომლებიც ალბათ, აზრიან თუ არა, ლოგიკასმოკლებულ ისტორიებამდე მაინც მიიყვანდათ, ადრე თუ გვიან. მე კი ისევ ჯიუტად მჯერაოდა,რომ ერთ დღეს ჩვენს შეთხზულ ისტორიას, რომელიმე კარგი მთარგმნელი მსოფლიოს გააცნობდა, მერე რა,რომ ჩვენ ცოცხლები აღარ ვინქებოდით –თუ მსოფლიომ საერთოდ ვერ გაიგო ჩვენი არსებობის შესახებ, სჯობს ჩვენ ვერ გავიგოთ ის,რომ მსოფლიომ ჩვენ შესახებ გაიგო. -ოფიციანტ!ოოოოფიციანტ!... ორი რომი,თუ შეიძლება და ერთი სევდიანი ისტორია. -რომი გაგვითავდა, ისტორიას ახლავე მოგართმევთ. აქვე გაეცნობით, თუ შეგიფუთოთ? -შემიფუთეთ თუ შეიძლება, კარგად შემიფუთეთ.!.
ოფიციანტს წყალბადის ზეჟანგით შეღებილი ქერა თმა აქვს და არც ტუჩები აქვს ალუბლისფერი,სამაგიეროდ ისე ტკბება თავისი როლით,რომ ყურთასმენად ქცეული მოსაუბრის გამომეტყველებას ვერ იცილებს სახიდან,რომელიც სულაც არ უხდება,მის ცარცივით თეთრ სახეს. მეორე ჭიქა კონიაკს ვცლი და თვალებს ვხუჭავ,ასე უფრო უკეთ ვახერხებ გავიგო:რომ ქორწინება გაყიდული დამოუკიდებლობაა და მაინც ოცნებობენ ამ ისტორიაზე თმაშეღებილი ქალები. ბარმენი ჭიქებს რეცხავს,და უკვე მერემდენედ მიმეორებს,რომ ,,ნამდვილ ამბავს გიყვებითო”მე ვსვამ და მშურს ამ კაცის,რომელსაც თავისი ისტორიის სჯერა. -ყოველი ისტორია გამონაგონია,საერთოდ,ყოველი გამომჟღავნებული ,,მე”უკვე როლია. -კიდევ ხომ არ დალევთ? ჩემი ბარმენი იღიმება,როგორც ამ ამბავს შეჰფერის. -მითხარით-კითხვას ვუბრუნებ მე,ბარმენი ამ დროს საფერფლეს ცლის,და თუთიის დახლს წმენდს,რომელიც,ეტყობა,ფერფლით დავსვარე-მითხარით თქვენი ისტორიით ვინმე დაინტერესებულა როდესმე? პასუხს აღარ ვუსმენ და ბარში შემოსულ კაცს ვუყურებ.მის დანახვაზე მასენდება,რომ საათ-ნახევარია,ვიღაცას ველოდები და შეფუთული ისტორიაც სულ გადამავაწყიდდა. -გარეთ წვიმს?ვეკითხები და საოცარია უცხოდ არ მეჩვენება,მისი სახე გვერდიდანაც კი ღირს საყურებლად. ბარმენს სუფთა ჭიქა უჭირავს ხელში,ის ადამიანების ცნობაში კარგად დახელოვნებულია და მხოლოდ ისღა დამრჩენია ვუთხრა,ორი-მეთქი. უცნობი გვერდით მიჯდება და საათს უყურებს. -ო,-ამბობს იგი-სამი საათი გამხდარა. მე კი დრო მაქვს. კაცმა რომ თქვას, მასაც აქვს დრო.
,,მე ვარ ადამი და შენ ხარ ევა” ყველაფერი ასე დაიწყო.
მაინც რა ადვილია სამოთხეში დარჩენა, როცა იქ ის, საბედისწერო ხე არ დგას. რა ადვილია, სიმაღლეებზე ასვლა, როცა ლიფტი მუშაობს. რა ადვილია იყო გამოცდილი, როცა ძალიან უბედური ხარ. ადვილია, კი ნამდვილად ადვილია ისტორიების გამოგონება, როცა დრო გაქვს, ანუ აღარსად გელიან.
-იცით,- ვეუბნები უცნობ მამაკაცს,- მე გუშინ ახალი ბუზჰალტერი ვიყიდე. -აჰ, ეს თქვენ ხართ? არადა, მე ქოლგით უფრო მომწონდით.
არასოდეს იცი ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი შენზე რას ფიქრობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ზედა სართული მეთექვსმეტეა, შენ სიმაღლის გეშინია და თან,ნაწვიმარ ქუჩებში ქოლგით დადიხარ.
”მესამე ჭიქა კონიაკს დავლევ, თვალებს გავახელ და ეს ყველაფერი გაქრება.”
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ძალიან მაგარია...5555 ადამიანები თავისი 'ისტორიებით"...:)
"ზურგებით დაჰქონდათ მიმართულებები, რომლებიც ალბათ, აზრიან თუ არა, ლოგიკასმოკლებულ ისტორიებამდე მაინც მიიყვანდათ, ადრე თუ გვიან."
" ქორწინება გაყიდული დამოუკიდებლობაა"
"შარშანდელი შემოდგომის სველი ფოთოლივით ჰქონდა ამ დროს თვალის უპეები ამოშავებული."
" გამოცდილება იმდენია ცხოვრებაში, რამდენიც ისტორია, ისტორია კი იმდენი, რამდენი გზაჯვარედინიც გვხვდება ცხოვრების განმავლობაში." ყოველ გზაჯვარედინზე არჩევანის გაკეთება გვიწევს და ალბათ ესაა ისტორიაც...:) ასე მხოლოდ ერთი მატრაკვეცა, უნიჭიერესი ავტორი წერს აქ...:-* მთელი ტექსტის ამოკოპირება მომინდა...ძალიან ვისიამოვნე... ძალიან მაგარია...5555 ადამიანები თავისი `ისტორიებით"...:)
"ზურგებით დაჰქონდათ მიმართულებები, რომლებიც ალბათ, აზრიან თუ არა, ლოგიკასმოკლებულ ისტორიებამდე მაინც მიიყვანდათ, ადრე თუ გვიან."
" ქორწინება გაყიდული დამოუკიდებლობაა"
"შარშანდელი შემოდგომის სველი ფოთოლივით ჰქონდა ამ დროს თვალის უპეები ამოშავებული."
" გამოცდილება იმდენია ცხოვრებაში, რამდენიც ისტორია, ისტორია კი იმდენი, რამდენი გზაჯვარედინიც გვხვდება ცხოვრების განმავლობაში." ყოველ გზაჯვარედინზე არჩევანის გაკეთება გვიწევს და ალბათ ესაა ისტორიაც...:) ასე მხოლოდ ერთი მატრაკვეცა, უნიჭიერესი ავტორი წერს აქ...:-* მთელი ტექსტის ამოკოპირება მომინდა...ძალიან ვისიამოვნე...
22. რომ მოხვალ აუცილებლად მომწერე ოპოსუმო! რომ მოხვალ აუცილებლად მომწერე ოპოსუმო!
21. კარგია,კარგი.ბრავო! კარგია,კარგი.ბრავო!
20. 19. შემოქანდით კიდევ, ამასობაში დავიწმინდები :))
კიდევ ვიზამთ რამეს,
მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავწერ :)) 19. შემოქანდით კიდევ, ამასობაში დავიწმინდები :))
კიდევ ვიზამთ რამეს,
მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავწერ :))
19. მე დავინახე სიმღვრიე და მომეწონა :)
უფრო მეტი ეფექტიც კი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ვერ დავწერ... ;)
5 მე დავინახე სიმღვრიე და მომეწონა :)
უფრო მეტი ეფექტიც კი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ვერ დავწერ... ;)
5
18. არასოდეს იცი ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი შენზე რას ფიქრობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ზედა სართული მეთექვსმეტეა, შენ სიმაღლის გეშინია და თან,ნაწვიმარ ქუჩებში ქოლგით დადიხარ.
ეს ძაან მომეწონა,
გულდასმით წასაკითხათ მერე მოვბრუნდები
555 არასოდეს იცი ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი შენზე რას ფიქრობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ზედა სართული მეთექვსმეტეა, შენ სიმაღლის გეშინია და თან,ნაწვიმარ ქუჩებში ქოლგით დადიხარ.
ეს ძაან მომეწონა,
გულდასმით წასაკითხათ მერე მოვბრუნდები
555
17. მე აქ ვიყავი. და მე შენს ნაწერთან ვმეგობრობ. მე აქ ვიყავი. და მე შენს ნაწერთან ვმეგობრობ.
16. ოთარ,ჯანსუღს ვუყვარვარდი მე ბაღნობაში, რამ დამავიწყოს ის ალუბლები :))
დანარჩენს თუ ზალიან შემეხვეწები მოგიყვები,ჩაჯდომითა ჩვენითა მოვიპოვოთ გულწრფელობაი ჩვენი :))
ოთარ,ჯანსუღს ვუყვარვარდი მე ბაღნობაში, რამ დამავიწყოს ის ალუბლები :))
დანარჩენს თუ ზალიან შემეხვეწები მოგიყვები,ჩაჯდომითა ჩვენითა მოვიპოვოთ გულწრფელობაი ჩვენი :))
15. ვახო, დახურე პირი და შეეშვი ჩემს დეკოლტეს :)) ვახო, დახურე პირი და შეეშვი ჩემს დეკოლტეს :))
14. :D :D :D :D :D :D :D :D
13. აუ, ეს სიცილის სმაილიკი არ მინდოდა, :) :) :) ეს მინდოდა... აუ, ეს სიცილის სმაილიკი არ მინდოდა, :) :) :) ეს მინდოდა...
12. კუდაბზიკ, ჯანსუღი გიყვარს??? აი, მაგასააქ დაწერილი ადამ და ევაზე ლექსი!!! :)) კუდაბზიკ, ჯანსუღი გიყვარს??? აი, მაგასააქ დაწერილი ადამ და ევაზე ლექსი!!! :))
11. ჯოზეფინა,არ გინდა რამე უფრო ლიტერატურული რომ მკითხო? :)) ჯოზეფინა,არ გინდა რამე უფრო ლიტერატურული რომ მკითხო? :))
10. ახალი ხარ? არა მგონია ისე... ახალი ხარ? არა მგონია ისე...
9. აბსტინენცია :)) აბსტინენცია :))
8. "ნაწარმოებს,მითუმეტეს პროზას,სანამ აზრს გამოთქვამ,ათასჯერ თუ არა,ორჯერ მაინც უნდა წაიკითხო კარგად,ან ერთხელ ძალიან კარგად "
შენ წარმოიდგინე და მეორეჯერაც გადავიკითხე, რაიმე ხომ არ გამომრჩა-მეთქი:)
"იქნებ აზღუდი უფრო მოგწონს?"
მე არაფერიც არ მომწონს, მე სწორ ფორმას გეუბნები და თუ არ გსურს, უპრობლემოდ - თავს შევიკავებ კომენტარისგან:) "ნაწარმოებს,მითუმეტეს პროზას,სანამ აზრს გამოთქვამ,ათასჯერ თუ არა,ორჯერ მაინც უნდა წაიკითხო კარგად,ან ერთხელ ძალიან კარგად "
შენ წარმოიდგინე და მეორეჯერაც გადავიკითხე, რაიმე ხომ არ გამომრჩა-მეთქი:)
"იქნებ აზღუდი უფრო მოგწონს?"
მე არაფერიც არ მომწონს, მე სწორ ფორმას გეუბნები და თუ არ გსურს, უპრობლემოდ - თავს შევიკავებ კომენტარისგან:)
7. 4. ქოლგეეები ქოოოოლგეები, ეს ქალების სენია, ემრე რა რომ გარეთ ქვიმს, ჩვენ თავი მაინც ქუდში გვაქვს :))
ახლა მეხუთე ჭიქას დავლევ და მეშვიდე კომენტარიც დაიდება :)) 4. ქოლგეეები ქოოოოლგეები, ეს ქალების სენია, ემრე რა რომ გარეთ ქვიმს, ჩვენ თავი მაინც ქუდში გვაქვს :))
ახლა მეხუთე ჭიქას დავლევ და მეშვიდე კომენტარიც დაიდება :))
6. 2.ნაწარმოებს,მითუმეტეს პროზას,სანამ აზრს გამოთქვამ,ათასჯერ თუ არა,ორჯერ მაინც უნდა წაიკითხო კარგად,ან ერთხელ ძალიან კარგად :D მერე უსათუოდ გაარკვევ,რომ ეს ნაწერი სულაც არაა ადამსა და ევაზე,თუმცა ყველაფერი მაინც ადამისა და ევასგან იწყება :))
იქნებ აზღუდი უფრო მოგწონს? 2.ნაწარმოებს,მითუმეტეს პროზას,სანამ აზრს გამოთქვამ,ათასჯერ თუ არა,ორჯერ მაინც უნდა წაიკითხო კარგად,ან ერთხელ ძალიან კარგად :D მერე უსათუოდ გაარკვევ,რომ ეს ნაწერი სულაც არაა ადამსა და ევაზე,თუმცა ყველაფერი მაინც ადამისა და ევასგან იწყება :))
იქნებ აზღუდი უფრო მოგწონს?
5. ძააააააალიან მომეწონააააააააა, ძააააალიან!!!!!!!!!!!!!!
ბრავო!!!! ძააააააალიან მომეწონააააააააა, ძააააალიან!!!!!!!!!!!!!!
ბრავო!!!!
4. მეორე ჭიქა კონიაკს ვცლი და თვალებს ვხუჭავ,ასე უფრო უკეთ ვახერხებ გავიგო:რომ ქორწინება გაყიდული დამოუკიდებლობაა და მაინც ოცნებობენ ამ ისტორიაზე თმაშეღებილი ქალები. :)
არასოდეს მინახავს იგი ზემოდან. ქოლგები ყოველთვის უყვარდა
მე მომწონს ეს ნაწერი :)
მეორე ჭიქა კონიაკს ვცლი და თვალებს ვხუჭავ,ასე უფრო უკეთ ვახერხებ გავიგო:რომ ქორწინება გაყიდული დამოუკიდებლობაა და მაინც ოცნებობენ ამ ისტორიაზე თმაშეღებილი ქალები. :)
არასოდეს მინახავს იგი ზემოდან. ქოლგები ყოველთვის უყვარდა
მე მომწონს ეს ნაწერი :)
3. მომწონს, მომწონს.. 5 :) მომწონს, მომწონს.. 5 :)
2. ცუდი არაა, მაგრამ კარგი გაშალაშინება სჭირდება, რომ არ მოვიტყუო. ისიც კი გასარკვევია, "ადამსა" და "ევაზეა" საუბარი, თუ ორ ჭრელტანსაცმლიან მაღალფეხება ქალზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელის ერთი მოსმითაა დაწერილი. ნაწარმოები, მითუმეტეს - პროზა, ათასჯერ უნდა გადაიკითხოს ავტორმა, სანამ დასრულებულად ჩათვლის...
წარმატებებს გისურვებ:)
პ.ს. "ბუზჰალტერი" არაა ეგ, "ბიუსტჰალტერია":) ცუდი არაა, მაგრამ კარგი გაშალაშინება სჭირდება, რომ არ მოვიტყუო. ისიც კი გასარკვევია, "ადამსა" და "ევაზეა" საუბარი, თუ ორ ჭრელტანსაცმლიან მაღალფეხება ქალზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელის ერთი მოსმითაა დაწერილი. ნაწარმოები, მითუმეტეს - პროზა, ათასჯერ უნდა გადაიკითხოს ავტორმა, სანამ დასრულებულად ჩათვლის...
წარმატებებს გისურვებ:)
პ.ს. "ბუზჰალტერი" არაა ეგ, "ბიუსტჰალტერია":)
1. მე მომეწონა, :> მე მომეწონა, :>
|
|
მონაცემები არ არის |
|
|