ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2010


საქრისტიანო

* * *
აღდგომა
მძიმე კვირის  -
დღე ურთულესი!
ცეცხლის გარდმოსვლას
ელოდება საქრისტიანო!...

* * *
სანთელი იღვენთება -
ბჟუტავს! არ ანათებს
(სული ცოდვებისგან ისე დატბორილა!)

* * *
მარხვა აირია უკვე დიეტაში,
ხორცი გადახარშეს ლამის სამარხვოში,
სულს ვერ ინახავენ... ურევენ მკრეხელობას
მე არ განვიკითხავ!...
დე, იყონ „სამოთხეში“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები