( ამ ლექსს ვუძღვნი ჩემს საყვარელ ბიძაშვილს, რომელმაც 7 აპრილს, ხარება დღეს, 19 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ვუძღვნი აგრეთვე ყველა იმ ქართველის ხსოვნას, რომელთათვისაც თვითმკვლელობა, სამწუხაროდ, ცხოვრებიდან გაქცევის საუკეთესო საშუალება გამოდგა. მინდა შეგახსენოთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2004 წლის მარტსა და აპრილში,მარტო დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 350 თვითმკვლელობა იყო დაფიქსირებული. მადლობა ღმერთს, დღეს სიტუაცია საგრძნობლად არის შეცვლილი და უღმერთობა- ღვთისადმი რწმენამ და სასოწარკვეთა- ნუგეშმა და იმედმა შეცვალა! უფალმა იხსნას ყოველი ქართველი ამ საშინელი ცოდვისაგან. (მომიტევეთ ამხელა წინასიტყვაობა).
***
მიწა სახლია გარდაცვლილების. აქ ვერ იპოვი სიმშვიდის ჩეროს!.. და დგება ჟამი მზის მოჩრდილების მერე სიკვდილიც ღმერთობას ჩემობს.
მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში.
დღეს მიწა მხოლოდ მკვდრებზე საღდება. მიწამ დაკარგა სხვა ყველა ფასი. და ჩვენი გულიც სადაც სახლდება, ის ადგილია მხოლოდ ძვირფასი.
მე მეგულება ადგილი ერთი, გულის ტკივილი სადაც მდუმარებს. ვიხსენებ! ალბათ, იხსენებს ღმერთიც, ვით მოურჩენელ დარდს, სიმწუხარეს.
შეუცნობელი სიკვდილის მიღმა, რჩება მიზეზი და თავსატეხი. გარდაუცვლელი იმედის შვილმა, აღარ აშენო სხვა მინარეთი! ეკლესიური სივრცეა რადგან ბოქლომი რწმენის გასაღებების. შვება ეძლევა თვითეულ მათგანს, ჭეშმარიტების თუ ჰპოვეს გზები!..
აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება, გაუგონარი ცოდვა ტრიალებს, რადგან სიკვდილი ვეღარ მართლდება - მაინც სიკვდილი გვაერთიანებს.
არის ძალიან დიდი სხვაობა, გარდაცვალებას და სიკვდილს შორის. ყოფიერება არის რაობა და რაობაში სუნი დგას შმორის.
გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი, შეუცდომელი განა ვინ არის? მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით, ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის. იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს, ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება, რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს, ბოლოა მაინც - გარდაცვალება...
**
მე მეგულება ადგილი ერთი, ადგილი იგი - სასაფლაოა. მიწას მიწისფერ ტკივილად ერთვის და ჩემს ფიქრებთან ძალზედ ახლოა.
და მტკივა ახლა როგორც არასდროს, სიცოცხლის ყველა მინიშნებანი. მსურს შევატოვო დარდი იმ ძველ დროს და განვიმტკიცო რწმენად შვებანი!
მაგრამ ძნელია გადავიწყება და დავიწყება იმის, რაც იყო. რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება, რადგან ვერც მივხვდით გუშინ რა იყო. და მოგონების მწარე ფიალა ივსება, მერე ისმევა დარდით. და მონატრება როგორც იარა გვეტყობა გულზე - რადგან გვიყვარდი!
-იქნებ ასეთი ცხოვრებაც გიჯობს. (ვერ დამარწმუნებ თუმცა მაგაში) ყოფილხარ მართლაც რა ბედის ბიჭო! ბედი გეგონა ალბათ თამაში. ბედი გეგონა ალბათ სიკვდილიც, და ბედით სიკვდილს მიუახლოვდი. განა ცხოვრება გქონდა მოსჯილი?! ანდა, ამ ქვეყნად სულ იქნებოდი?!
-ცხოვრება ერთხელ გვეძლევა ბიჭო, ცხოვრება მართლაც ასე ძვირფასი! შენ კი სიკვდილის უზადო ნიჭოვ, ვერ ძლიე სიკვდილს უნიჭობაში!
და წლებმა როგორც ბედაურებმა, გადაირბინეს უშენოდ მთები. შენს მერე მე სხვა არ მეგულება, უფრო სასტიკი გახადოს გზები! შენს მერე გული უფრო აღიქვამს, სად სინათლეა, სად კიდევ ბნელი. მინდა მახსოვდეს თუ რამე გითქვამს და რაც არ გითქვამს, თუ იყო ძნელი.
ცხოვრება ახლა როგორც ობობა, თავსატეხების ქსელს ქსოვს და მღერის. -ძნელია ბიჭო იქ მარტოობა? იქნებ ცხოვრება უფროა ძნელი?!
-არ დაიღალო, ნუ დაიღლები! აქაც სიბნელე და დარდებია, თუმცა სიცოცხლეც როგორც ფიქრები, ამ სიკვდილივით გადამდებია...
ახლა სიცოცხლე როგორც იმედი, როგორც ნუგეში მე მეჩვენება. -შენ უსიცოცხლოდ ამდენი ხანი არსება ნუთუ არ გეძნელება? შენ ჩვენი სულის გახდი ზვარაკი, რადგან გვასწავლე თვითონ ცხოვრება. ცხოვრება - როგორც ძველი არაკი, იტყვი და მერე არ მეორდება.
შენ, სიკვდილიც კი გვასწავლე, ბიჭო! ახლა გავდივართ თითქოს გამოცდას. იქაც დაცემა არ დააპირო, რაღაც ნათელი იქნებ გამოჩნდეს...
და ახლა დღეებს მივერეკებით, იქ, სადაც ჩვენი სამოსახლოა. ნუ გეშინია,კი არა ვკვდებით. (თუმცა სიკვდილი მუდამ ახლოა).
ეს სიცოცხლე კი - როგორც საფულე გვიდევს სულში და წლებს ხურდად ვკარგავთ. სოლო პარტიებს ჩუმად ვასრულებთ და დიდ სცენაზეც მარტონი ვდგავართ. ყველა თავის როლს მორგებულია. ყველამ იპოვა ადგილი თვისი. როგორც მახვილი - ორლესულია გული, გონება, ჩემი თუ სხვისი.
-შენ ხომ სიცოცხლე წააგე ღმერთთან, რადგან გემძიმა სულიც, სხეულიც, რომელ ქუჩაზე შეხვდი იმ ეშმაკს. ეშმაკს, რომელიც გახდა გრძნეული?
-ერთი დარდი გვაქვს სუყველას, ბიჭო! დარდი, რომელიც ცრემლებად დაგვდის. ვინძლო, იქაც კი არ გააცინო მტერი, რომელიც ჩვენს სულშიც დადის!..
ალბათ სულ მალე გაზაფხულდება, დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის. და ეს სიცოცხლეც არ დასრულდება, სანამ სიკვდილიც უხეშად იცდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. მომხვდა გულზე.. ყველა ნათელში ამყოფოს.. ძაააან მძიმეა, აგატირებს თითქოს... +2222222222222222222 მომხვდა გულზე.. ყველა ნათელში ამყოფოს.. ძაააან მძიმეა, აგატირებს თითქოს... +2222222222222222222
37. მძიმე ლექსია და დიდი გულისტკივილით დაწერილი. +2, დღეს ვეღარ ვარ სხვა რამის წამკითხველი მძიმე ლექსია და დიდი გულისტკივილით დაწერილი. +2, დღეს ვეღარ ვარ სხვა რამის წამკითხველი
36. ბოლო კომენტარს შემოვყევი, მახსოვდა რომ წაკითხული მქონდა და კიდევ წავიკითზე და კიდევ ერთხელ დავდარდიანდი. მიყვარს ასეთი მოწყენილობა. :( ბოლო კომენტარს შემოვყევი, მახსოვდა რომ წაკითხული მქონდა და კიდევ წავიკითზე და კიდევ ერთხელ დავდარდიანდი. მიყვარს ასეთი მოწყენილობა. :(
35. არის ძალიან დიდი სხვაობა, გარდაცვალებას და სიკვდილს შორის. ყოფიერება არის რაობა და რაობაში სუნი დგას შმორის.
გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი, შეუცდომელი განა ვინ არის? მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით, ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის. იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს, ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება, რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს, ბოლოა მაინც - გარდაცვალება...
რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება, რადგან ვერც მივხვდით გუშინ რა იყო.
და მონატრება როგორც იარა გვეტყობა გულზე ...
და წლებმა როგორც ბედაურებმა, გადაირბინეს უშენოდ მთები
და ახლა დღეებს მივერეკებით, იქ, სადაც ჩვენი სამოსახლოა.
ალბათ სულ მალე გაზაფხულდება, დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის.
არ გაჩერდე, არ იზარმაცო არის ძალიან დიდი სხვაობა, გარდაცვალებას და სიკვდილს შორის. ყოფიერება არის რაობა და რაობაში სუნი დგას შმორის.
გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი, შეუცდომელი განა ვინ არის? მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით, ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის. იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს, ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება, რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს, ბოლოა მაინც - გარდაცვალება...
რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება, რადგან ვერც მივხვდით გუშინ რა იყო.
და მონატრება როგორც იარა გვეტყობა გულზე ...
და წლებმა როგორც ბედაურებმა, გადაირბინეს უშენოდ მთები
და ახლა დღეებს მივერეკებით, იქ, სადაც ჩვენი სამოსახლოა.
ალბათ სულ მალე გაზაფხულდება, დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის.
არ გაჩერდე, არ იზარმაცო
34. რითმები მესუსტა
++ რითმები მესუსტა
++
33. მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა
32. მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა
31. მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების, თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ. იწყება მერე გამოკვლევები - მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?! გაუგონარი ალბათ სიგიჟე ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში. ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც, ამ უსასრულო ორომტრიალში. ღმერთმა აცხონოს, ყველაფერი უფლის გადასაწყვეტია, ჩვენ მისი მორჩილები ვართ, ღმერთი მოწყალეა
30. მე მჯერა, რომ ღმერთი თვითმკვლელსაც შეიწყალებს. ეკლესია კიდევ ასე მგონია, იმიტომ კრძალავს, რომ ყველა თავს მოიკლავდა ასე რომ არ იყოს დაშინებული ჯოჯოხეთში მოხვედრით. მე მჯერა, რომ ღმერთი თვითმკვლელსაც შეიწყალებს. ეკლესია კიდევ ასე მგონია, იმიტომ კრძალავს, რომ ყველა თავს მოიკლავდა ასე რომ არ იყოს დაშინებული ჯოჯოხეთში მოხვედრით.
29. 8 დან ექვსი ღამე გავათენე..თუ ეგაა მიზეზი..ხო...მაინც მე, სუიციდი სხვანაირად...სხვა ღმერთმა დაიფაროს... 8 დან ექვსი ღამე გავათენე..თუ ეგაა მიზეზი..ხო...მაინც მე, სუიციდი სხვანაირად...სხვა ღმერთმა დაიფაროს...
28. წინასიტყვაობა წავიკითხე და წუხელ ვუსმენდი, ერთ-ერთი მიზეზი უძილობააო. უძილობას რომ მშვიდი ცხოვრება არ იწვევს, ეგეც ნათელია, მაგრამ მაინც საჭიროა ყველანაირად შევებრძოლოთ მას!
წინასიტყვაობა წავიკითხე და წუხელ ვუსმენდი, ერთ-ერთი მიზეზი უძილობააო. უძილობას რომ მშვიდი ცხოვრება არ იწვევს, ეგეც ნათელია, მაგრამ მაინც საჭიროა ყველანაირად შევებრძოლოთ მას!
27. წინასიტყვაობაში კიარა, მე მომიტევე რომ სათქმელი არაფერი მაქვს :( :( :( ღმერთო დაგვიფარე. მაპატიე მაგრამ შეგნებულად არ ვაფასებ. წინასიტყვაობაში კიარა, მე მომიტევე რომ სათქმელი არაფერი მაქვს :( :( :( ღმერთო დაგვიფარე. მაპატიე მაგრამ შეგნებულად არ ვაფასებ.
26. აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება, გაუგონარი ცოდვა ტრიალებს, რადგან სიკვდილი ვეღარ მართლდება - მაინც სიკვდილი გვაერთიანებს. +2 მის სულს ნათელი ზეცად და მიწაზე სახსენებელი ქონებოდეს, ნაცნობთა შორის. აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება, გაუგონარი ცოდვა ტრიალებს, რადგან სიკვდილი ვეღარ მართლდება - მაინც სიკვდილი გვაერთიანებს. +2 მის სულს ნათელი ზეცად და მიწაზე სახსენებელი ქონებოდეს, ნაცნობთა შორის.
25. სამწუხარო ფაქტია... ლექსი მძიმე და ტკივილიანი სამწუხარო ფაქტია... ლექსი მძიმე და ტკივილიანი
24. საშინელებაა თვითმკვლელობა,აახალგაზრდა საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა და ეშმაკა აცდინა,გულისტკივილი კარგად გამოხატეთ,ესეც შვების მომგვრელია,რწმენა გადაარჩენს ადამიანებს,იკითხე ბიბლია,ვინაიდან იგი სულის საკვებია+5 ლექს,ფაქტი მძიმეა საშინელებაა თვითმკვლელობა,აახალგაზრდა საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა და ეშმაკა აცდინა,გულისტკივილი კარგად გამოხატეთ,ესეც შვების მომგვრელია,რწმენა გადაარჩენს ადამიანებს,იკითხე ბიბლია,ვინაიდან იგი სულის საკვებია+5 ლექს,ფაქტი მძიმეა
23. არის ძალიან დიდი სხვაობა, გარდაცვალებას და სიკვდილს შორის. ყოფიერება არის რაობა და რაობაში სუნი დგას შმორის
ეეჰჰ დიდი გულისტკივილით არის დაწერილი:( სულიერ სიმხნევეს გისურვებ მაკა
არის ძალიან დიდი სხვაობა, გარდაცვალებას და სიკვდილს შორის. ყოფიერება არის რაობა და რაობაში სუნი დგას შმორის
ეეჰჰ დიდი გულისტკივილით არის დაწერილი:( სულიერ სიმხნევეს გისურვებ მაკა
22. ლექს ჩემი მოწონება!!! ფაქტს კი ჩემი გულისტკივილი!!! რთულია!!! გაიხარე შენა!!! ლექს ჩემი მოწონება!!! ფაქტს კი ჩემი გულისტკივილი!!! რთულია!!! გაიხარე შენა!!!
21. შოკში ვარ ვიზიარებ გულით მეგობარო და გეხუტები შოკში ვარ ვიზიარებ გულით მეგობარო და გეხუტები
20. მძიმეა, მაგრამ მაგარია ძალიან !
გაიხარეთ !
გამართულია ყველა მხრივ ...
5 + მძიმეა, მაგრამ მაგარია ძალიან !
გაიხარეთ !
გამართულია ყველა მხრივ ...
5 +
19. გული დამიძიმა ამ ლექსმა
-ერთი დარდი გვაქვს სუყველას, ბიჭო! დარდი, რომელიც ცრემლებად დაგვდის. ვინძლო, იქაც კი არ გააცინო მტერი, რომელიც ჩვენს სულშიც დადის!.. გული დამიძიმა ამ ლექსმა
-ერთი დარდი გვაქვს სუყველას, ბიჭო! დარდი, რომელიც ცრემლებად დაგვდის. ვინძლო, იქაც კი არ გააცინო მტერი, რომელიც ჩვენს სულშიც დადის!..
18. სამწუხარო ფაქტია :(
სამწუხარო ფაქტია :(
17. ალბათ სულ მალე გაზაფხულდება, დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის. და ეს სიცოცხლეც არ დასრულდება, სანამ სიკვდილიც უხეშად იცდის!
ეხ....მძიმეა5 ალბათ სულ მალე გაზაფხულდება, დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის. და ეს სიცოცხლეც არ დასრულდება, სანამ სიკვდილიც უხეშად იცდის!
ეხ....მძიმეა5
16. გული დამიმძიმდაა... :(
შენ კი სიკვდილის უზადო ნიჭოვ, ვერ ძლიე სიკვდილს უნიჭობაში!
მეტკინაა... :( გული დამიმძიმდაა... :(
შენ კი სიკვდილის უზადო ნიჭოვ, ვერ ძლიე სიკვდილს უნიჭობაში!
მეტკინაა... :(
15. დიდი მადლობა ყველას! ღმერთმა დაგლოცოთ!!!
დიდი მადლობა ყველას! ღმერთმა დაგლოცოთ!!!
14. მტკივნეულია... მიმართვა- "ბიჭო"ცოტა მეხამუშა,იქნებ... სულის სიძლიერეს ვუსურვებ ავტორს! მტკივნეულია... მიმართვა- "ბიჭო"ცოტა მეხამუშა,იქნებ... სულის სიძლიერეს ვუსურვებ ავტორს!
13. ძალიან მძიმეა მაკა. გეცოდინებათ ალბათ,რომ არსებობს ლოცვები თვითმკვლელთა სულების დასახსნელად,რომელიც ძალიან ახლობელმა ადამიანმა უნდა ილოცოს. ილოცეთ მისი სულისთვის. ძალიან მძიმეა მაკა. გეცოდინებათ ალბათ,რომ არსებობს ლოცვები თვითმკვლელთა სულების დასახსნელად,რომელიც ძალიან ახლობელმა ადამიანმა უნდა ილოცოს. ილოცეთ მისი სულისთვის.
12. mZIme da damtrgunveli Tema... mZIme da damtrgunveli Tema...
11. გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი, შეუცდომელი განა ვინ არის? მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით, ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის. იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს, ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება, რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს, ბოლოა მაინც - გარდაცვალება...
არის აქ ჭეშმარიტება.... გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი, შეუცდომელი განა ვინ არის? მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით, ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის. იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს, ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება, რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს, ბოლოა მაინც - გარდაცვალება...
არის აქ ჭეშმარიტება....
10. ეკლესიური სივრცეა რადგან ბოქლომი რწმენის გასაღებების. შვება ეძლევა თვითეულ მათგანს, ჭეშმარიტების თუ ჰპოვეს გზები!..
555555555 ეკლესიური სივრცეა რადგან ბოქლომი რწმენის გასაღებების. შვება ეძლევა თვითეულ მათგანს, ჭეშმარიტების თუ ჰპოვეს გზები!..
555555555
9. მაკო მაკო
იცი ახლა როგორ მინდოდა რომ ჩაგხუტებოდი, უფაქიზესი სულის არსება ხარ :-* მაკო მაკო
იცი ახლა როგორ მინდოდა რომ ჩაგხუტებოდი, უფაქიზესი სულის არსება ხარ :-*
8. კესანებს ვტოვებ:((((( კესანებს ვტოვებ:(((((
7. აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება
++ აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება
++
5. კარგი ლექსია,სავსეა გრძნობით და ტკივილით...:( ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ძალიან ძნელია... კარგი ლექსია,სავსეა გრძნობით და ტკივილით...:( ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ძალიან ძნელია...
4. მაკა +5 ქულა.
მაკა +5 ქულა.
3. ლექსი კარგად და ოსტატურად, გულშიჩამწვდომად არის დაწერილი, სამწუხაროდ საზარელ ამბავზე. გითანაგრძნობთ. ეს მთელი სამყაროს და ყველა რელიგიის პრობლემაა. +5!!! ლექსი კარგად და ოსტატურად, გულშიჩამწვდომად არის დაწერილი, სამწუხაროდ საზარელ ამბავზე. გითანაგრძნობთ. ეს მთელი სამყაროს და ყველა რელიგიის პრობლემაა. +5!!!
2. ლექსი კარგია, ფაქტი და ამბავი თავზარდამცემი! ლექსი კარგია, ფაქტი და ამბავი თავზარდამცემი!
1. აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება....სამწუხარო რეალობაა. აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება....სამწუხარო რეალობაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|