ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გლეხი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

მიხოს სიმღერა

ცოლმა წიხლი ამომარტყა,
ჩლიქები მომიღერა
და ყელიდან ამოვარდა
სიყვარულის სიმღერა.

მაინც ცოლის კუდი მომწონს
ჟრუანტელს მგვრის შორიდან,
ალაზნის ველს დღესაც ახსოვს
ბევრი ჩვენი კორიდა.

სულ ამაოდ გვაშველებენ
სიმამრი და ცოლიდა,
გულს მალამოდ ეფინება
ყველა წიხლი ცოლიდან.

ალერსით და სიყვარულით
ვიძირებით ღამეში,
მას ჩაესმის ჩემი კვნესა
მე ყროყინი ჩამესმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები