ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 აპრილი, 2010


დისკუსია თემაზე, - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი,,

--

მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს, თქვენი აზრი საინტერესო იქნება ჩემთვის, უბრალოდ, პოეტის/შემოქმედის ხედვა ამ კუთხით ჩემთვის ძალიან დასაფასებელია,


აი, ჩვენი დღევანდელი ჰიმნის ტექსტი:


ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!



ჩემი აზრით, სახელმწიფო ჰიმნის შინაარსი არის საკმაოდ ბუნდოვანი, არამტკიცე, "მიზანს აცდენილი". 

1)

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,

სამშობლოს ხატად გადაქცევა, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით რელიგიასთან როგორ ჰარმონიაშია?  რას ნიშნავს სიტყვა "სახატე" ?



2)
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.

მთა ბარი განათებული? ღმერთთან წილნაყარობა ამპარტავნების ნიშნებს ხომ არ შეიცავს? რას ნიშნავს ეს?

3)

თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,


თავისუფლება უმღერს მომავალს? როგორ მღერის თავისუფლება?  და რას უმღერს? დიდებას?



4)

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,


რა შუაშია "ცისკრის ვარსკვლავი" ? რამე დატვირთვა აქვს ცისკრის ვარსკვლავს? ორ ზღვას შუა ბრწყინდება? რომელი ორი ზღვა? ერთი შავი ზღვა, მეორე?  რას ნიშნავს, ორ ზღვას შუა ბრწყინდება?


5)

დიდება თავისუფლებას,,


რას ნიშნავს დიდება თავისუფლებას? რა არის თავისუფლება და როგორ უნდა ვადიდოთ იგი? მოდის თუ არა ეს სიტყვები რელიგიასთან წინააღმდეგობაში? თავისუფლების დიდება როგორ მიიღება ?



ეს დისკუსია არის მოთელვითი სახის, უბრალოდ ერთმანეთისადმი საკუთარი აზრის გაზიარება, არავითარი "სერიოზული და დაძაბული" საუბრები,

თითოეული ადამიანის აზრი ჩემთვის საინტერესო იქნებოდა,,


-- //

ამავე დროს დავამატებდი, რომ დღევანდელი ჰიმნის ალტერნატივად მე მინაჩნია ილიას "ჩემო კარგო ქვეყანა"-ს ჩონჩხზე აღებული, რევაზ ლაღიძის მუსიკაზე შექმნილი ტექსტი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ დამუშავდეს "ჩემო კარგო ქვეყანა" თანამედროვე პოეტის მიერ (თუნდაც თითოეული თქვენგანი, ურაკარაკის წევრი) ამოღებულ იქნას ილიას ლექსიდან სიტყვები, რომელბიც სახელმწიფო ჰიმნის არ შეესაბამება, მაგალითად "აწმყო თუ არა გვწყალობს" "რაზედ მოგიწყენია" და ასე შემდეგ,, და შეიქმნას ისეთი ტექსტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონცეფციას, სტრატეგიას განსაზღვრავს,,

შესაძლებელია?



ჰა? :)




მშვიდობიანი დღე :)





პატივისცემით,
განდი.
არწივი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები