ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: იუმორისტული
18 მაისი, 2012


ყველგან დებილები

    გავგიჟდი, ეს დღეები ყველგან დებილები მხვდებიან. სამსახურში დებილები, გარეთ დებილები, სახლში დებილები, არა სახლში არა კაცო, სახლში მარტო ვცხოვრობ. დღეს ბაზარში ვიყავი, ერთი კილოგრამი ერბო ღირდა ათი ლარი. რა ამბავია ათი ლარი, მეთქი მე კი არ მერბო თქვენ გერბოთ მეთქი! სულ ყველა დადებილდა, ჩემი მეზობლები ხომ საერთოდ. ახალ კორპუსში გადავედი საცხოვრებლად, ახალაშენებულში. როგორც კი აშენდა - გადავედი. ისინი უკვე იქ ცხოვრობდნენ. რომ გადავედი ლიფტიც კი არ იყო გაკეთებული, მარტო შახტა იყო. ერთმა ჩემმა მეზობელმა, რომ დაინახა ლიფტი არ არის გაუხარდა, ვაა შახტა?! და ჩახტა. დებილები, ერთი ბავშვი მყავს კიდე მეზობელი, ყოველდღე კარზე აკაკუნებდა და გარბოდა. მეთქი გაიზრდება, ჭკუას ისწავლის, ეხლა გაიზარდა, ზარს წვდება, აზარინებს და გარბის. დებილი. ჩემ ქვემოთ ცხოვრობენ კიდე პროგრამისტები. დედა პროგრამისტი, მამა პროგრამისტი, მამა პროგრამისტი. ორი მამაა. ეხლა შვილი შეეძინათ და დაარქვეს იუთუბი. ეს დედამისი გადმოდგება ხოლმე აივანზე და ამ ბავშვს ეძახის: „იუთუბი! იუთუბი ამოდი ზევით!“ ამ კომპიუტერმა კიდე ირგვლივ ყველა დაადებილა, მთელ დღეს სხედან facebook-ში და პოსტავენ, ერთი პოსტავს: „აუ ჩემმა ქმარმა მიღალატა“, მერე მეგობრები: „მომწონს“,„მომწონს“,„მომწონს“. უფროსმა თაობამ ვინც არ იცის დაპოსტვა რა არის გეტყვით, სახლში ხომ ზიხარ პროსტა, იქ კიდე - ზიხარ და პოსტავ. ბევრი არაფერი სხვაობა არ არის. ძალიან მიშლიან ნერვებს, ამასწინად ხელი მოვიტეხე, მარჯვენა. წავედი აფთიაქში, წამლები ვიყიდე. ორასი, სამასი ლარის წამლები ვიყიდე. ამ წამლებმა არაფერი მიშველა, სამაგიეროდ ღიმილები დამრჩა. მერე ეს ღიმილები დამიგროვდა და ერთ დიდ სიცილად გადაიქცა. ერთ-ერთ აფთიაქში იმდენი წამალი ვიყიდე ზღარბი მაჩუქეს. მერე ამ ზღარბმა მკითხა რამე ხომ არ გჭირდებათ?  და მერე გულიანად გადაიხარხარა. რა უნდა მექნა, წავედი კლინიკაში. ტაქსით. ეს ტაქსისტი - სუპერ დებილი, ყოველ კალონკაზე აჩერებს და მეკითხება კალონკა? არა კლინიკა მეთქი. თან რომ აჩერებს ბენზის ასხამს ყველგან, ორი ლარი, სამი ლარი, ხუთი ლარი. რომ უთხრას ხუთი ლარის ბენზინი ჩამისხი ერიდება, ხუთი ლარის ბენზინი ეხლა არაფერია და ეუბნება: „ჯიგარო ერთი ხუთი ლარის ბენზინი ჩამიწუწე რა“. მერე ვკითხე ერთიანად რატომ არ ასხამ ბენზინს მეთქი და ჩეკების გათამაშება რაც დაიწყო ესე ვარ, ჩეკებს ვაგროვებო. ეგენიც მაგრები არიან რა, რას არ მოიგონებენ. როგორც იქნა მივედი ამ კლინიკაში. აი აქ იყვნენ პროფესიონალი დებილები. საერთოდ გონზე არ იყვნენ არაფრის, ვეკითხები, უკაცრავად ტრავმატოლოგი რომელ კაბინეტშია? -მობრძანდით, მობრძანდით მეუბნება. -მეთქი თქვენ ხართ ტრამვატოლოგი? -არა, მე სექსოლოგი ვარ. და ხელზე მეფერება. მეკითხება მითხარით რა გაწუხებთ, მეთქი მოტეხილობა! -მოტეხილობა?! ოოო... ასეთი შემთხვევა არ მქონია და ნელ-ნელა დაბლა დამხედა. არა, არა ექიმო, ეგ არ მაქვს მოტეხილი, რაც თქვენ გგონიათ, მე ხელი მაქვს მოტეხილი. ხელი, რომელი? მკითხა. - მარჯვენა ვუპასუხე. ამაზე სულ გაგიჟდა და თითის ქნევით და ეჭვის თვალით მეუბნება -ოოო...ხელცქვიტობ?! დებილი! შევედი შემდეგ კაბინეტში, უკვე ძალიან მტკივა ხელი, ვეუბნები ექიმო ძალიან გთხოვთ, მიშველეთ რამე, უკვე აღარ შემიძლია! და უცბად ექიმი ყვირის. დროზე! დროზე ექიმებს დაუძახეთ! მშობიარობა იწყება! -არა ექიმო, რა მშობიარობა, მე არ მინდა მშობიარობა. -რას ჰქვია არ გინდათ?! არ გინდა პატარა გყავდეს?! არა ექიმო, პატარა კი მინდა, მაგრამ მე ვერ გავაჩენ ბავშვს! -რატომ ვერ გააჩენ? -იმიტომ ვერ გავაჩენ, რომ მე კაცი ვარ! ეს რომ ვუთხარი გაუხარდა და მომიგო „კაცი ხარ?! ხოდა ძერჟის ბრატან“. დამსკოჩეს. გამიკეთეს ნემსები. დამაძინეს. რომ გავიღვიძე მომიყვანეს პატარა ბავშვი და მითხრეს ინებეთ ეს თქვენი შვილია, თქვენ დედა ხართ! მეთქი წადით თქვენი დედაც. დებილები. ცოტახანში დამადგა პოლიცია, -თქვენია ეს ბავშვი? -არა მეთქი, ჩამიდეს და წამიყვანეს განყოფილებაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები