ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვახო92
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2010


მამაო ჩვენო

მამო ჩვენო, განმკითხველო მონათა შენთა,
ქედმოდრეკილი სანთლით ხელში მოვედი შენთან,
გთხოვ შეისმინო თხოვნა ჩემი ტანჯული სულის...
გლახაკი ერთი შენ წინაშე დგას წრფელი გულით...

წმინდა არის სახელი შენი უფალო ჩვენო,
გთხოვდე შეუნდო სულსა ჩემსა, სულსა ცოდვილსა,
რომელიც ბედავს და ხმამაღლა მოგმართავს ღმერთსა...
სული, რომელიც გამუდმებით შესჩივის ბედსა...

მაგრამ მე არ გთხოვ შეწყალებას ჩემი სულისა,
არც სახელსა და არც ხორცისა საზრდოს მე არ გთხოვ,
უბრალოდ მსურს რომ შეგავედრო მე სული ერთი...
სული უმანკო და სპეტაკი, ვით სიტყვა „ღმერთი“...

          ერთი თხოვნა მაქვს, მხოლოდ ერთი მამაო ჩვენო:
  მინდა ჩემს სატრფოს შენი დიდი ძალა აჩვენო...
გთხოვ დააფარო მოწყალების ეგ უხვი კალთა
და აარიდო მრისხანება მას ცოდვის ქართა...

მიეც სურვილი შეიყვაროს მან ვინმე ღირსი,
ღირსი იმის რომ მისი გული დაიმსახუროს...
რომ მას მიუძღვნას სამუდამოდ მან თავი თვისი,
და ჩემ მაგივრად სატრფოს ნაზ სულს მან ემსახუროს...

მაინც გავბედავ და კვლავ გკადრებ თხოვნასა ერთსა,
რა ვქნა უფალო? სიტყვებიც კი არ მემონება:
გთხოვ მიეც ძალა, დამივიწყოს მონა უღირსი,
გთხოვ დაეხმარე, გაუნათე მასაც გონება...

ხო ალბათ ხვდები მეც რომ მიჭირს მამაო ჩვენო
მაგრამ არა გთხოვ რომ ჩემ ცოდვილ სულსაც მოხედო,
კიდევ ბევრია შვილი შენი ამ ქვეყანაზე...
ვინც იმსახურებს, რომ მოწყალედ კვლავ გადმოხედო...   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები