ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2010


შენს ცივ ზმანებას...

მე ქარაფებში კვლავ გამოვკვეთ შენს ცივ ზმანებას,
სულის ტაძრამდე ფეხშიშველი წამებით მივალ,
სანთლის წიაღში ჩუმად ვიტყვი მამაო ჩვენოს,
სულში ჩაგხედავ და კვლავ გკითხავ:
უშენოდ ვინ ვარ?
ათასი ფიქრი მომეძალება დაღლილს,დაქანცულს,
თუმცა დავიწყებ "მეს"ძიებას მე ისევ შენში,
ქარაფებიდან გადმოიღვრება მეწამულ  ფერის:
წარსული,დარდი,მონატრება და ფიქრთა თქეში.
სულის ტკივილი ცის კამფიას შავებში მოსავს,
გაგიჟებული უშენობით სიბრაზეს ვამსხვრევ,
ეკლიან გზაზე შიშველ ფეხებს მივათრევ ტანჯვით,
იქნებ ტკივილის მწარე განცდა როგორმე დაცხრეს.
აისის ზეცას ისევ შვენის ზმანება შენი,
ცივია თუმცა ეგ ზმანება მე მაინც მათბობს,
კვლავ სიმარტოვე აყვავებულა გაყინულ სულში
და მარტოობის ფანტელები უგულოდ მათოვს.
მე კვლავ გამოვკვეთ ქარაფებში შენს ცივ ზმანებას...
უსიყვარულოდ დარჩენილი მითხარი ვინ ვარ?
სანთლის ციმციმში ჩუმად გეტყვი მიყვარხარ მაინც
და მერე ალბათ სულის ტაძრამდე უშენოდ მივალ!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები