ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2010


საღამოს,როცა...

საღამოს,როცა დალალებს იშლი
და თეთრად ბზინავს ეგ შენი მკერდი...
შენი თვალები არიან გიშრის,
"აიდაზე" კი ღამეს ტეხს ვერდი.
საღამოს,როცა აბაზანიდან
შენ გამოდიხარ თეძოებსველი...
აღარ გადარდებს აღარც ზანგი და
აღარც მულატი მალაგის მსმელი.
საღამოს,როცა მე გითვალთვალებ,
მტანჯავს შენამდე შორი მანძილი...
სამწუხაროა,რომ წვები მალე
და ფიქრობ ჩემზე:იცის მან ძილი?!
საღამოს,როცა იცვამ პენუარს,
მე მაშინ მინდა,რომ ვიყო სარკე
და არაფერზე მეტყვი შენ უარს,
რადგან არც იცი ჩემი ასაკი.
საღამოს,როცა სიზმრის ლოდინში
ცაში იშლება ღრუბელთა ნავი...
მე მინდა ვიწვე შენთან ლოგინში
და ჩემს მკლავებზე რომ გედოს თავი.
საღამოს,როცა დალალებს იშლი
და თეთრად ბზინავს ეგ შენი მკერდი...
შენი თვალები არიან გიშრის,
"აიდაზე" კი ღამეს ტეხს ვერდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები