ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2008


თაობები

ვიზრდებით ერთმანეთის თვალებში,
დღითი-დღე და წლიდან წლამდე,
მოვდივართ ოცნებით, რომ
შევცვალოთ ჩვენივე მამები, დედები,
ბიძები თუ დეიდები
და უნებურად
ვაბერებთ,
ვეცილებით,
მერე ვტკენთ
და ვკლავთ,
ვეუფლებით მათ ქონებას,
მათ შექმნილს,
მათ ოჯახებს.
ხშირად ვაფასებთ და
გადავაფასებთ,
იმას, იმათ,
ვინც არ ვყოფილვართ ჩვენ
და
რასაც არ ქვია ჩვენი.

ჩვენს მერე ისევ მოვლენ,
მოვლენ და მოგვკლავენ,
მერე კი სიყვარულით
ტონიან ძეგლებს დაგვიდგამენ,
სახსოვრად...

ალბათ ვიმსახურებთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები