ეს მოხდა საღამოს შვიდზე,სიყვარულის საათზე. ყველას ჰყავდა ოთახში თავის მეორე ნახევარი,ნახევრად შიშვლები,პაჟებივით ბარძაყებამდე ასკვანჩულ წინდებში. ისინი წასვლამდე ნაჩქარევად იპუდრებოდნენ სარკის წინ.კარი ყველას გამოეღო,ფეხსაცმელზე ზონარშეხსნილი კაცები დერეფანში ჩაწაპნულიყვნენ. მე იტალიელი ველოსიპედისტის ოთახში ბალიშებში ჩამხობილი ვქვითინებდი,იტალიელს ისე ჩამოსტიროდა თავ-პირი,თითქოს თორმეტგოჯა ნაწალავის წყლული ჰქონოდა. ,,რა მესიყვარულება,როცა ჩემს ქვეყნაში არიან ჩინელები,ჰერმოფროდიტები,გაკოტრებული მეგობრები,რესორმომტვრეული მანქანები”-ვქვითინებდი მე და ხმას თანდთან ვუწევდი,რაც ხმას ვვუწევდი,ცრემლი მით უფრო აღარ მქონდა.ბოლოს კი,ისე არაბუნებრივად გამოვიყურებოდი,რომ ვარდისფერი მარჯვე თითები თავადვე დავილაგე მკერდზე და ,,პორტე მაილოტ”-ზე უკანასკნელად ჩავლილი,თვალებგამოციებული სიკვდილმისჯილივით განვაცხადე; ,,-ეს ქალაქი მარტოობით ჯვარცმაა უცხოელთათვის.!” იტალიელს უკვე ნერვიულად უთრთოდა სამკუთხა ულვაშები,საკუთარ სისხლში მოთუშული იხვის საჭმელად აგვიანდებოდა,თან მეც ვერ ვეთმობოდი და სახეზე ტალებაფორაჯებულმა ძლივს ჩაილუღლუღა: ,,არც ერთი ჯვარცმული ღვათაება არ ყოფილა ესოდენ მაცდუნებელი” მერე ზურგმოვარაყებულ ლურჯ სავარძლისკენ მიმითითა,ბორძიკით გაემართა კარისკენ და ჩემი გარდაუვალი მარტოობა,ერთი ბოთლი ოცხმოცდასამი წლის მუსკატითა და ოცდაცხრა წიგნით-სიბრალულით,გეენით,ვნებით დატენილი ოცხდაცხრა ნაღმივით დამიტოვა.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული იქნებოდა, რომ არა იტალიელის მეტად ოთკუთხა და უცნაური უკანალი, რომლიც არაფრით უახლოვდებოდა ჩემს გონებაში გაბატონებულ ჭეშმარიტი უკანალის სტანდარტებს, და მეტადრე, მარჩელინიოს (ასე დედა ეძახდა ხოლმე ბავშვობაში, თორემ ისე, ჯეელი მარჩელო იყო,სრულიად წარმატებულად) ულვაშები სულაც არ მეჩვენებოდა ისეთივე მაცდუნებელი, როგორც მისი საჩეკო წიგნაკი. ამიტომაც, ყოველ ჯერზე როცა ის კარისაკენ გაემართებოდა და ჰაერში უკმაყოფილების ნაკვალევს სტოვებდა, ფანჯრიდან მეტად კმაყოფილი შოტლანდიელი მოძვრებოდა ჩემს არცთუ ურიგო, ბელგიური მაქმანებით გაწყობილ ბუდუარში.შოტლანდიელი დღითი დღე მანცვიფრებდა,რადგან ამ ქვეყანაში ჩამოსვლამდე მეჩვენებოდა,რომ ეს ერი მუხლებში მოისუსტებდა.რაც მართალი მართალია,ჩვენთან ძლერი მუხლი ფასობს. ოთახში შემდგარი ისტორიების დეტალებს არ ჩავუღრმავდები, პატიოსანი მკითხველისათვის ეს ისტორიები უფრო ამორალური ხასიათის მატარებელი იქნება, თან გულგრილად და საქმიანად მოჰყვებიან იმის მტკიცებას,რომ სასვენ ნიშნებს აზრის მიხედვით ვსვამ და არად დაგიდევთ საყოველთაოდ მიღებულ წესებს.შესაბამისად თხრობას იმ წერტილიდან გავაგრძელებ, რომელსაც ვერაფრით ვუსვამდი ჩემი და მარჩელოს ურთიერთობას და მით უფრო მის საჩეკო წიგნაკს. წანაკითხ წიგნებსა და ნანახ ქალაქებზე მეტად,ეს ქალაქი მარჩელომ შემაცნობინა.გაცნობისთანავე გამომკითხა,სად ვსადილობდი,სად ვვახშმობდი,რომელ სკვერში ვიოკებდი ნერვებს. ჩემმა პასუხმა კაცი პირდაპირ შეზარა: ,,უნდა შევცვალოთ თქვენი ცხოვრება”… ასეც მოვიქეცით.სადილად ღვინითა და რქოსანით მოვაჭრეთა დუქანში გადავინაცვლეთ. შებინდებულზე ავტომრბოლელთა კაფეში ვვახშმობდით.მოცალეობის ჟამს ველოსიპედების შესყიდვის ხელოვნებას მიხსნიდა,რომელსაც ისე მართავდა როგორც სამოედი-ძაღლების მარხილს.კვირაობით ამ ჯართით მივლაყლაყებდით 120 კილომეტრზე,იმ საკუთარ სისხლში მოთუშული იხვის საჭმელად,(ასე რომ ეჩქარებოდა წეღან მარჩელოს.)მაგრამ საკუთარ სახლში ჩემი წარდგენა უფრო გაუჭირდა,ვიდრე პარლამენტის სხდომაზე,რომ მოეთხოვა დასწრება იმ დროს,როცა ქვეყანა ემხობა. ჩვენში დარჩეს და, არც ისე მაღელვებდა მადამ ბერლუსკონი თუ არ გავხდებოდი, თან მადამ მესამე ბერლუსკონი, უბრალოდ მაინტერესებდა ასეთი ოთკუთხა უკანალის პატრონმა, როგორ მოიყვანა 2 ცოლი, როცა ყურების გარდა ორი, არა ებარა რა. თვალი,ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუკარგავს, ახალი წლის საღამოს ის და მეზობელი ბიჭი,სხვა მეზობლის ეზოში შუშხუნის აფეთქებას რომ ცდილობდნენ.ხოლო მარჩელინიოს მარჯვენა სათესლე ჯირკვალი კეთილთვისებიანმა სიმსივნემ რომის ონკოლოგიური კლინიკის ლაბორატორიამ, ლიტრა-ნახევრიან ქილაში რელიქვიად შემოინახა. ეს ყველაფერი, სულაც არ აღმოჩნდებოდა თხრობის მსვლელობის განუყოფელი ნაწილი, რომ სწორედ ის საბედისწერო მუხლმაგარი შემთხვევა ლაბორატორიაში, რომელმაც უბოდიშოდ და უცერემონიოდ გადმოინაცვლა ჩემს ბუდუარში მთელი მისი ბრწყინვალებითა და მოცულობით. არადა, მე არასოდეს მომწონდა ქვედაკაბებიანი მამაკაცები, მითუმეტეს ისეთები, სხვისი სათესლე ჯირკვლებით ჟონგლიორობას ცირკის მსახიობებივით ოსტატურად რომ ახერხებენ, თუმცა ცხოვრებაში არასოდეს იცი, ვისი ხელები უფრო ღირსეულია, ცირკის მსახიობისა თუ ცირკის მფლობელის.
მოკლედ,ხუთიდან შვიდამდე ჩემი ბუდუარი ლამის ცად აეტანა ვნებას,ამ დროს მარჩელინიოზე ფიქრი არ შემეძლო,საჩეკო წიგნაკზე ფიქრი კი,არასოდეს მტოვებდა. ამასობაში შოტლანდიელის ჯიშიანი ფეხები წონასწორობას გაჭირვებით იცავდნენ. კედლის მიღმა დაყურსულ მდედრთა უმიზეზო კისკისი ისმოდა. თუ ჩათქვირული არ ხარ,ტუჩსზემოთ ბუსუსები არ გაქვს და თვალდალიბრული ცირკში საჭიდაოდ არ ხარ დაბადებული,ასე ვერასოდეს გაიცინებ.
თან,აქ,ჩემს ოთახში საუკუნენახევრის წინ დანტონი ცხოვრობდა.
მე საათნახევრის წინ მეშინოდა რელიგიის,სიცივის,სიბერის და ჩემი შოტლანდიელის ხმის,რომელიც უკე აღარ ჰგავდა სახსრებიდან გამოტანილ ვედრებას.მარტო საჩეკო წიგნაკის არ მეშინოდა არასოდეს.ამიტომაც,როდესაც მარჩელიონიოს დედა დათანხმდა ჩემნაირი (ვნებიანი და ლამაზი ) ქალი ოჯახში შეეშვა, თვალები ფართოდ გავახილე, იტალიელის გულის ჯიბეს მივაშტერდი და მტკივნეულად ნეტარი სახით შევეგუე ქალბატონი მარტას რძლობას, რომელსაც შეჭმუხნულ შუბლზე და დანაოჭებულ ხელებზე ეტყობოდა, რომ მარჩელიონიოს მამა დიდი ვერაფერი საყვარელი უნდა ყოფილიყო..
დრო გადიოდა, ჩემი უკმაყოფილება და დაუკმაყოფილებლობა ისევე აღწევდა პიკს, როგორც 5 საათიდან 7 საათამდე ჩემი შოტლანდიელის სექსუალური ფანტაზიები. ვიცოდი, მონატრებას ვერსად დავემალებოდი, მითუმეტეს რომ დასამალად საჩეკო წიგნაკის ფურცლები არასაკმარისი და კიდევ უფრო არასაკმარისი ხდებოდა დროის მსვლელობასთან ერთად,.ჩემი კაბები კი ემსგავსებოდნენ ფერებდაკარგულ ვან გოგის სურათებს. არც ჩემის სახის კანი ელავდა ძველებურად. ჟერმენის(მარტას დედის) გიშრის მძივი კი,სულაც არ უხდებოდა კორსეტიან სხეულს. გაცრეცილ ამ ლათინურ კვარტალსაც გაუსაძლისად ემხობოდა ღამე თავზე. ამასობაში მარჩელოს ოთკუთხა უკანალი კიდევ უფრო ემსგავსებოდა მისატოვებლად განწირული კაცის საჯდომს, ხოლო ჩემი მოთმინება სწორე იმ ძაფზე ეკიდა, რომელიც უდაოდ იყო ჩაქსოვილი ჩემი შოტლანდიელის კაბის რომელიღაც კვადრატში. -9 საათია სტელა, მთელი ღამე აქ ხომ არ დარჩები. -შოტლანდიური მუხლები ადვილად ვერ ივიწყებენ აზიურ სურნელს. -არც სხვისთვის აწეულ კაბას ივიწყებენ ადვილად.
არადა, ჩემი ცხოვრება არც ისე ცუდი იქნებოდა საჩეკო წიგნაკის გარეშე. საკუთარ სისხლში მოხარშული ბატის კერძიც არ მომწონდა ისე ძალიან როგორც ეს მარჩელოს ეგონა. არც უბრალო კაბაში გამოვიყურებოდი თვალისვერმოსატაცებლად და ჩემი ბუდუარი არ უჩიოდა ბელგიური მაქმანებისა თუ შოკოლადის ნაკლებობას. ვფიქრობდი და ტანზე სისველისაგან მოტმასნილი თეთრი აბრეშუმის პენუარი მუხლებზევით თავისით ამდიოდა, სურვილისაგან თვალები მიჭრელდებოდა და ლავიწის ძვალთან რომელიღაც ძარღვი მიფეთქავდა.
კარს არ გავაღებდი, მარწყვი და ნაღები რომ არ შემეკვეთა, ფანჯრიდან შემოსული კაცი, ბევრად უფრო რაინდულად მეჩვენებოდა ვიდრე, კარიდან. - სტელა, მე ვარ. მერე რა რომ ბანალურია. მე ხომ ჩემი ცხოვრება უნდა შევცვალო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. რაღაცას გავს , იმედია გავს და არ არის. ანუ ისაა!.. ისაა...! არ ვამბობ. მხოლოდ ესაა!..... ვთქვი. რაღაცას გავს , იმედია გავს და არ არის. ანუ ისაა!.. ისაა...! არ ვამბობ. მხოლოდ ესაა!..... ვთქვი.
21. მართლა კარგად წერ.მომწონხარ! მართლა კარგად წერ.მომწონხარ!
20. კუდაბზიკავ, არ მომწონს ახალი რომ არაფერი გაქვს სულ ვკითხულობ ხოლმე :[ კუდაბზიკავ, არ მომწონს ახალი რომ არაფერი გაქვს სულ ვკითხულობ ხოლმე :[
19. თან გულგრილად და საქმიანად მოჰყვებიან იმის მტკიცებას,რომ სასვენ ნიშნებს აზრის მიხედვით ვსვამ და არად დაგიდევთ საყოველთაოდ მიღებულ წესებს. :)
ამასობაში მარჩელოს ოთკუთხა უკანალი კიდევ უფრო ემსგავსებოდა მისატოვებლად განწირული კაცის საჯდომს :D
თან,აქ,ჩემს ოთახში საუკუნენახევრის წინ დანტონი ცხოვრობდა :D
თან გულგრილად და საქმიანად მოჰყვებიან იმის მტკიცებას,რომ სასვენ ნიშნებს აზრის მიხედვით ვსვამ და არად დაგიდევთ საყოველთაოდ მიღებულ წესებს. :)
ამასობაში მარჩელოს ოთკუთხა უკანალი კიდევ უფრო ემსგავსებოდა მისატოვებლად განწირული კაცის საჯდომს :D
თან,აქ,ჩემს ოთახში საუკუნენახევრის წინ დანტონი ცხოვრობდა :D
18. გმადლობ დემეტრიუს :) გმადლობ დემეტრიუს :)
17. ძალიან კარგი პროზა :) ძალიან კარგი პროზა :)
16. მრავალ აღდგომას
5 მრავალ აღდგომას
5
15. მე რო მიშლიდა ვიღაც ერთი და იგივე ლექსს უმიზეზოდ მაშინ სად იყვნენ ადმინისტრატორები ნეტა? მე რო მიშლიდა ვიღაც ერთი და იგივე ლექსს უმიზეზოდ მაშინ სად იყვნენ ადმინისტრატორები ნეტა?
14. ადმინისტრატორი: დადუ. თავს თუ არ შეიკავებთ ცინიკური კომენტარებისგან დაიბლოკებით
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ, ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ეს ცინიკური კომენტარია ღმერთმანი? :))
ცრუთა-მრისხავო, ცინიკური არაფერი მომწერო შენც დაგბლოკავენ და მერე მართლა მოვიჭრი ხელებს :))
15.ეს პასუხი შენი მოგეწონა და დატოვე სამზეოზე?
პასუხზე აღარ შეწუხდეთ, თქვენი სიღრმეების წვდომით ისედაც გაოცებული ვარ. :))
მე უნდა დაგროვოთ ,ჩემი ფერფლი სან მინიაროს გორაკიდან ლიტერატურულად მოაფრქვიეთ ქალაქს :))
ადმინისტრატორი: დადუ. თავს თუ არ შეიკავებთ ცინიკური კომენტარებისგან დაიბლოკებით
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ, ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ეს ცინიკური კომენტარია ღმერთმანი? :))
ცრუთა-მრისხავო, ცინიკური არაფერი მომწერო შენც დაგბლოკავენ და მერე მართლა მოვიჭრი ხელებს :))
15.ეს პასუხი შენი მოგეწონა და დატოვე სამზეოზე?
პასუხზე აღარ შეწუხდეთ, თქვენი სიღრმეების წვდომით ისედაც გაოცებული ვარ. :))
მე უნდა დაგროვოთ ,ჩემი ფერფლი სან მინიაროს გორაკიდან ლიტერატურულად მოაფრქვიეთ ქალაქს :))
13. ადმინო, თქვენდამი პატივისცემით მიუხედავად მინდა გაუწყოთ რომ მე ამ კომენტარს უპასუხოდ ვერ დავტოვებ და არ დამბლოკოთ :))
და საერთოდ რა უბედურებაა ეს ბანი ტო!
სადაა სიტყვის თავისუფლებაა?
სადაა XXI საუკუნე ? :D
კუდაბზიკ, აბა შენი პასპორტის სახელი მითხარი ?:D :D :D ადმინო, თქვენდამი პატივისცემით მიუხედავად მინდა გაუწყოთ რომ მე ამ კომენტარს უპასუხოდ ვერ დავტოვებ და არ დამბლოკოთ :))
და საერთოდ რა უბედურებაა ეს ბანი ტო!
სადაა სიტყვის თავისუფლებაა?
სადაა XXI საუკუნე ? :D
კუდაბზიკ, აბა შენი პასპორტის სახელი მითხარი ?:D :D :D
12. ცრუთა - ნრისხავო, რამეთუ მრისხავის როლში თქვენი წარმოდგენა ჩემს უსაზღვრო ფანტაზიებსაც კი უჭირთ, დავაკონკრეტებ, არასაექსუალურს, მინდა გაუწყოთ რომ ჩემი უსაღვრო პატივმოყვარეობა ვერ გადაიტანდა თქვენს მიერ მოწონებულ ჩემს პროზას :)) ასეთი დამცირების შემდგომ, წერაზე ხელს ავიღებდი კი არა, სულ მოვიჭრიდი ხელებს :)) არადა ისე მიხდება :( ცრუთა - ნრისხავო, რამეთუ მრისხავის როლში თქვენი წარმოდგენა ჩემს უსაზღვრო ფანტაზიებსაც კი უჭირთ, დავაკონკრეტებ, არასაექსუალურს, მინდა გაუწყოთ რომ ჩემი უსაღვრო პატივმოყვარეობა ვერ გადაიტანდა თქვენს მიერ მოწონებულ ჩემს პროზას :)) ასეთი დამცირების შემდგომ, წერაზე ხელს ავიღებდი კი არა, სულ მოვიჭრიდი ხელებს :)) არადა ისე მიხდება :(
11. 3. შენ ძალიან მაგარი პროზაიკოსი ხარ
იცოდე აზრი არ შემიცვალო შენზე და ასე გააგრძელე! მომწონს რასაც წერ და უფრო მეტად ის, როგორ წერ. მაიმასკო. 2010-04-03 00:43:27
მაიკოს საპირველაპრილო ხუმრობა დაუგვიანდა ალბათ :)) 3. შენ ძალიან მაგარი პროზაიკოსი ხარ
იცოდე აზრი არ შემიცვალო შენზე და ასე გააგრძელე! მომწონს რასაც წერ და უფრო მეტად ის, როგორ წერ. მაიმასკო. 2010-04-03 00:43:27
მაიკოს საპირველაპრილო ხუმრობა დაუგვიანდა ალბათ :))
10. კაი, whatever :) good luck, აღარ მაინტერესებს რას წერ უკვე :)) კაი, whatever :) good luck, აღარ მაინტერესებს რას წერ უკვე :))
9. შედლერ ჯინჯერ, დახურული ტოტალიტარული საზოგადოება ვერ აღწევს დემოკრატიას,სათავეში მოსული ახალი გუნდი,სულაც არაა გარანტია დემოკრატიული კონსოლიდაციისა,მაინც ვფიქრობ რომ ეს დროის საკითხია და აუცილებელია ნეოავტორიტარიზმი :))
ჯინჯერ,სექსუალურ აღფრთოვანებას და სურვილებს აქ ნუ გამოვხატავთ :))
შედლერ ჯინჯერ, დახურული ტოტალიტარული საზოგადოება ვერ აღწევს დემოკრატიას,სათავეში მოსული ახალი გუნდი,სულაც არაა გარანტია დემოკრატიული კონსოლიდაციისა,მაინც ვფიქრობ რომ ეს დროის საკითხია და აუცილებელია ნეოავტორიტარიზმი :))
ჯინჯერ,სექსუალურ აღფრთოვანებას და სურვილებს აქ ნუ გამოვხატავთ :))
8. ეს არ არის ნიუმანის სტილი, ნუ შეგყავთ კაცობრიობა შეცდომაში ჯინჯერ :D და შეგიძლიათ არ მიიღოთ კომენტარი, ისე მე უფრო ადამიანის დამოკიდებულებაზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტებს, ჰოდა, კიდევ ერთხელ, ავტორ, თქვენი ეგზომი სიცილები მხოლოდ გადაჭარბებულ თვითდაჯერებულობაზე მიანიშნებს :) ისე, ვგონებ დამეთანხმებოდნენ ადამიანები, როცა წაიკითხავენ ალბათ ასეც იქნება :) ეს არ არის ნიუმანის სტილი, ნუ შეგყავთ კაცობრიობა შეცდომაში ჯინჯერ :D და შეგიძლიათ არ მიიღოთ კომენტარი, ისე მე უფრო ადამიანის დამოკიდებულებაზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტებს, ჰოდა, კიდევ ერთხელ, ავტორ, თქვენი ეგზომი სიცილები მხოლოდ გადაჭარბებულ თვითდაჯერებულობაზე მიანიშნებს :) ისე, ვგონებ დამეთანხმებოდნენ ადამიანები, როცა წაიკითხავენ ალბათ ასეც იქნება :)
7. შენ იცი დემოკრატიის კონსოლიდაცია რა შემთხვევაში მიიღწევა ? :) უი, არა? აბა სალაპარაკო არაფერი მაქვს.. წარმატებები და დიდი ძუძუები შენ ავტორო:)) შენ იცი დემოკრატიის კონსოლიდაცია რა შემთხვევაში მიიღწევა ? :) უი, არა? აბა სალაპარაკო არაფერი მაქვს.. წარმატებები და დიდი ძუძუები შენ ავტორო:))
6. ჯინჯერ,ნიუმანი ვიღაა? :))
ღმერთო, დამიბრუნე ნიათი! რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით ღამე მეძინოს და დღე მეღვიძოს :))
შედოუკეტის რეჟიმის წინააღმდეგი ხარ,ჯინჯერ?მე კი :)) ჯინჯერ,ნიუმანი ვიღაა? :))
ღმერთო, დამიბრუნე ნიათი! რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით ღამე მეძინოს და დღე მეღვიძოს :))
შედოუკეტის რეჟიმის წინააღმდეგი ხარ,ჯინჯერ?მე კი :))
5. 7. მაგრამ ავტორ - ამ ადგილას თუ ფეხზე არ წამოიჭერით და ხმამაღალი ტაშისკვრით არ გიმშვენებდათ უკანა ხედს მთელი თუ არა, ნახევარი სამყარო მაინც, მე ამ კომენტარს არ ვღებულობ :))
მაგრამ კომენტატორ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ცუდი კომენტარია :)) ივარჯიშეთ მეგობრებო, ივარჯიშეთ :)) 7. მაგრამ ავტორ - ამ ადგილას თუ ფეხზე არ წამოიჭერით და ხმამაღალი ტაშისკვრით არ გიმშვენებდათ უკანა ხედს მთელი თუ არა, ნახევარი სამყარო მაინც, მე ამ კომენტარს არ ვღებულობ :))
მაგრამ კომენტატორ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ცუდი კომენტარია :)) ივარჯიშეთ მეგობრებო, ივარჯიშეთ :))
4. ბატონი ნიუმანის სტილია:) ბატონი ნიუმანის სტილია:)
3. ამ ავტორს, როგორც ჩანს არაოპოსუმური ასპექტით, კარგა ხანია იმიჯი შექმნილი აქვს, როგორც ნაწერიდან დავასკვენი, მაგრამ ავტორ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგი ტექსტია. რამოდენიმე სიტყვამ უნიათო ქართული თარგმანები მომაგონა და სულაც არ მოუხდა ნაწერის "სხარტ" სტილს, რომელიც აირჩიე. ზოგი წინადადება ისეთი გადატვირთულ-გადამლაშებული მომეჩვენა, რომ გადავიკითხე აზრის გამოსატანად. მოკლედ სხვასაც ვნახავ, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში კი სიუჟეტი, ნაკლებად ამ ავტორს, როგორც ჩანს არაოპოსუმური ასპექტით, კარგა ხანია იმიჯი შექმნილი აქვს, როგორც ნაწერიდან დავასკვენი, მაგრამ ავტორ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგი ტექსტია. რამოდენიმე სიტყვამ უნიათო ქართული თარგმანები მომაგონა და სულაც არ მოუხდა ნაწერის "სხარტ" სტილს, რომელიც აირჩიე. ზოგი წინადადება ისეთი გადატვირთულ-გადამლაშებული მომეჩვენა, რომ გადავიკითხე აზრის გამოსატანად. მოკლედ სხვასაც ვნახავ, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში კი სიუჟეტი, ნაკლებად
2. შენ ძალიან მაგარი პროზაიკოსი ხარ:)
იცოდე აზრი არ შემიცვალო შენზე და ასე გააგრძელე! მომწონს რასაც წერ და უფრო მეტად ის, როგორ წერ. შენ ძალიან მაგარი პროზაიკოსი ხარ:)
იცოდე აზრი არ შემიცვალო შენზე და ასე გააგრძელე! მომწონს რასაც წერ და უფრო მეტად ის, როგორ წერ.
1. მესამედ შემოვედი უკვე აქ...ნერვი არ მეყო,ვერ ჩავამთავრე...ანუ არც ისე საინტერესოდ იკითხება.:)
იზვინი ავტორო. მესამედ შემოვედი უკვე აქ...ნერვი არ მეყო,ვერ ჩავამთავრე...ანუ არც ისე საინტერესოდ იკითხება.:)
იზვინი ავტორო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|