ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2010


***

... ვისაც წვიმა ალერგიას აძლევს, ნუ წაიკითხავს, თუ არადა მე ნურაფერს დამაბრალებს :))) ...

...

როგორი ცეკვა გაუმართავთ გუბეში წვეთებს,
როგორი სქელი დასწოლია ღრუბელი ქალაქს,
როგორი თმენით გატრუნულან ხეები თქეშში,
როგორ იხდენენ ყვითელ შუქში მძივების კამკამს...

დაეპატრონა მიტოვებულ ეზოებს წვიმა,
აახმაურა დაფენილი სიჩუმედ ღამე,
მიწას რომ მშობელ დედასავით დაჰკონებია,
მზრუნველი ხელით რომ უხუჭავს გადაღლილ თვალებს...

ლურჯი შორეთის ამბებს ჰყვება პატარა წვეთი,
სიცოცხლის ხალისს აძლევს მიწას, მუდამ მდუმარეს,
მზის ღიმილები ყვავილებად მიმოაბნია,
ულამაზეს ცის გულზე უბნევს ნატეხ სურათებს...

როგორი ცეკვა გაუმართავთ გუბეში წვეთებს,
როგორი გიჟი მოიყვანა აპრილმა თავსხმა,
მიმოაგროვა ცის ჭორები ღრუბლებში წვიმამ
და ახლა სულის მოუთქმელად უყვება ქალაქს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები